„ვეჩვევი უშენობას”… მურმან ლებანიძის მწარე მრავალჟამიერი.

0

“ზოგს დაუტოვეს ოქრო და ვერცხლი, ზოგს – ბორკილივით თავისუფლება“…

(მ.ლებანიძე). 

სიკვდილთან გამუდმებით ბრძოლაში მყოფ მურმან ლებანიძეს, საყვარელი ადამიანის იმქვეყნად წასვლით გამოწვეულ ტკივილთან ბრძოლა მოუწია… მოსკოვი, საშინელი წინთგრძნობა და შეტყობინება, საყვარელი შვილის, ფიქრიას, გარდაცვალებისა. უემოციო სიტყვები, ასე უბრალო, ასე შემზარავი, რომელიც მომლოდინე მშობლების გაქვავებას იწვევდა…

ფიქრიაც, მამის მსგავსად, ლექსებს წერდა… მისი წასვლის შემდეგ პოეტი თითქოსგამუდმებით ესაუბრებოდა შვილს და  თავს ვერ პატიობდა ის რომ წავიდა პირველად მარადისობის სამყაროში… იგი წერს კიდეც მას:

       „ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,

       არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას…

       თავი ვერ მოვიკალი! ვთამაშობ პოკერს,

       ვიგონებ საქმეებს და

       ვეჩვევი უშენობას…”

პოეტმა თავისი შვილის ლექსების კრებული გამოსცა სიტყვებით: „ათას უბედურებასთან ერთად და საშინელი სიკვდილის მიუხედავად, მე მაინც არ ვარ დამარცხებული კაცი, ვინაიდან ჩემი შვილის სუსტ ხორციელ არსებაში უდრეკ ადამიანურ სულს და ჭეშმარიტად პოეტის ღირსებას აღმოაჩენს ქართული პოეზიის მკითხველი”.

„მურმანმა გულწრფელი სიყვარული იცოდა. ამავე დროს იყო საოცრად აზარტულიც. რაც უყვარდა, ბოლომდე უყვარდა, რაც სძულდა, ბოლომდე სძულდა…

საოცრად უბრალოდ ცხოვრობდა. არასდროს საკუთარ კომფორტზე არ უზრუნია. 80 წლის მურმან ლებანიძე ისეთ სახლში ცხოვრობდა მეხუთე სართულზე, სადაც ლიფტიც კი არ იყო.“ (ვახტანგ ჯაფარიძე.)

„პირველად მურმან ლებანიძესთან  შევსვი “მთლიანი საქართველოს” სადღეგრძელო. საქართველოს სადღეგრძელოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვსვამდი, მაგრამ “მთლიანის”, ასე ხაზგასმით, არასდროს მითქვამს. ეს სადღეგრძელო მაშინაც ბევრს ნიშნავდა და ახლაც”… (ჯანსულ ჩარკვიანი)

ბოლო ხანებში ავადმყოფობდა, ფიქრობდნენ  გადაიტანსო, მაგრამ ვერ შეძლო. მეგობრები ამბობენ, ფიზიკურად ისევ გაუძლებდა, სული რომ არ ჰქონოდა დაჭრილიო. მის სულს კი ,მართლაც, დიდი და ღრმა იარა აჩნდა… მას სულეთის

სამყაროში  ფიქრია ელოდა…

„აქ – ოთხი კედელი, იქ –

ოთხი ფიცარი!

ვიყავი!

მივდივარ!

მშვიდობით!

გიცანი!” (მ.ლებანიძე)

დღეს მურმან ლებანიძის დაბადების დღეა!

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply