ვარსკვლავებს ახედე და ჩამიფიქრე…

0

გარეთ გაიხედე,ძალიან გთხოვ, 
ვარსკვლავებს ახედე და ჩამიფიქრე…
იცოდე,ამის მეტს არას მოგთხოვ,
უბრალოდ,მინატრე და გამიფიქრე!.. 
არ დაიზარო ჩემთვის იქნებ,
ცაში აიხედე,მთვარე ნახე… 
თორემ არ გახსოვარ,-გავიფიქრებ,
გაგებუტები და მერე მნახე…
თვალი დავხუჭე და დაგინახე,
მერე ბავშვივით გავიხარე… 
უფალო,სიყვარული დამიფარე 
და მარტო ამითაც გავიხარებ…
უბრალოდ მინატრე,ერთხელაც გთხოვ,
და თუ არ ავსრულდი დამიტირე… 
მაინც გაიხედე,ძალიან გთხოვ, 
ვარსკვლავებს ახედე და ჩამიფიქრე…
ავტორი: ია ხოდელი

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply