ვალენტინი

0
ვალენტინი ერთი უბრალო რომაელი მღვდელი იყო ,რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში მოღვაწეობდა. იმპერატორ კლავდიუს მეორეს მიაჩნდა,რომ მარტოხელა კაცი ბევრად უფრო გამოსადეგი იყო სამშობლოს სამსახურისათვის, ვიდრე დაოჯახებული. მრისხანე იმპერატორის აზრით, მარტოხელა ვაჟკაცები საუკეთესო მეომრები იყვნენ და ამიტომაც ახალგაზრდა წყვილების ქორწინება აკრძალა.
ლეგენდის თანახმად ვალენტინი შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს,რის გამოც იგი დაატყვევეს.კლავდიუს მოეწონა თავისი ტყვის პიროვნული თვისებები და მოსაკლავად ვერ გაიმეტა, თუმცა მას შემდეგ რაც ვალენტინი შეეცადა თავის აზრზე გადმოებირებინა იგი და  ქორწინების ლეგალიზებაზე დაეთანხმებინა,განრისხებულმა იმპერატორმა მას სიკვდილი მიუსაჯა.
ვალენტინი ხელკეტებით სცემეს და შემდეგ ჩაქოლეს, თუმცა იგი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს. ჩვენი წელთაღრიცხვით, დაახლოებით, 270 წელს სიკვდილს გადარჩენილი მღვდელი აწამეს და თავი მოჰკვეთეს…

ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს !!!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply