ეძებეთ გამოსავალი !

0

წარმოიდგინეთ, რომ ავტომობილით მიუყვებით ქალაქის ქუჩებს. ღამეა და საშინელი, შტორმიანი ამინდი. ავტობუსის გაჩერებას ჩაუარეთ გვერდით და ხედავთ 3 ადამიანს, რომლებიც ავტობუსს უშედეგოდ ელოდებიან.

პირველი ადამიანი :  მოხუცი, სუსტი ქალბატონი, რომელიც შეიძლება დაიღუპოს, თუ დიდი ხნის განმავლობაში არ მოვა ავტობუსი.

მეორე ადამიანი : ძველი მეგობარი, რომელმაც წლების წინ სიკვდილისგან გიხსნათ.

მესამე ადამიანი:  სრულყოფილი პარტნიორი, რომელზეც მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობდით.

მსურს მძიმე მორალური არჩევნის წინაშე დაგაყენოთ და გითხრათ, რომ მხოლოდ ერთი მათგანი შეგიძლიათ ჩასვათ თქვენს ავტომობილში. რომელ მათგანს აირჩევდით? მოდით ცოტა დაფიქრდით თქვენს არჩევანზე, ვიდრე კითხვას გააგრძელებდეთ.

მოტივი რის გამოც მოხუც ქალბატონს აირჩევთ ისაა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიძლება დაიღუპოს. ძველ მეგობრის სახლამდე მიყვანა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენი სიცოცხლის გადარჩენისათვის სამაგიერო სიკეთე მიაგოთ მას. თქვენ ხომ ამ შანსს დიდი ხანია ეძებდით?!  რაც შეეხება მესამე შემთხვევას, ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა თქვენი ოცნების პატნიორთან დასაახლოებლად. თქვენ ხომ ასეთ პარტნიორზე მთელი ცხოვრებაა ოცნებობთ?!

ფიქრობთ, რომ მძიმე არჩევანის წინაშე დაგაყენეთ, ფიქრობთ, რომ არჩევანში არ უნდა შემეზღუდეთ და პრობლემები არ უნდა შემექმნა?

მინდა გითხრათ, რომ გამოსავალი ძალზედ მარტივია და მას რომ მიაგნოთ უბრალოდ ერთი რამ არის საჭირო – ეძებოთ იგი. ამჯერად სიტუაციიდან გამოსავალი იმიტომ გეჩვენებათ რთული, რომ მხოლოდ შესაძლო შედეგებზე ფიქრობთ და პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება თქვენმა არჩევანმა გამოიწვიოს.

ნუ ამახვილებთ ყურადღებას პრობლემებზე და კონცენტრირება მოახდინეთ მისი მოგვარების გზებზე! სიტუაციიდან გამოსავალი იმდენად მარტივია, რომ ნამდვილად გაოცდებით.

.
.
.

ჩემი არჩევანი: ვაძლევ ავტომობილის გასაღებს ჩემს ძველ მეგობარს, რომელიც მოხუც ქალბატონს წაიყვანს სახლში. მე კი ვრჩები ჩემი ოცნების პარტნიორთან და მასთან ერთად ველოდები ავტობუსს.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Comments are closed.