ეცადეთ დაემსგავსოთ ბავშვებს

0

იყავით ბავშვივით და დაიმახსოვრეთ, რომ არსებობს 4 საშუალება ამის მისაღწევად, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

იყავით ცნობისმოყვარენი! ისწავლეთ იყოთ ბავშვივით ცნობისმოყვარენი.

რას აკეთებენ ბავშვები, როცა რამე უნდათ? ისინი შეკითხვებს სვამენ. მათ შეუძლიათ მილიონობით შეკითხვა დაგისვან და როცა გგონია რომ უკვე მორჩნენ, კიდევ მილიონ შეკითხვას დაგისვამენ. ბავშვები ცნობისმოყვარენი უნდა იყვნენ, რათა ისწავლონ. შენიშნავდით, რომ მოზრდილები ჭიანჭველებს ფეხს ისე აბიჯებენ, რომ ვერც კი ამჩნევენ, მაშინ როცა ბავშვები მათ დანახვისთანავე აკვირდებიან. ცნობისმოყვარეობა ბავშვებს ზრდასა და სწავლაში ეხმარება.

განიცადეთ, ნუ იქნებით გულგრილნი! ისწავლეთ ბავშვივით განცდა.

არაფერია ბავშვების განცდაზე უფრო მშვენიერი. ბავშვები შეიძლება ისეთი აღზნებულნი იყვნენ, რომ ვერ დაიძინონ, მათ ისევ ეჩქარებათ გათენება. ისინი მომავალი ინტერესისგან ღელავენ.

არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „მე უკვე დიდი ვარ ამ გატაცებისთვის“. განა ეს სამწუხარო არ არის? რადგან თქვენ ისინი მხოლოდ გეცოდებათ. რა გიპასუხოთ? თუ თქვენ განცდებითვის დაბერდით, ესე იგი მართლა დაბერებულხართ. ნუ იქნებით მოხუცები, რომელთაც განცდები არა აქვთ.

გწამდეთ! რწმენა ბავშვივითაა. რწმენა ახასიათებთ ბავშვებს.

მიმნდობი ადამიანი ბავშვივითაა. ბავშვები ამბობენ : „მოდი უფროსებით ვიფიქროთ.“ თუმცა მე მათ ვეტყოდი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. უფროსების უმეტესობა ძალიან სკეპტიკური და ცინიკურია. ბავშვები კი ფიქრობენ , რომ შეიძლება ყველაფერი ერთად და უცებ მიიღონ. ეს ხანდახან სასაცილოც კია. თუ შეეკითხებით: „გინდათ გქონდეთ სამი საცურაო აუზი?“ გიპასუხებენ: „დიახ! სამი! სამივეს თითო-თითო საცურაო აუზი, აბა ჩემსას არ მიეკაროთ.“ ისინი იმ წუთიდანვე ინაწილებენ საცურაო აუზებს.

აი უფროსების პასუხი ასეთივე შემოთავაზებაზე: „სამი საცურაო აუზი? ხომ არ გადაირიეთ! ზოგს ერთიც კი არა აქვს. ძალიან გაგიმართლებთ, თუ აბაზანა გექნებათ უკანა ეზოში.“ შეამჩნიეთ განსხვავება?

იყავით მიმნდობი. ნდობა – ეს ბავშვური კეთილშობილებაა და მას ღრმა შინაარსი აქვს. გაგიგონიათ ალბათ გამოთქმა: „მას ბავშვივით სძინავს.“ ეს არის ის, რასაც მინდობა ჰქვია. მძინარე ბავშვს მიმნდობი სახე აქვს. თუ ბავშვი სკოლაში ათიანს მიიღებს, ის აუცილებლად მოუყვება ამას სხვას. თქვენც ასე მოიქეცით.

ბავშვური ცნობისმოყვარეობა, გულთბილობა, სიკეთის რწმენა, ნდობა – ეს საუკეთესო ბავშვური თვისებები აუცილებელია დავუბრუნოთ ჩვენს ცხოვრებას!

ჯიმ რონი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply