ცხოვრების ექო

0
მამა შვილი მთაში სეირნობს, როდესაც შვილი მოულოდნელად ძირს ვარდება და ტკივილისაგან ყვირის :

ააააააა …..

და ბავშვის გასაოცრად, სადღაც შორიდან ისმის ხმა: აააააა . . .

– საოცარია, ამბობს ბავშვი და ეძახის მას: ვინ ხაააარ ?

და იღებს პასუხს: ვინ ხააარ?

ბავშვი ფიქრობს, რომ მთა პასუხობს და ეძახის მას:

– მიყვარხააააარ . . .

თუმცა მისდა გასაოცრად მთაც იგივე პასუხს უბრუნებს :

– მიყვარხაააარ . . .

ბავშვი ხვდება, რომ რაღაც მთლად ისე არაა, როგორც მას ჰგონია და მამას ეკითხება:

– მამი, ხომ ვერ მეტყვი რა ხდება?

მამას ეღიმება და ეუბნება მას:

– შვილო ამ ხმას ადამიანები ექოს უწოდებენ, თუმცა იგი უბრალო რამ ნამდვილად არაა და მასში ადამიანის ცხოვრებისა და წარმატების ფილოსოფია დევს.

ცხოვრება ჩვენი მოქმედების, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და მიღებული გადაწყვეტილებების პასუხია..

რასაც დასთეს, იმას მოიმკი . . .

დაიმახსოვრე შვილო:

თუ გსურს გაფასებდნენ, ეცადე ისწავლო სხვისი დაფასება . . .

თუ გსურს გისმენდნენ, ეცადე შენც ისწავლო კარგი მოსმენა . . .

თუ გსურს კარგად მოგექცნენ, ეცადე შენც კარგად მოექცე სხვას . . .

და თუ გსურს, რომ სხვა ადამიანებს უყვარდე –  სცადე შენც შეიყვარო ისინი . .

რადგან ცხოვრება უკან გვიბრუნებს ყველაფერს, რასაც გავიღებთ მისთვის..

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply