ეს წარმატებაა!

2

თუ ეპოქას ადამიანი ქმნის, თუ გმირები არსაიდან ჩნდებიან და მთელ სამყაროზე ახდენენ გავლენას,თუ მათი არსებობა ძირფესვიანად ცვლის კაცობრიობის ისტორიას,თუ მიზანი მიღწეულია,გზა -გავლილი, სული-ნაზიარები,-ეს წარმატებაა.
როცა ბავშვი პირველი სიტყვების წარმოთქმასა და პირველი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ეს წარმატებაა.

წარმატებაა როცა მოსწავლე ბეჯითად სწავლობს, როცა სტუდენტი უნივერსიტეტს წარმატებით ამთავრებს, როცა მეომარი ომიდან გამარჯვებული ბრუნდება,როცა მოკრივე რინგზე იმარჯვებს, როცა შენს სიტყვას ძალა აქვს , როცა გონება გამჭრიახია ,როცა სული სხეულზე ძლიერია , როცა კუნთი ტვინს ვერ ჯაბნის, როცა შენი სიმღერა გარშემო მყოფებს აჯადოებს,როცა შენი საზოგადოება სიამოვნებთ, როცა სიკეთეს აკეთებ დ შენში კეთილი ბოროტს ამარცხებს, როცა ვიღაცას სიცოცხლეს უხანგრძლივებ, როცა ვიღაცის, თითქმის შეწყვეტილი გულის ცემის აღსადგენად,ბოლომდე, მთელი ძალით იბრძვი,როცა თითქმის უსიცოცხლო სუნთქვაში, სიცოცხლის სუნს იგრძნობ ,როცა მოსულიერებული ადამიანი თვალებს ახელს და სიცოცხლის ნაპერწკალს ძლიერად ებღაუჭება და ეს შენი დამსახურებაა, როცა შენი გზა ტაძრამდე მიდის, როცა ჭორი ვერ გსვრის, როცა თავისუფლება შენშია, როცა ბევრი ერთგული მეგობარი შენს გვერდითაა, როცა უყვარხართ, როცა გრძნობ რომ ფრთები გაქვს, ის ფრთები რომლითაც ფრენა მათი შერხევის გარეშეც კი შეგიძლია, როცა ვიღაცას ძალიან სჭირდები ,ჰაერივით, როცა შენი დარგული ნერგი ყვავილობს, როცა ნერვებს ვერავინ და ვერაფერი გიშლის , როცა ხმაურში სასიამოვნო როიალის ნოტებისგან შექმნილ მელოდიას იჭერ,როცა ფოთლების შრიალი შენი სულის კუთხეებს აღწევს, როცა შენში ჰარმონია და დისონანსი მეგობრობს, როცა მტერი დამარცხებულია, მუხლმოყრილი და შენ იმდენაად ძლიერი ხარ,რომ მისი პატიება და წამოყენება შეგიძლია…

როცა შენს ცხოვრებაში არის ის ერთადერთი ადამიანი,ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება გინდა, გყავს შვილები და გაქვს შენი ოთხი კუთხე, ხარ წარმატებული და საქმიანი , როცა ღმერთი და იღბალი შენს მხარესაა,როცა ადამიანი ხარ , როცა ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობ და მათ უანგაროდ უყვარხარ,- ეს წარმატებაა.

გამომგზავნი/ავტორი: თამარ ლატარია

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

  1. თამუნა თურმანიძე

    მშვენიერია თამარ, მადლობა.
    ..”როცა თავისუფლება შენშია”…

  2. very good 🙂 ეს არის წარმატება! პოზიტიური ხედვა, სწავლა ნებისმიერი გამოწვევებიდან და მუდმივი სწრაფვა თვითგანვითარებისაკენ

Leave A Reply