Connect with us

ფსიქოლოგია

ეს ტვინია – გახსენი იგი!

  გნებავთ გითხრათ, ყველაზე საუკეთესო რა აჩუქა უფალმა ადამიანს? ფსიქოლოგია ხალხნო! მაშასადამე ინტელექტი, მსოფლხედველობა, აზროვნება, წარმოსახვა და შემეცნების უნარი. ღმერთმა ეს ყველაფერი მოათავსა ერთ პატარა ამანათში და ზედ წააწერა: ეს ტვინია – გახსენი იგი!

ეს იმ საახალწლო საჩუქარს ჰგავს, საყვარელი და მზრუნველი მშობლები შვილს ნაძვისხესთან, რომ დაუდებენ. მათ მთელი წელი აგროვეს ფული ამ საჩუქრის შესაძენად. მთელი არსება, გული, სული, შრომა და ენერგია ჩადეს, რათა საყვარელი შვილი გაეხარებინათ.
ღამის 12 სთ–ზე ბავშვს აღვიძებენ.. თვალებზე მამის თბილი ხელები აქვს აფარებული და ასე გადის გზას საძინებლიდან ნაძვისხემდე. ის წინ მიდის.. ვერაფერს ხედავს.. სიბნელეა.. თუმცა იცის, რომ ბოლო მომენტამდე არ წაიქცევა, არ წაბორძიკდება, არ დაეცემა, რადგან უკან მშობელი მოჰყვება და რბილი ბიძგებით გზას აკვლევინებს.

აი ისიც – ნაძვისხე და მის ძირში ამანათი. ბავშვმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა გახსნას, რათა დაეპატრონოს მას. ამანათში ხომ apple-ის ნოუთბუქია და ამ ნოუთბუქმა მოზარდს ახალი სამყარო უნდა აღმოაჩენინოს, უფრო განავითაროს, მიაღებინოს ცოდნა, გააძლიეროს და ასწავლოს, თუ როგორ აიხდინოს ყველა ოცნება.

ხოდა, ტვინიც ზუსტად ამ apple-ის ნოუთბუქს ჰგავს. მას მხოლოდ ერთი მოძრაობა – ლამაზი, ფერადი სასაჩუქრე ქაღალდის შემოხევა სჭირდება, რათა გაიხსნას და გაგხადოთ ყოვლისშემძლე!
უფრო მეტიც. გნებავთ ააშენოთ სახელმწიფო, ისე რომ ხალხი და ხელისუფლება იყოს ,,ერთ სულ და ერთ ხორც“ ? მაშინ მოუწოდეთ მასას შენებისკენ, აღორძინებისკენ, მუდმივი ქმნადობისკენ უბიძგეთ. ერთი სიტყვით, მსოფლხედველობა მასიური პროგრესიკენ დაუგეშეთ. განაწყვეთ თითოეული მოქალაქის ტვინი და უნარები ძიებისკენ, რათა თითოეულმა მათგანმა იფიქროს რაღაც ახლის შექმნაზე ან ძველის გაუმჯობესებაზე, მოიძიოს და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა თვითრეალიზაციისთვის. ოღონდაც ამ ყველაფერში თქვენც უნდა შეუწყოთ ხელი 🙂
დაარწმუნეთ ადამიანი, რომ ყველაფერს შეძლებს და ის მართლაც შეუძლებელს მიაღწევს.. ,,შეძახილმა ხე გაახმოვო” – ხომ გაგიგონიათ? ხოდა შეძახილს მკვდარი ხის წამოყენება, შეფოთვლა და გაცოცხლებაც შეუძლია. მერწმუნეთ შეუძლია!

 უბრალოდ მოინდომეთ ეძებოთ გზები ოცნებების ასასრულებლად და იშრომეთ. თქვენ სასწაულებს მოახდენთ! პოტენციალი გაგიასმაგდებათ, ოცნებები მაქსიმალურად მიღწევადი გახდება, ხელებს გაშლით და ყველა პრობლემას სიხარულით შეეგებებით, რადგან გააცნობიერებთ, რომ, რაც არ გკლავთ ე.ი გაძლიერებთ. ამ ფაქტის ნათლად გააზრება შესაძლებლობას მოგცემთ, შეაღწიოთ ყველგან სადაც მოისურვებთ. თქვენ გატეხავთ ყველა კოდს, ყველანაირ სისტემას, ყველა საიდუმლოს. ოღონდ არ დაეცეთ, სუნთქვა არ შეწყვიტოთ, არ მოკვდეთ!

თავიდან მოგეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა. თითქოს გლაშქრავთ, გზვერავთ, გიტევთ, ,,გეპადხოდებათ” და ცდილობს მიწაზე დაგახეთქოთ. სინამდვილეში კი ეს იგივე სამყაროა, იგივე ცხოვრებაა, იგივე რეალობაა, ზუსტად იგივე მოვლენები და სიტუაციების გაგარძელებაა. უბრალოდ, თქვენ იცვლებით და შესაბამისად გეცვლებათ რეალობის აღქმის მეთოდები.. მარტივად, რომ ვთქვათ ცხოვრებას სხვა თვალით უყურებთ. ფიქრობთ: ნუთუ ეს ჩემი ძველი ცხოვრებაა? ნუთუ ეს მე ვარ?                                                                  თქვენი ფსიქოლოგია ის კომპასია, რომელიც დაკარგულ ამწვანებულ კუნძულს აღმოგაჩენინებთ. ამ კუნძულს აქტიური ცხოვრება ჰქვია და მხოლოდ მისი აღმოჩენა არ კმარა სრული ბედნიერებისთვის. მას ყოველდღიური გალამაზება, ანკარა წყლით მორწყვა და ბაღნარად გადაქცევა სჭირდება. და ნუ იფიქრებთ, რომ სრულყოფილებისაკენ სწრაფვას რაიმე ლოგიკური დასასრული ექნება. ყოველგვარი ერთფეროვნება მოსაწყენია, რაგინდ მშვენიერი არ უნდა იყოს იგი და აქედან გამომდინარე, განვითარების რა ეტაპზეც არ უნდა იყოთ, მთელი თქვენი არსებობის განმავლობაში შეგიძლიათ თავდაუზოგავად ალამაზოთ პირადი კუნძული.

 ამაშიც დამეთანხმებით, რომ ერთი ადამიანის გამწვანებულმა ცხოვრებამ, მეორეს აზროვნებაში შეიძლება დაბადოს ორი ასეთი შეკითხვა:

1) კი მაგრამ, მან ამას როგორ მიაღწია?
2) მან თუ შეძლო, მე რა მიშლის ხელს?

  და ეს მეორე რა თქმა უნდა დაიწყებს პაუხების ძიებას. ძიება გაუჩენს მოქმედების სურვილს და ისიც ჯერ აფართხალდება, მერე შეეცდება წელში გაიშალოს და გამართულად იაროს.. სულ მალე მართლაც ფეხზე დადგება და დამერწმუნეთ შორს წავა. მას მესამე მიბაძავს, მესამეს მეოთხე და ჯაჭვური რეაქციით საზოგადოება გახდება უფრო აქტიური და შესაბამისად გაცილებით პროდუქტიულიც. ასე დაიწყება მასიური პროგრესი.

 ისე, მე თუ მკითხავთ, ყოველი მთავრობა და უშიშროების საიდუმლო სამსახურები დაინტერესებული უნდა იყვნენ ამ ფაქტით – მოტივაციის ფენომენით. ბოლოს და ბოლოს, არსებობს მასმედია, ინტერნეტი, სოციალური ქსელები, რომელთა საშუალებითაც მასაში ფართოდ გავრცელდება ე.წ მამოტივირებელი მესიჯები, სლოგანები, აფირმაციები, სტატიები და სხვ. (ეს ისე, უბრალოდ ჩავრთე :))

 და ბოლოს, გახსოვდეთ! სანამ სუნთქავთ, ღმერთი თქვენგან ყოველთვის, რაღაც საუკეთესოს მოელის! სწორედ მაგ მიზეზით ხართ დღემდე ცოცხალი.. არ დაგავიწყდეთ ეს, იფიქრეთ ამაზე! თვალები კარგად გაახილეთ, ღრმად ისუნთქეთ და ისე იფიქრეთ! ამ ფიქრში ნელნელა გუგები გაგიფართოვდებათ, გულის ცემის რიტმი გაგიხშირდებათ, წნევა აგეწევათ, სისხლი ტვინზე მოგაწვებათ და თქვენ რაღაცას უმნიშვნელოვანესს აღმოაჩენთ. ბოლოს და ბოლოს მიხვდებით, რომ ცხოვრება წრეზე სვლა და ამაობეაა და სწორედ თქვენ უნდა გადახვიდეთ ამ წრიდან, თქვენ უნდა აყაროთ ამაოების ბაზარი, თქვენ უნდა დაანგრიოთ მიღებული რეალობა, შეცვალოთ სამყარო და გახდეთ სამყაროს ცენტრი.. თქვენ გგონიათ ეს შეუძლებელია? კარგით, მართალი ხართ! ეს მართლაც შეუძლებელია!                    მაგრამ, აბა კარგად დაფიქრდით, რომ ყოველივე ის, რაც ახლა შესაძლებელია და ხელშესახები, (თუნდაც მაუსი, რომელზეც ახლა – ამ სტატიის კითხვის მომენტში მოგითავსებიათ ოფლიანი ხელის გული და სქროლავთ.. ან დესკტოპი, რომლიდანაც კითხულობთ ამ სიტყვებს) სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ არც კი დაესიზმრებოდათ. და თუ ვინმე უფრო მდიდარი წარმოსახვის პატრონი, რამეს ,,წაიოცნებებდა“ და საზოგადოებაშიც გააჟღერებდა ამ ოცნებას, ის მოინათლებოდა გიჟად, წიგნის ჭიად, დოყლაპიად ან უაზრო მეოცნებედ. ზოგჯერ უსუსურ ლაჩრადაც..

და ერტყა დამღა ,,ეს შეუძლებელია!“, სანამ არ გამოჩნდა ვიღაც, ვინც დაარღვია რეალობა და ამოტვიფრა ,,მე ეს შევძელი“. ჰოდა თუ სხვამ შეძლო, თქვენც შეძლებთ.. უბრალოდ ცოტა იფიქრეთ და იშრომეთ! ფიქრი ძალაა!

Think different and Do it !

გ.ეპიტაშვილი

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:
Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ფსიქოლოგია

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ