ეს ტექსტი ნაპოვნია 1962 წელს, ბალტიმორის ძველ ეკლესიაში. ავტორი უცნობია

0

მშვიდად იარეთ საკუთარი გზით ხმაურსა და ქაოსში და გახსოვდეთ სამყარო, რომელიც შესაძლოა იყოს სიჩუმეში. ნუ შეიცვლებით, იცხოვრეთ დადებითი დამოკიდებულებით. თქვით თქვენი სიმართლე რბილად და გასაგებად. უსმინეთ სხვებს, დაუხვეწავებსა და გაუნათლებლებსაც კი; მათაც აქვთ საკუთარი ისტორია. გაექეცით ხმაურიან და აგრესიულ ადამიანებს, ისინი განწყობას აფუჭებენ.

ნურავის შეადარებთ თავს, რადგან შესაძლოა, იგრძნოთ თავი უსარგებლოდ, ან გახდეთ პატივმოყვარე. გაიხარეთ საკუთარი გეგმებით ისევე, როგორც იმით, რაც უკვე გააკეთეთ. დაინტერესდით ნაკეთობების შექმნით, როგორი მოკრძალებულიც არ უნდა იყოს, იგი ძვირფასია სხვა ნივთებთან შედარებით, რომლებსაც ფლობთ. იყავით ფრთხილი თქვენს საქმეში, მსოფლიო სიცრუითაა სავსე. მაგრამ ნუ იქნებით ბრმა სათნოების მიმართ. ადამიანები დიდ იდეალებს ესწრაფიან, ცხოვრება სავსეა გმირობებით. იყავით ის, ვინც ხართ. ნუ ითამაშებთ მეგობრობით. ნუ იქნებით ცინიკური სიყვარულში – სიცარიელესა და იმედგაცრუებასთან შედარებით, ის მარადიულია. კეთილი გულით მიიღეთ ის, რასაც წლები გირჩევთ და მადლიერებით დაემშვიდობეთ ახალგაზრდობას.

გაიმაგრეთ სული მოულოდნელი უიღბლობის დროს. თავს ნუ დაიტანჯავთ ქიმერებით. ბევრი შიში იბადება დაღლილობის და მარტოობისგან. დაემორჩილეთ ჯანსაღ დისციპლინას, მაგრამ ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი. თქვენ სამყაროს შვილები ხართ, ისევე როგორც ხეები და ვარსკვლავები: უფლება გაქვთ, იარსებოთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენთვის, სამყაროში ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. იყავით მშვიდობიანი უფალთან, როგორც არ უნდა აღიქვამდეთ მას. რასაც არ უნდა აკეთებდეთ და რაზეც არ უნდა ოცნებობდეთ, ცხოვრების ხმაურიან დინებაში სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ყოველგვარი ინტრიგის, ერთფეროვანი შრომისა და დამსხვრეული ოცნებების მიუხედავად, სამყარო მშვენიერია. იყავით მის მიმართ ყურადღებიანი. ეცადეთ, იყოთ ბედნიერნი.

გაზიარება:

ფილოლოგი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply