ეს სწავლის საუკეთესო გზაა – ალბერტ აინშტაინის წერილი შვილს

0
1915 წელს, ალბერტ აინშტაინი ბერლინში ცხოვრობდა და ფარდობითობის თეორიაზე მუშაობდა, მაშინ როცა მისი მეუღლე და ორი შვილი (ჰანს ალბერტ აინშტაინი და ედუარდ აინშტაინი), შედარებით უსაფრთხო ადგილას, ვენაში ცხოვრობდნენ. ამავე წლის 4 ნოემბერს, ალბერტ აინშტაინმა, თავის 11 წლის შვილს შემდეგი წერილი მისწერა:ჩემო ძვირფასო ალბერტ,გუშინ წერილი მივიღე შენგან და ძალიან გახარებული ვიყავი. სიმართლე გითხრა, მეშინოდა კიდეც, რომ აღარასდროს მომწერდი. როდესაც ციურიხში ვიყავი მომწერე, რომ შენთვის მოუხერხებელი იყო იქ შეხვედრა. ჩემის აზრით კი, ბევრად უკეთესია ჩვენთვის ისეთ ადგილებში შევხვდეთ, სადაც  ხელს ვერავინ შეგვიშლის.

იმასაც ვიტყოდი, რომ ყოველწლიურად ერთ სრულ თვეს მაინც ვატარებთ ერთად, აქედან გამომდინარე კი შეიძლება ითქვას, რომ გყავს მამა რომელიც გაფასებს და უყვარხარ. შენ შეგიძლია ბევრი მშვენიერი რამ ისწავლო ჩემგან, ის რასაც სხვები ადვილად ვერ მოგცემენ. რისთვისაც დაუღალავი შრომით მიმიღწევია, არა მხოლოდ უცნობი ადამიანებისთვის, არამედ საკუთარი შვილებისთვისაც მინდოდა. ამ დღეებში, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო დავასრულე და როცა გაიზრდები, აუცილებლად მოგიყვები მის შესახებ.
მიხარია, რომ ფორტეპიანოს დაკვრა გიყვარს. ვფიქრობ, დაკვრა და დურგლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სკოლა, რადგან ეს საგნებია, რომელიც ყველაზე მეტად სიამოვნებს ისეთ ახალგაზრდა ბიჭს, როგორიც შენ ხარ. გირჩევ დაუკრა ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მასწავლებელი არ დაგავალებს. ეს სწავლის საუკეთესო გზაა, რადგან როცა სიამოვნებით აკეთებ რამეს, ვერც კი ამჩნევ დრო როგორ გადის. ხშირად საქმეთი გართულს, სადილიც კი დამვიწყებია..სიყვარულით,
მამა
თარგმანი: თემო ბერიშვილი
გაზიარება:

ჟურნალი “ოთხი მოტივის” პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply