“ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს” – ვაჟა ფშაველა

0

“ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს. კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია, ის ცოცხლებში ჩასათვლელი არაა… ყოველ მის საქმეს, მოძრაობას და მოქმედებასაც არა აქვს შნო, არა აქვს ლაზათი. იმას არც თავმოყვარეობა აქვს, არც სხვის სიყვარული შეუძლიან, არც საქმისა, აკლია მხნეობა. ეგრეთვე თუ ერი, როგორც კრებული ადამიანთა. საწყალია ის ერი, რომელსაც დაუკარგავ იმედი ხვალინდელი დღისა, საუკეთესო მერმისისა.

თამამად ვიტყვი, რაც უნდა დაბეჩავებული იყოს ერი, რაც უნდა გასაწყლებული, თუ საუკეთესო მერმისს მოელის და არ გადაუწყვეტია იმედი და არ ფიქრობს: ეგ არის, ჩემი საქმე მორჩომილია, დაღუპული ვარო, ის ერი არც დაიღუპება, არც მოკვდება. მომაკვდინებელს გარემოებაში და პირობებში რომ იყოს, პირობებს შესცვლის და გაიმარჯვებს კიდეც. ხომ იცით კერძო ცხოვრებიდან მაგალითები, ექიმის იმედიანს სიტყვას მომაკვდავი სნეული ფეხზე წამოეყენოს. იმედიანმა სიტყვამ იმედი დაუბადა გულში სნეულს და გააცოცხლა. მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ იმედს როცა აძლევს ექიმი, თან წამალსაც შესაფერს აძლევს სნეულს, ისეთს წამალს – მის სნეულებას რომ მოუხდეს და არა შხამს, საწამლავს. შეიძლება სნეული ცალკე აღებული ადამიანი, მარტო იმედით მორჩეს, უწამლოდ, უარარაოდ, ხოლო დასნეულებული, დაავადებული ერი არასოდეს მარტო ცარიელის იმედით არ მორჩება, თუ წამალი არ მიეშველა. მაინც ერი იმედიანად არადროს არც არის, თუ იგი თავის სხეულში არა ჰპოვებს წამალს, არა ჰხედავს ნიშნებს საუკეთესო მერმისისას და მომავლისას…”

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ .

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply