Connect with us
ბიზნესი

ბიზნესი და მეწარმეობა

ერთი ჩვეულებრივი მომხმარებლის რჩევა ქართველ ბიზნესმენებს

აღნიშნული სტატია ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მომხმარებლის, სუბიექტური დაკვირვების შედეგად გამოტანილ დასკვნაა. რა თქმა უნდა, რასაც წაიკითხავთ იქნება სუბიექტური მოსაზრება და არა დამტკიცებული ჭეშმარიტება, თუმცა მაქვს განცდა, რომ დასმული საკითხი ბევრი თქვენგანისთვის იქნება ნაცნობი და შესაძლოა ვიტყვი სხვა მომხმარებლის სათქმელსაც. მომხმარებელი ბერჯერ ვახსენე, თუმცა ამ სტატიის სამიზნე ჯგუფი უფრო მეტად არიან მეწარმეები არიან, რომლებიც ქმნიან გარკვეულ პროდუქტს და მომსახურებას მომხმარებლებისთვის.

ჩემთვის, როგორც რიგითი მომხმარებლისთვის სრულად გასაგებია, რომ ნებისმიერი მეწარმისთვის მოგება უმნიშვნელოვანესი მოტივია და სწორედ ესაა, რაც უჩენს მათ სურვილს ჩადონ მეტი ენერგია და ძალისხმევა საქმეში. ეკონომიკური ურთიერთობისას, შრომის დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ნებისმიერმა მომხმარებელმა იცის, რომ ის უხდის მეწარმეს ნაწარმის თვითღირებულებაზე მეტს.  ამ პროცესში შეიძლება მეწარმემ დაუშვას შეცდომა და მომხმარებელი მიახვედროს, რომ (და ამის მიმართ ნებისმისმიერი მომხმარებელი ძალიან მგრძნობიარეა) მისთვის ფული გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული მომხმარებლის პრობლემა ან კმაყოფილება. უფრო მეტი სიცხადისთვის მოვიტან რამდენიმე მაგალითს:

  • როცა ართმევ ფულს და ემსახურები უგულოდ, არახარისხიანად ;
  • როცა ატყუებ ;
  • როცა ელემენტარულ სერვისებში სთხოვ დამატებით ფულს;
  • როცა აწესებ საკომისიოს ნებისმიერ ოპერაციაზე;
  • როცა მომენტს ნახავ და გაცილებით მეტს გამოართმევ , ვიდრე ჩვეულებრივ ღირს სერვისი;

როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ ყველაფრის მიმართ ნებისმიერი ტიპის მომხმარებელი, განურჩევლად მათი ფინანსური მდგომარეობისა, ძალიან მგრძნობიარეა. ნურასდროს ჩათვლით რომ შეგიძლიათ მოატყუოთ მომხმარებელი და გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც კმაყოფილი დატოვოთ. ამიტომ იმის წარმატებად წარმოჩენა, რომ მოკლევადიან პერიოდში კარგი მოგება ნახეთ, ჩემი აზრით მცდარია და შესაძლოა პირდაპირი გზაცაა გაკოტრებისკენ. რატომ?

პირველი, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლის პერსპექტივიდან გეტყვი:  როცა ვხდები რომ შენთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი პრობლემა ან კმაყოფილება მეორედ ნამდვილად შევიკავებ თავს, რომ თქვენგან მივიღო რაიმე სერვისი. ასევე არ ვურჩევ არავის, რომ თქვენთან მოვიდეს;

მეორე: საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ კომპანიები წარმატებულები არიან არა მარტო იმიტომ რომ ყველაზე მაგარ პროდუქტს ან სერვისს აწარმოებენ, არამედ ამყარებენ ემოციურ კავშირს მომხმარებელთან, ანუ ხდებიან მომხმარებლის მეგობრები.

მესამე: თუ კითხავთ ტოიტას ხელმძღვანელობას რისთვის მუშაობენ ისინი, მათი პასუხია ასეთი იქნება : “ჩვენ ვმუშაობთ არა მოგებისთვის, არამედ ჩვენ ვაგროვებთ სიბრძნეს , რომელსაც თაობებს გადავცემთ.”

ჩემი დაკვირვებით სწორედ ეს არის, რაც ჩვენთან ხშირად აკლია ბიზნესს . ბიზნესი უნდა დაიწყო მოგებისთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს არ იქნება ის სფერო რომელიც გიყვართ, საქმე რომლისაც გწამთ და გულით ემსახურებით, თუ არ გეყოლებათ თანამშრომლები, რომლებსაც ასევე უყვართ თავიანთი საქმე და მუშაობენ მხოლოდ ხელფასისთვის, მაშინ თქვენთან ურთიერთობისას მომხმარებელი აუცილებლად მიხვდება, რომ თქვენ მათი პრობლემა ან კმაყოფილება ნამდვილად არ გაინტერესებთ.

გამომგზავნი/ ავტორი: მუხრან გულიაშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ბიზნესი და მეწარმეობა

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ