ერთდროულად წინ და უკან გადადგმული ნაბიჯები

0
საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ.“ სპეციალურად 4მოტივისათვის, დაგეგმილი ცლილებების ანალიზი გააკეთა ეკონომიკის მკვლევარმა, გივი კუპატაძემ.
გივი კუპატაძე – ეკონომიკის მკვლევარი

„დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი არსი შემდეგია:
1. საგადასახადო კოდექსის 81–ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15%–ით, ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 %–ით.
2. იქმენება ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების სისტემა, რომლის ორგანიზებასაც უზრუნველყოფს მმართველის კომპანია, რომელიც იქნება ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ–სამართველბრივი სტატუსის მქონე იურიდიული პირი. 2013 წლის 1 იანვრიდან, ფიზიკურ პირებს (ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მათ სქემის მონაწილეები ეწოდებათ) უფლება ექნებათ 20%–იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად გადაიხადონ 18%–ი, ხოლო 2%–ი შეიტანონდ აქტივების მმართველ კომპანიაში და დააგროვონ. ამასთან, სქემის მონაწილეს დანაზოგის მიღების უფლება წარმოეშვება არანაკლებ 15 წლიანი დაგროვების განხორციელების შედეგად.
ყოველ საკანონმდებლო ცვლილებას აქვს, როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები. შესაბამისად, საზოგადოების ეფექტიანად ინფორმირების მიზნით, წინამდებარე ანალიზითამ ცვლილებების დადებითი და უარყოფით მხარეების წარმოავაჩენ.
პირველ რიგში, გამოვყოფდი შემდეგ მოსალოდნელ დადებით ეფექტებს:
1. აღნიშნული ინიციატივა ქმნის სტიმულებს, რომ ადამიანებს ჩამოუყალიბდეთ კერძო დანაზოგების გაკეთების კულტურა, რადგან შეძლებენ ყოველთვიურად საკუთარი შემოსავლის 2%–ის ინდივიდუალურ დაგროვების სისტემაში განთავსებას;
2. ადამიანებს ცხოვრების ეკონომიკურად აქტიურ ეტაპზე ექმნებათ სტიმული გააცნობიერონ, რომ საკუთარ სიბერეზე თავად უნდა იზრუნონ და მათსავე სოციალურ–ეკონომიკური კეთილდღეობისათვის იქნება უკეთესი თუ არ იქნებიან სახელმწიფო პენსიაზე დამოკიდებულნი;
3. ამ ინიციატივამ შესაძლებელია სამომავლოდ გაადვილოს კერძო საპენსიო სისტემაზე გადასვლის სოციალურად მტკივნეული პროცესი.
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი უარყოფითი მხარეები შემდეგია:
1. წარმოდგენილი ინდივიდუალური დაგროვების სისტემა არ არის ნებაყოფლობითი, როგორც ეს ავტორებს აქვთ წარმოდგენილი. აღნიშნული დაგროვების სისტემამაშინ იქნებოდა ნებაყოფლობითი თუ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი პირი იმ 2%–ს საკუთარ ჯიბეში ჩაიდებდა, როდესაც უარს განაცხადებდა ეგრეთწოდებულ „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების სქემაში“ მონაწილეობაზე;
2. საშემოსავლო გადასახადი 15%–ის ნაცვლად იქნება 20%–ი;
3. სქემის მონაწილეებს არ ექნებათ უახლოესი 15 წლის განმავლობაში საკუთარი დანაზოგის გამოყენების უფლება.

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply