ენტონი ჰოპკინზის ცხოვრების წესები

0

არაფერი მოითხოვო, ნურაფერს ელოდები და ყველაფერი მშვიდად მიიღე. რასაც ამბობს, ან ფიქრობს ჩემზე ხალხი, მე არ მეხება. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, და ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ, სიამოვნებისთვის

ჩვენს შორის საუკეთესოები გვიან ვითარდებიან. სკოლაში იდიოტი ვიყავი, არაკომუნიკაბელური ადამიანი სხვა ბავშვები არ მაინტერესებ. ახლა ამას უწოდებენ ყურადღების დარღვევას. მე კი, უბრალოდ, დეგენერატი ვიყავი. მაგრამ, ზუსტად ამიტომ გავხდი მსახიობი.

ჩემი ყოველდღიური ფილოსოფია? შენ ყოველთვის უნდა გესმოდეს, რამდენზე ხარ წამსვლელი აბუჩად აგდების გამო. რაც არ უნდა გამეკეთებინა ახალგაზრდობაში, ყველა ამბობდა: „უიმედო ხარ“. მამა ამბობდა: „უიმედო“, თანატოლები ამბობდნენ: „უიმედო“. ასე რომ, ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ჩემთვის დიდ აღმოჩენად იქცა.

თავიდან ვიყავი ფიზიკურად სახიფათო სცენაზე. როდესაც ვთამაშობდი მანჩესტერის სცენაზე, რეჟისორმა განმათავისუფლა, რადგან ვიღაცას კინაღამ ზურგი გავუტეხე.

მსახიობების უმეტესობა საკმაოდ მიამიტადამიანია, რომელიც საკუთარ თავს რთულ ნატურად თვლის.

ყველა მსახიობს თავის არანორმალურ წლებში სურს ჰამლეტის თამაში. მეც მინდოდა. ახლა კი, ვფიქრობ, რომ ეს იგივეა, რაც თავის მოკვლა.

არ მაქვს საყვარელი როლები. უბრალოდ, ვმუშაობ, ვსწავლობ ჩემს როლებს. ვიცი, რასაც ვამბობ, და თუ ვეკიდები საქმეს, მას კარგად ვაკეთებ. მოვდივარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და სახლში მივდივარ. მერე ვიღებ ჩეკს აი, მთლი ისტორია.

ხალხს, რომელიც გაბრალებს მოსყიდულობას, უბრალოდ, შურს შენი.

არაფერია ისე გამაღიზიანებელი, როგორც ქველმოქმედი და მაღალი ზნეობა. მე არ ვამბობ, რომ არ ვარ ყალბი. ისეთივე ყალბი ვარ, როგორც სხვები, ყველანი ყალბები ვართ.

მიყვარს ჩემი მარტოობა. ახლოს არასდროს არავინ არ მშვია. რა თქმა უნდა, მე გავცემ სითბოდა და მეგობრობას, 

მაგრამ შიგნით მუდამ ცარიელ ვარ. არანაირი თანაგრძნობა, უბრალოდ გულგრილობა და ასე, მთელი ცხოვრება.

იყო დრო, როცა ვსვამდი ყველაფერს, რისი დალევაც შეიძლება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მიხარია, რომ ლოთი ვიყავი. ბუნებრივია, ვწუხვარ, რომ ამისგან სხვები ზარალდებოდნენ, მაგრამ ლოთის ტყავში ყოფნა საოცრად მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

არა, ნარკოტიკები არასდროს მიმიღია, მაგრამ ჩემში იმდენი ტეკილა იყო, მშვენივრად ვიცი, როგორია „მჟავე მოგზაურობა“.

კარგი სცენარი ყოველთვის ხუთი ფურცლით ჩანს. ასეთ რაღაცებს შინაგანად გრძნობ. თუ ოთხ ფურცელზე მეტის წაკითხვა არ შემიძლია, უკვე მესმის ეს ჩემთვის არაა.

მომწონს სპილბერგი. ისეთ ფილმებს იღებს, რომლის ყურება თვითონ მას მოუნდება. გადასაღებ მოედანზე სპილბერგი აღსავსეა ვნებითა და ენთუზიამით და მუშაობს ძალიან სწრაფად.

მე ყოველთვის მინდოდა წარმატების მიღწევა. მინდოდა, კათრინ ჰეპბერნის და ალბერტ ფინის გაცნობა, და განსაკუთრებით პიტერ ო’ტულის. მის წინაშე ქედს ვიხრიდი. მახსოვს, როგორ წავედი პირველად ბარში მასთან ერთად. მან მითხრა„აიღე „გინესი“. როგორი განწყობა გაქვს? კარგი, მოდი დავლიოთ და წავიდეთ ჩვენი „ოსკარების“ ასაღებად.“ მე მაოცებს ასეთი სახის გიჟობა, მაოცებს ლოთები. ოდესღაც, მეც ვიყავი ასეთი.

ცხოვრება ქორეოგრაფიაა. არაფერი მოითხოვო, ნურაფერს ელოდები და ყველაფერი მშვიდად მიიღე. ასე მგონია: „რასაც ამბობს, ან ფიქრობს ჩემზე ხალხი, მე არ მეხება. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, და ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ, სიამოვნებისთვის აი, როგორაა მოწყობილი ეს თამაში, ცხოვრების საოცარი თამაში მისივე მოედანზე. და არ ღირს ნერვიულობა, იმიტომ, რომ არსით მე არავინ ვარ და ყოველთვის ვიყავი არავინ.“ ეს აზრი რამდენიმე წლის წინ მომივიდა, ღრმა დეპრესიის პერიოდში, როდესაც ერთ სასტუმროში ვიჯექი. ვიმეორებდი ამას, როგორც მაგიურ ფორმულას. და იმის მერე, ჩემს ცხოვრებაში უამრავი საოცარი მოვლენა მოხდა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply