ენდრიუ ჯონსთონი (თავდაჯერებულობის ნაკლებობა)

0
2008 წელს, მანჩესტერში, ბრიტანული “ნიჭიერის” სცენაზე  ერთმა 13 წლის ბიჭმა შეაბიჯა.

ბიჭს სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ ძლიერ ღელავდა და არ იყო თავის თავში დარწმუნებული.

თუ რამ განაპირობა მისი ასეთი პესიმიზმი, ალბათ კარგად მიხვდებით, როდესაც  ვიდეოს ნახავთ, თუმცა მათთვის ვისაც ინგლისური კარგად არ ესმის მინდა წამყვანთა მიერ სიმღერის წინ დასმული შეკითხვები და სიმღერის შემდეგ გაკეთებული კომენტარები გადავთარგმნო.

– თქვენი სახელი ?

ენდრიუ: ენდრიუ

– რამდენი წლის ხარ?

ენდრიუ: 13

– 13–ის ? და რას გააკეთებ დღეს?

ენდრიუ: ვიმღერებ

– გაქვს რაიმე მსგავსი გამოცდილება?

ენდრიუ: დიახ, 6 წლიდან ვმღერი

– კარგი, ედრიუ. რაზე ოცნებობ?

ენდრიუ: მსურს , რომ დიდ სცენაზე ვმღეროდე . . .

– და მეგობრები რას გეუბნებიან?

ენდრიუ: 6 წლიდან ვმღერი. სკოლაში ძალიან არ მოსწონთ ჩემი სიმღერა და მეუბნებიან, რომ თავი გავანებო ამას . . .

– და შენ რა რას აკეთებ მათი აზრის საწინააღმდეგოდ?

ენდრიუ: უბრალოდ ვაგრძელებ სიმღერას . . . (ხალხის ტაში)

– საუკეთესო პასუხი იყო . . . დაიწყეთ სიმღერა .

უყურეთ ვიდეოს და შემდეგ წაიკითხეთ შემფასებელთა კომენტარები

სიმღერის შემდგომი კომენტარები :

საკუთარ თავს შევპირდი, რომ აღარასოდეს ვიტირებდი ამ დარბაზში, თუმცა ალბათ დღეს ეს შეუძლებელი იყო… რაც შეეხება სკოლის მიერ შენი სიმღერის შეფასებას – დღეს შენ ყველას დაუმტკიცე, რომ ისინი არ იყვნენ მართლები . . . ამანდა ოლდენი (შემფასებელი)

ვფიქრობ სკოლაში ერთი რამის გამო არ მოსწონდათ შენი სიმღერა : მათ უბრალოდ იმაზე ბევრად დიდი ტალანტი ყავდათ ხელში, ვიდრე საერთოდ წარმოედგინათ, რომ არსებობდა . . . პირს მორგანი (შემფასებელი 2)

ენდრიუ შენ იმაზე ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. დამიჯერე, ეს ასეა – შენ ძალიან კარგი  ხარ . . .

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მსურს უფრო მეტ თავდაჯერებულობას და რწმენას ვხედავდე შენში. და როდესაც შემდეგ ტურში ჩვენს წინაშე წარსდგები მინდა, რომ თვალი ამაყად გამისწორო და მითხრა , რომ შეგიძლია გაიმარჯვო… უნდა მითხრა ეს, რადგან ნამდვილად გაქვს ამის შესაძლებლობა . . .  საიმონ ქოუველი (შემფასებელი 3)

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply