ემოციური ინტელექტი: როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება და წარმატება?

0

რაშია ბედნიერების საიდუმლო? ბედნიერება გარემოშია, თუ ჩვენშია? როგორ მივაღწიოთ წარმატებას და მივიღოთ მაქსიმუმი ცხოვრებისაგან?

ჩვენ ყველამ ვიცით ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან გონიერებით, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ აუწყვიათ ცხოვრება. ბრწყინვალე სტუდენტები, რომლებიც ვერ მოხვდნენ თავიანთი მიღწევების შესაბამის პოზიციებზე.
დროთა განმავლობაში მეცნიერებს დაუგროვდათ კითხვები და დაიწყეს კვლევა, თუ რატომ არ არის ინტელექტის მაჩვენებელი საკმარისი პროგნოზების გასაკეთებლად. და აი აქ მათ მიაგნეს ახალი ტიპის ინტელექტს, რომელსაც ემოციური ინტელექტი ეწოდა.

რა არის ემოციური ინტელექტი:

ემოციური ინტელექტი არის უნარი, რომ ამოიცნო და მართო საკუთარი და სხვისი ემოციები. ეს ძირითადად სამ უნარად არის დაყოფილი:

1. ემოციური ცნობიერება, შეძლო ამოიცნო საკუთარი და სხვისი ემოციები

2. უნარი გამოიყენო ემოციები და მოარგო ის ამოცანებს, როგორებიცაა აზროვნებითი პროცესი და პრობლემის გადაჭრა

3. უნარი მართო ემოციები. აქ ერთიანდება უნარი დაარეგულირო საკუთარი ემოციები და ასევე თანაუგრძნო და დაამშვიდო, დააბალანსო სხვა ადამიანის ემოციები.

კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ განსხვავებით ე.წ. IQ-გან (გონებრივი, კოგნიტური ინტელექტი), ემოციური ინტელექტის ზრდა შესაძლებელია.

რაში გვჭირდება ემოციური ინტელექტის განვითარება?

ემოციური ინტელექტი უკავშირდება ჩვენს სოციალურ, ფიზიკურ და გონებრივ სფეროებს. ემოციური ინტელექტის მაღალი მაჩვენებელი ხელშემწყობია წარმატების მიღწევაში. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ესმით ურთიერთობების ხელოვნება, სოციალური პერსპექტივები და აზროვნებითი ფაქტორები მეტად, ვიდრე დაბალი ემოციური ინტელექტის მქონეთ. ამიტომ მათი ცხოვრებისეული ხარისხი მეტად მაღალია. ემოციური ინტელექტი ასევე ეხმარება ადამიანებს მეტად გამოიყენონ ცოდნა, რომელიც მიიღეს.

ასეთი ადამიანები მდგრადები არიან კრიზისის დროს, ურთიერთობაში მყარები და წარმატებულები იქ, სადაც სხვები ეცემიან.

მაღალი ემოციეური ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ მაღალი მოტივირებულობა, ცხოვრებით ტკბობის უნარი, გონების სიმშვიდე, შინაგანი ჰარმონია, მაღალი ცნობიერება, მაღალი თვით–კონტროლი, თვით–პატივისცემა, კავშირი საკუთარ თავთან, ახლო და ღრმა კავშირები სხვა ადამიანებთან. (ჯანსაღი ურთიერთობები).

როგორ გავაფართოვო ემოციური ინტელექტი?

ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა ემოცია მაქვს ახლა? რას განვიცდი? რას განიცდის სხვა ადამიანი/ადამიანები? – ეს დაგეხმარებათ აიმაღლოთ ემოციური ცნობიერება.

მოინდომეთ რათა ემოციების ამოცნობასთან ერთად შეძლოთ ისე მიმართოთ ეს ემოცია, რომ არსებულ სიტუაციაში მოგებული დარჩეთ.

ემოციები არის ბუნებრივი, ნეირონული პასუხი სიგნალზე, ჩვენ კი შეგვიძლია რაციონალურობაც მივახმაროთ მას. შესაბამისად გამოვა, რომ ჩვენ შეგვიძლია სწორად მივმართოთ საკუთარი ემოციები და ამოვიცნოთ კიდევაც ისინი. თუმცა მთავარი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ არ გავექცეთ, არ უგულვებელყოთ ჩვენი ემოციები. სადაც არ უნდა წავიდეთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენი ემოციები ჩვენთან ერთად არის. მათ აქვთ ბიოლოგიური და ევოლუციური საფუძვლები და ისინი ყოველთვის ლამობენ გვითხრან ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანი. თქვენი საქმეა იცოდეთ, როგორ უსმინოთ მათ, და მიმართოთ ისინი თქვენი საუკეთესო ინტერესებისდა შესაბამისად.

იმეგობრეთ საკუთარ და სხვების ემოციებთან. იცოდეთ რა იწვევს თქვენში დადებით და უარყოფით ემოციებს. ემოციები დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი თითოეული გადაწყვეტილების მართებულობა და თანხვედრა თქვენს ინტერესებთან.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

კლინიკური ფსიქოლოგი (მაგისტრი); სამუშაო ადგილი - "დანტე ალიგიერის ხელოვნების სკოლა" ფსიქოლოგი. "VIP Intellect Group" - ფსიქოკონსულტანტი "სოციალური პარტნიორობა" - აღმზრდელი... "საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის" წევრი

Leave A Reply