ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანების 7 მახასიათებელი:

0

“რაც არ უნდა ჭკვიანი იყოთ, თუკი თქვენ არ შეგიძლიათ ემოციების მართვა, ადამიანთა თანაგრძნობა და ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება, ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს მოიგებთ“.

დანიელ გოლემანმა, ცნობილმა მწერალმა და მკვლევარმა, გამოსცა ბესტსელერი ემოციურ ინტელექტზე: რატომ არის ემოციური ინტელექტის მაჩვენებელი IQ – მნიშვნელოვანი ?! ავტორმა მთელი ნაშრომი ადამიანების წარმატების განმაპირობებელ ასპექტებს მიუძღვნა. საბოლოოდ დაასკვნა, რომ წარმატება ემოციურ ინტელექტზეა დამოკიდებული. სწორედ ეს მართავს ადამიანებს.

კონკრეტული ერთი დეფინიცია, თუ რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი, არ არსებობს. ფსიქოლოგიაში ემოციური ინტელექტი ცნობილია, როგორც:

  1. უნარი, რომელიც საკუთარი და სხვების ემოციების იდენტიფიცირებაში გეხმარებათ.
  2. ემოციების მართვა და პრობლემების გადაჭრისთვის მთელი ძალისხმევით ბრძოლის უნარი.
    3. ემოციების მართვისა, სხვების გამხნევებისა და დამშვიდების უნარი.

ემოციური ინტელექტის კონცეფცია 1990 წლიდან არსებობს. იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა – მეიერმა და სალოვეიმ კონცეფცია მსოფლიოს სწორედ ამ წელს გააცნეს. მას შემდეგ მრავალი სპეციალისტი მუშაობს აღნიშნულ თემაზე, თუმცა გოლემანი განსხვავებული გზით წავიდა და შემოგვთვაზა თეორია, რომლის თანახმადაც ნებისმიერი კომერციული კომპანიის წარმატებასა და მისი თანამშრომლების ემოციური ინტელექტი პირდაპირპროპორციულ კავშირს გვიჩვენებს. გოლემანის თანახმად:

  • მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები კარგად უგებენ თანამშრომლებს და დედლაინებს ყოველთვის მომზადებული ხვდებიან.
  • მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებზე მომხმარებლების კრიტიკა უარყოფითად არ მოქმედებს. ისინი კვლავ შედეგებზე ორიენტირებული რჩებიან.
  • ერთნაირი IQ-ს მქონე კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთებისას, იცოდეთ, რომ კომპანიისთვის უფრო შესაფერისია ის, რომელსაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს.

გთავაზობთ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანის 7 მახასიათებელს, რომელიც მათ ამოცნობაში დაგეხმარებათ:

1. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ცვლილებების შიში არ აქვთ. ეს მათთვის ბუნებრივია და სიახლეებს ადვილად ეგუებიან.

  1. აქვთ უნარი, ზუსტად განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები. სისუსტე მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ისინი მუდმივად განვითარებას ცდილობენ.
  2. განსაკუთრებულად კომუნიკაბელურები არიან და სამუშაო გარემოს ადვილად ერგებიან. კარგად ესმით თანამშრომლებისა და კლიენტების.
  3. არ არიან პერფექციონისტები, სამაგიეროდ არიან საოცრად მოტივირებულები. მათ იციან, რომ სრულყოფილება შეუძლებელია. ისინი შეცდომებით სწავლობენ.
  4. გათვითცნობიერებული აქვთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი. იკვებებიან ჯანსაღად, სძინავთ საკმარისად და სამსახურისგან დამოუკიდებელი ინტერესებიც გააჩნიათ.
  5. მათი თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა შესაძლოა მათ უპირატესობადაც მივიჩნიოთ. ეს მათ საოცრად მიმზიდველს ხდის. არ განიკითხავენ; შესაძლებლობების აღმოჩენას ცდილობენ. სვამენ ბევრ შეკითხვას და ახალი გადაწყვეტილებისთვის მუდამ მზად არიან.
  6. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა შესანიშნავად იციან, რომ ყოველ დღეს რაღაც კარგი მოაქვს. კმაყოფილი არიან თავიანთი ცხოვრებით და კრიტიკის, ,,შხამიან’’ ადამიანებს უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის საშუალებას არ აძლევენ.

ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა შესანიშნავად იციან, რომ სამყარო – ეს შესანიშნავი ადგილია! დაფიქრდით, იქნებ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

სიახლე: გაწევრიანდით “ოთხი მოტივის” მკითხველთა კლუბში facebook-ზე დააკლიკეთ აქ

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply