ეკონომიკა VS პოლიტიკა

0
შვიდი აუცილებელი პრინციპი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ეკონომიკისა და პოლიტიკის შესახებ:

1. ეკონომიკის პირველი გაკვეთილი: ადამიანები გადაწყვეტილებებს პირადი სარგებლობის გათვალისწინებით იღებენ. პოლიტიკის პირველი გაკვეთილი: ადამიანები გადაწყეტილებებს სხვა ადამიანების სარგებლობის გათვალისწინებით უნდა იღებდნენ, ანუ დაივიწყეთ ეკონომიკის პირველი გაკვეთილი;

2. ეკონომიკა მეცნიერებაა ადამიანთა გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების ანალიზის შესახებ. პოლიტიკა ეკონომიკური მეცნიერების მართვის ხელოვნებაა;

3. ეკონომიკა მიღწეული შედეგების გამომწვევი მიზეზების ანალიზს ახდენს. პოლიტიკა კი მიღწეული შედეგებით ნასიამოვნები ადამიანების რაოდენობას ადგენს;

4. ეკონომისტისათვის კრიზისი პოლიტიკოსების მიერ წარსულში დაშვებული შეცდომების შედეგია. პოლიტიკოსისათვის კრიზისი ეკონომიკური ციკლების(აღმასვლა და დაღმასვლა) შედეგია;

5. ეკონომიკაზე ადამიანთა მცირე რაოდენობა მსჯელობს მისი სირთულის გამო. პოლიტიკაზე ადამიანთა უმრავლესობა საუბრობს მისი ბუნდოვანების გამო;

6. ეკონომისტები შეცდომებს თავიანთ ნაშრომებში უშვებენ. პოლიტიკოსები შეცდომებს არ უშვებენ, ისინი უბრალოდ პრაქტიკაში ანხორციელებენ ეკონომისტების მიერ ნაშრომებში დაშვებულ შეცდომებს;

7. ეკონომისტები არჩევანის მრავალფეროვნებას ქმნიან. პოლიტიკოსები არჩევანს აკეთებენ.

ავტორი: გივი კუპატაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply