დღევანდელი დღე მხოლოდ ერთხელ დგება

0

დასაფიქრებელია, თუ როგორ ვანაწილებთ ჩვენს ყურადღებას აწმყოსა და მომავალზე. ზედმეტ ყურადღებას არ უნდა ვუთმობდეთ ერთს მეორის საზიანოდ. ზოგი მარტო აწმყოთი ცხოვრობს: ეს ფუქსავატი და თავქარიანი ხალხია. ზოგიც – მხოლოდ მომავლით: ასეთი ადამიანები მოშიშარნი და მფრთხალნი არიან. იშვიათად თუ ინარჩუნებს ვინმე ზომიერებას. ის ვინც მომავლით ცხოვრობს, ყოველთვის ხელიდან უსხლტება აწმყო, ისე რომ ვერ ასწრებს რეალობით ტკბობას.

უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ აწმყოა რეალური, მომავალი კი თითქმის სულ მუდამ სხვანაირია, ვიდრე ჩვენ გვგონია ან წარმოგვიდგენია.

მხოლოდ აწმყოა ნადვილი და ჭეშმარიტი. ამიტომ ნუ მოვიწამლავთ გონებას წარსულში მომხდარი საზარელი ამბებითა და აუხდენელი ოცნებებით.

“ახალ სიცოცხლედ მიითვალე ყოველი ახალი დღე” (სენეკა)

უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ ერთხელ დგება და აღარასდროს განმეორდება.

ჩვენ ისე ვიტოვებთ უკან ბედნიერ დღეებს, რომ ვერც კი ვამჩნევთ მათ და მხოლოდ მძიმე პერიოდი როცა გვიდგება მაშნ გვახსენდება და გვენატრება ისინი. როცა ცხვირჩამოშვებულნი და დაღვრემილ-დაძმარებულნი ვართ ისე გვისხლტება ხელიდან ლამაზი და სანუკვარი წამები, რომ ვერც კი ვასწრებთ იმ სიამით ტკბობა. იმის ნაცვლად, რომ სათანადოდ დავაფასოთ ასე თუ ისე ასატანი, თუნდაც ძალიან ჩვეულებრივი აწმყო, გულგრილად ვემშვიდობებით მას. იმასაც კი ვცდილობთ თავიდან მოვიცილოთ და მალე გავეცალოთ რეალობას. მაგრამ აწმყო დაუყოვნებლივ გადადის წარსულში.

ყოველგვარი შეზღუდვა ხელს უშლის ჩვენს ბედნიერებას.

ჩემი მიზნებისა და ურთიერთობის ჰორიზონტი სულ უფრო და უფრო ფართოვდება.
არასოდეს არ იქნება ბედნიერი ის, ვინც იტანჯება იმის გამო, რომ სხვა მასზე ბედნიერია.

გამოგზავნი/ავტორი:ლელა გულიშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Comments are closed.