დრეიკის განტოლება: არამიწიერი ცივილიზაციების ძიება

0

რამდენიმე ზოგადი მონაცემი

არსებობს არამიწიერი ცივილიზაციების ძიებისა და მათთან კონტაქტში შესვლის პროექტი „SETI” (Search of Extraterrestrial Intelligence). პროექტი 1959 წლიდან არსებობს. მისი ძიება დაფუძნებულია რადიოტალღების მოსმენაზე, რომლებსაც, შესაძლებელია, კოსმოსიდან სხვა ცივილიზაციები აგზავნიდნენ. თვითონ დრეიკი ამას ჯერ კიდევ მაშინ თვლიდა მაღალტექნოლოგიური საზოგადოების მანიშნებლად და ასევე, არამიწიერი ფორმების ძიების ყველაზე მისაღებ და გონივრულ საშუალებად.

500 სინათლის წლის მანძილზე, ნებისმიერი სიგნალის აღმოჩენის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია,  ანუ 500 სინათლის წელიზღვარია, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია რაიმე სიგნალის აღმოჩენა. აქედან გამომდინარეობს ის, რომ მუდმივი სიჩუმე, რომლებსაც პოულობენ რადიოტელესკოპები, არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროში სხვა სიცოცხლე არ არსებობს.

1961 წელს, ფრენკ დრეიკმა შექმნა განტოლება, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სავარაუდო უცხოპლანეტური ცივილიზაციების რაოდენობის შეფასება ჩვენს გალაქტიკაში, რომელსაც „რძის გზას“ვუწოდებთ.

დრეიკის განტოლება

N = R * Fp * Ne * Fl * Fi * Fc * L, სადაც:

N არის გონივრული ცივილიზაციების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან კონტაქტში შემოსვლისთვის.

R-ვარსკვლავების რაოდენობა, რომლებიც წელიწადის განმავლობაში „რძის გზაზე“ ჩნდებიან.

Fp- ვარსკვლავების რაოდენობა, რომლებსაც ორბიტებზე პლანეტები აქვთ.

Ne-იმ პლანეტებისა და მათი თანამგზავრების რაოდენობა, რომელთა პირობები ხელსაყრელია სიცოცხლის წარმოშობისთვის.

Fl-სიცოცხლის წარმოშობის ალბათობა იმ პლანეტაზე, რომელსაც აქვს ხელსაყრელი პირობები.

Fi-გონივრული ფორმების წარმოშობის ალბათობა იმ პლანეტებზე, სადაც, საერთოდ, შესაძლებელია სიცოცხლე.

Fc- პლანეტების რაოდენობების შესაბამისობა, სადაც სიცოცხლის გონივრულ ფორმებს შეუძლიათ კონტაქტზე გამოსვლა და ეძებენ მას, იმ პლანეტების რაოდენობასთან, სადაც საერთოდ არსებობს გონივრული ფორმები.

L- დრო, რომლის განმავლობაში გონივრული ფორმები არსებობენ, შეუძლიათ კონტაქტზე გამოსვლა და სურთ ეს.

დრეიკის განტოლების ანალიზი

დრეიკის განტოლების განხილვისას, ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ N-ის მნიშვნელობის ზუსტი დადგენა შეუძლებელია. მითუმეტეს. თუ მარცხნიდან მარჯვნივ შევხედავთ განტოლებას, ყველა სიდიდის შეფასება უფრო და უფრო აბსტრაქტული ხდება. თუმცა. ეს განტოლება მარტო რიცხვებით არ უნდა შევაფასოთ. ზოგი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ მოცემული ფორმულა გარკვეული ორგანიზაციების ზემოქმედებაა ადამიანების უმეცრებაზე. თუკი განვიხილავთ არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის ჰიპოთეზას მხოლოდ მათემატიკური თვალსაზრისით, მაშინ კითხვაზე პასუხის მიღება შეზღუდული ხდება.სიდიდე L არის ყველაზე მნიშვნელოვანიამ განტოლებაში. ადამიანს არ შეუძლია, იცოდეს, რა დროის განმავლობაში არსებობს ტექნოლოგიურად განვითარებულიცივილიზაცია.

არამიწიერი ცივილიზაციის ძიება მხოლოდ რადიო ტალღებისმოსმენით მცდარი იქნებოდა. ფორმულის შემდეგი სუსტი ადგილი არის იმ პლანეტების რაოდენობა, სადაც სიცოცხლის გონივრულ ფორმებს შეუძლიათ განვითარება. ვარაუდებით, მათი რაოდენობა უნდა იყოს 10 ათასის ფარგლებში ჩვენს გალაქტიკაში. თუმცა, დღესდღეობით ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. და ეს კითხვა პასუხგაუცემელი მანამდე დარჩება, სანამ ერთ-ერთ პლანეტაზე მაინც არ აღმოაჩენენ სიცოცხლის დადასტურებას.

გარდა ამისა, დრეიკის განტოლება არ ითვალისწინებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა გალაქტიკის ასაკი და ქიმიურ-მექანიკური პარამეტრები, მაგალითად: გარკვეული ელემენტების არსებობა, რომლებიც აუცილებელია პლანეტის ფორმირებისა და სიცოცხლის წარმოშობისთვის. რამდენიმე სპეციალისტის თანახმად, დრეიკის განტოლება ითვალისწიენებს არა დინამიკურ სამყაროს, არამედ გარკვეულ კოსმოსურ მუდმივობას.

დღეისათვის, ასტრონომებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 2 ათასი ეგზოპლანეტა, ხოლო მზის მსგავსი ვარსკვლავების საერთო რაოდენობა 40%-ზე მეტს შეადგენს. კვლევების ბოლო 20 წლის მანძილზე, აღმოჩნდა, რომ „რძის გზაზე“ შეიძლება არსებობდეს მილიარდი პლანეტა, რომელზეც სიცოცხლე ექსტრემალურ პირობებშია შესაძლებელი. მაგალითად: ნახშიროჟანგის მაღალი მაჩვენებლის დროს, 10000 მეტრის სიღრმეზე და გოგირდის მჟავაშიც კი.

შეცდომების მიუხედავად, დრეიკის განტოლებამ მაინც დიდი გავლენა იქონია ადამიანების აზროვნებაზე. ის ასტრობიოლოგიური მეცნიერების შექმნის ამოსავალ წერტილადაც იქცა.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply