Connect with us
დოსტოევსკი

ცნობილი გამონათქვამები

დოსტოევსკის 25 მთავარი ციტატა

გთავაზობთ დოსტოევკის 25 გამორჩეულ ციტატას:

1. ცხოვრება ცხოვრების აზრზე მეტად უნდა გიყვარდეთ.

2. თავისუფლება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ არ შეიკავო თავი, არამედ იმაში, რომ საკუთარი თავის კონტროლი შეგეძლოს.

3. ყველაფერს აქვს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ: რადგანაც გადაკვეთის შემთხვევაში, უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება.

4. ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, მის მიღწევაშია.

5. არავინ გადადგამს პირველ ნაბიჯს, რადგანაც თვლის, რომ ის არ იქნება საპასუხო.

6. თავისი ტანჯვით რუსი ხალხი,თითქოსდა, ტკბება.

7. ცხოვრება იგუდება მიზნის გარეშე.

8. შეწყვიტო წიგნების კითხვა- ნიშნავს, შეწყვიტო აზროვნება.

9. არ არსებობს ბედნიერება კომფორტში, ბედნიერება იყიდება ტანჯვით.

10. მოსიყვარულე გულში ან ეჭვიანობა კლავს სიყვარულს, ან სიყვარული – ეჭვიანობას.

11. ადამიანის განადგურებისთვის ძალიან ცოტა რამაა საჭირო: უბრალოდ უნდა დაარწმუნოთ, რომ საქმე, რომელსაც აკეთებს, არავის სჭირდება.

12. ჩემო მეგობარო, გახსოვდეს, რომ ჩუმად ყოფნა კარგი, უსაფრთხო და ლამაზია.

13. მწერალი, რომლის ნაწარმოებს არ ჰქონდა წარმატება, ადვილად ხდება მწარე კრიტიკოსი: ასე სუსტი და უგემოვნო ღვინოშესაძლოა, გახდეს შესანიშნავიძმარი.

14. ადამიანი ჭკვიანია, თუმცა ჭკვიანად მოქცევისთვისმარტო ტვინი არაა საკმარისი.

15. თუ შენ მიეშურე მიზნისაკენ და გზაში ჩერდები, რათა ესროლო ქვა ყოველ მყეფ ძაღლს, მაშინ ვერასდროს მიაღწევ მიზანს.

16. საოცარია, რისი გაკეთება შეუძლია მზის ერთ სხივს ადამიანის სულისთვის.

17. ადამიანს თვალი-თვალზე უნდა ელაპარაკო… რათა სული იკითხებოდეს სახეზე, რათა გული ჩანდეს სიტყვებში. ერთი თავდაჯერებულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ათობით დაწერილი ფურცელი.

18. სული იკურნება ბავშვებთან ყოფნით.

19. ვისაც სარგებლის მოტანა სურს, ის შეკრული ხელებითაც ბევრ სიკეთეს გააკეთებს.

20. სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს.

21. სინამდვილეში, როდესაც ლაპარაკობენ ადამიანის „ცხოველურ“ სისასტიკეზე, ეს ძალიან არასამართლიანია ცხოველების მიმართ: ცხოველი ვერასდროს იქნება ადამიანივით სასტიკი, – ასე არისტოკრატულად, ასე ხელოვნურად სასტიკი.

22. დიდებმა არ იციან, რომ ბავშვს, თუნდაც ყველაზე რთულ საქმეში, შეუძლია, მისცეს მნიშვნელოვანი რჩევა.

23. არ „დაანაგვიანოთ“ თქვენი მეხსიერება წყენებით, თორემ მშვენიერი მომენტებისთვის ადგილი არ დარჩება.

24. მე მინდა თუნდაც ერთ ადამიანს ველაპარაკო ისე, როგორც საკუთარ თავს.

25. ადამიანი, რომელსაც ჩახუტება შეუძლია, კარგი ადამიანია.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ცნობილი გამონათქვამები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ