„დისნეის“ საიდუმლოს ფსიქოლოგიური ასპექტები

1

„დისნეის“ შექმნილი მულტფილმები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. რა არის ამის მიზეზი? საიდუმლო არც ისე რთული ამოსახსნელია, თუ ფსიქოლოგიას დავუკავშირებთ . ალფრედ ადლერის კონცეფციიაზე დაყრდნობით „დისნეის“ სცენარისტებმა რამოდენიმე მარტივი მაგალითი გამოკვეთეს, რომელიც კომპანიის თითქმის ყველა პროექტში გამოიყენება.

1. მულტფილმის გმირებმა დასძლიეს არასრულფასოვნების კომპლექსი და შეებრძოლენ უძლურებას.

11

ყველა ბავშვი , სხვადასხვა ფორმით განიცდის არასრულფასოვნების კომპლექსს. რაც ბავშვის პატარა მოცულობით, არასაკმარისი ძალებით და გამოცდილების ნაკლებობით აიხსნება. ამასთან, ისინი დამოკიდებულები არიან უფროსებზე, რაც იწვევს უსუსურობის განცდას. ბავშვებს არ ძალუძთ ამოირჩიონ საქმინობა, ვის შეხვდნენ , როგორ გაატარონ დრო , ყოველი მოქმედება კონტროლდება დომინანტი უფროსისგან :

„გაიხეხე კბილები“
„ჭამე წვნიანი“
„დაიძინე“
„თბილად ჩაიცვი“
„იმეცადინე“
„გამორთე ტელევიზორი“
„წადი სკოლაში“

მუდმივი მითითებები იმდენად ავსებენ ბავშვის ცხოვრებას, რომ დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალიზმისთვის, სულ არ რჩებათ დრო. ამიტომაც ბავშებს მოსწონთ პატარა სიმბა „მეფე ლომიდან“ (1994), რომელმაც დაძლია უსუსურობის განცდა და დაამაცხა „ბოროტი ბიძა“.

2. ობოლის გმირად ქცევა

ბავშვისთვის გმირი – ეს არის ბავშვი რომელიც მოულოდნელად განთავისუფლდა მჩაგვრელი დომინანტი უფროსისგან . ისტორია იწყება სურვილის შესრულებით : მულტფილმის გმირი ბავში თავისუფლდება მშობლებისგან და ტკბება დამოუკიდებლობით . პინოქიო (1940) გარბის სახლიდან რათა გახდეს მსახიობი. ხოლო დამბო (1941) დამოუკიდებლად უნდა დამკვიდრდეს ცირკის ქაოტურ სამყაროში. მაუგლის არასდროს უნახავს თავისი მშობლები . სიმბა , „მეფე ლომიდან“ მიდის ტყეში მარტო. მოსე „ეგვიპტის პრინცი“ (1998) კონკია , ფიფქია – ყველა ეს გმირი ობოლია.

dumbo

ბავშვებში ობლობის გაუცნობიერებელი სურვილი , შეიძლება გაჩნდეს სხვადახვა მიზეზით. ზოგისთვის – ეს არის მშობლების დასჯის მცდელობა მათი სიმკაცრის გამო. სხვებისთვის – დომინანტი და გავლენიანი მშობლებისგან განთავისუფლების გადაულახავი მოთხოვნილება, ან დამოუკიდებელი ინდივიდის ჩამოყალიბების სურვილი, რომელსაც მშობლებთან არაფერი საერთო არ ექნებოდა და ა.შ. ძალიან ხშირად ბავშვი , ფანტაზიებში წარმოიდგენს, რომ ის ცხოვრობს დედინაცვალთან ერთად. პრინცესა – გმირები როგორებიც არიან კონკია, ფიფქია ასევე ცხოვრობენ ბოროტ დედინაცვლებთან ერთად , მძინარე მზეთუნახავი გაზარდეს ნათლია ფერიებმა .ისეთი გმირები კი , როგორებიც არიან , ლუკი, ართური, მოსე,

ჰერაკლი ასევე იზრდებოდნენ სხვა ოჯახებში , რადგან მათი მშობლები ღმერთები და მეფეები იყვნენ. ბავშვები ხშირად იგონებენ მატერიალურად შეძლებულ ოჯახებს სადაც გარანტირებულად ექნებოდათ სხვა, მხიარული ცხოვრება და რომელიც იქნებოდა რადიკალურად განსხვავებული მოსაწყენი რეალობიდან .

ალფრედ ადლერმა , მოღვაწეობა დაიწყო როგორც ზიგმუნდ ფროიდის იდეების გამგრძელებელმა, მაგრამ მათი შეხედულებები გაიყო, მას შემდეგ რაც მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, დათრგუნული სექსუალური ლტოლვების გავლენა ფსიქიკაზე. ადლერმა განაცხადა რომ არასრულფასოვნების განცდა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე მაგალითად „ოიდიპოსის კოპლექსი.“

ნამდვილი მშობლებისგან განთავისუფლების შემდეგ , მულტფილმის გმირები პირველ რიგში იგებენ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას: მათ უყვართ თავიანთი ოჯახი და ენატრებათ სახლი. ისინი აცნობიერებენ, რომ სახლი იქაა სადაც გულია, დედ-მამის „ტირანული“ დამოკიდებულება კი – სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატულებაა. ამ მომენტისთვის მიზანიც ნათელია, გმირმა უნდა იპოვოს გზა რომელიც სახლში დააბრუნებს.

3. ბავშვები, როგორც ოჯახისა და მშობლების მხსნელები

hakuna

ბავშისთვის დედ-მამა ჩემპიონები არიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ ქუჩაში გასვლა,რათა დაამარცხონ დრაკონი და გადაარჩინონ ოჯახი. უფროსი – მცველი, ხოლო ბავშვი კი დაუცველი მსხვერპლია. მაგრამ ბავშურ ფანტაზიებში სწორედ ისინი გვევლიანებიან არაბუნებრივი ძალიათ დაჯილდოვებულ არსებებად. ზუსტად ბავშებს შეუძლია დაამარცხონ დრაკონები, გააძევოს კუდიანი დედაბერი, შეიპყროს „შავი მხედარი“ და გაანადგუროს ყველა ბოროტი არსება. მშობლები – ბავშურ ფანტაზიებში, უძლურები, დაუცველები არიან, მხოლოდ გმირ ბავშვს შეუძლია მათი შველა გარდაუვალი დაღუპვისგან. თემა, როდესაც ბავშვი იხსნის მსოფლიოს / ოჯახს დაღუპვისგან მუდმივად გვხვდება დისნეის სიუჟეტებში. პინოქიოს მოგზაურობა დასრულდა მაშინ, როდესაც მან გადაარჩინა მამა ჯეპეტო ,სიმბამ გადაარჩინა მთელი საგვარეულო და ჯუნგლები ბოროტი ბიძის ტირანიისგან. ხოლო „ჯაშუშ ბავშვების“ ყოველ სერიაში ბავშები იხსნიან მშობლებს და სამყაროს (2001. 2002. 2003. 2011)

4. დაეხმარე ბავშვის გმირს გადაარჩინოს მშობლების ქორწინება

the-parent-trap

ბავშვის სამყარო დიდი არ არის, მთელი ბავშური გალაქტიკა დამოკიდებულია მშობლების ურთიერთკავშირზე. ფილმში „მახე მშობლებისთვის“ (1961 . 1998) ბავშური რეალობა გადარჩენილია მაშინვე როგორც კი აღსდგა ოჯახის მთლიანობა. სამყაროს გადარჩენის მაგიერ ბავშვი ხელს უწყობს მშობლების ქორწინების აღდგენას, რაც მისთვის სამყაროს გადარჩენის ექვივალენტურია.

5. დაამატეთ სიუჟეტს ცხოველები და უსულო საგნები

bambi2

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ადამიანური თვისებებით დაჯილდოვებული ცხოველები და უსულო საგნები . ამიტომაც ბევრი საბავში ისტორია გვიყვება ცხოველ გმირებზე : „ბემბი“ (1942) „ჯუნგლების წიგნი“ (1967) „ლედი და მაწანწალა“ (1955) „101 დალმატინელი“ (1951. 1996) „მეფე ლომი “. ბავშვებს ასევე მოსწონთ საკუთარი თავის პროექცირება საოცარ, არარსებულ, ან უსულო საგნებთან, მაგალითად მონსტრებთან „მონსტრების კორპორაცია“ (2001) „სათამაშიოების ისტორია“ (1995) საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, ან ავეჯთან „მზეთუნახავი და ურჩხული“ (1999) შესაძლებლობა , ბავშვისთვის, თავი იგრძნოს უსულო საგნად , ფასდაუდებელი განცდაა, შესაძლოა მოხდეს რაც კი გულს გაუხარდება.

6. დაე „ბოროტებმა“ პერსონაჟებმა და გმირის მეგობრებმაც გადალახონ არასრულფასოვნების კომპლექსი

QueenSnowWhite

ჩვეულებრივი მომენტია, არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარე იბადება ლიდერობის სურვილი. ასეთი ჰიპერკომენსაცია რა თქმა უნდა პათოლოგიაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ლიდერობის კომპლექსში“ გადაიზრდება. რაც იწვევს პიროვნულ აშლილობას და ადამიანი განიცდის სხვისი დამცირების, ლიდერობის დაუოკებელ სურვილს .

სუპერბოროტი გმირები ფილმებსა და მულტფილმებში ხშირად მუტანტური, ან დეფორმირებულები არიან. ჯოკერი „ბეტმენიში“, მწვანე გობლინი „ადამიან ობობაში“ დედინაცვალი „ფიფქია და 7 ჯუჯაში“ ყველა ეს პერსონაჟი ძალიან მახინჯია. მათი ფიზიკური ნაკლი აყალიბებს არასრულფასოვნების კომპლექსს როგორც ვახსენე სწორედ ბოროტების, დამცირების , სხვისი წამების დაუოკებელი გრძნობა – არასრულფასოვნებით არის გამოწვეული, რაც საკუთარი თავის მიმართ სირცხვილის და ზიზღის განცდის ერთგვარი დათრგუნვაა.

იგივე მომენტია შეიძლება დავაფიქსიროთ მწვრთნელების მხრიდანაც , მაგალითად როდესაც ისინი ყველა ძალის გამოყენებით უბიძგებენ საკუთარ გუნდს გამარჯვებისკენ – ამით საკუთარი შეუმდგარი კარიერით გამოწვეული კომპლექსის კომპენსირებას ახდენენ.

შვიდმა ჯუჯამ უნდა გადალახოს საკუთარი სიმაღლით გამოწვეული კომპლექსი და შეებრძოლონ ბოროტ დედოფალს ფიფქიას დასაცავად. მოლაპარაკე თაგვებმა კი უნდა დაივიწყონ კატის შიში რათა იხსნან კონკია და ა.შ.

7. გმირი დააბრუნება სახლში , ოჯახში .

ბავშვთა გმირების მოგზაურობა ძირითადად მათი სახლში დაბრუნებით სრულდება.

pinochio

ყველა ბავშვი თავს ცოტათი „არანამდვილად“მიიჩნევს, რადგანაც უფროსები მუდმივად ზღუდავენ მათ თავისუფლებას. ბავშური ფანტაზია „“ოდესმე გაიზარდონ“ და დატკბნენ ნანატრი თავისუფლებით ეჯაჭვება პინოქიოს სურვილს „გახდეს ნამდვილი ბიჭუნა“. გმირის ისტორია იწყება მაშინ, როდესაც ის შორდება მამას, რომელმაც პინოქიოს სხეული შექმნა. მულტფილმის მსვლელობისას პინოქიოს მიზანია – დაუბრუნდეს თავის შემქმნელს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია სულიერ დედასთან – ცისფერ ფერიასთან კავშირია, ქალღმერთთან რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა.

ბოლოს პინოქიო გადაიქცევა ნამდვილ ბიჭუნად და ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის სახლში დაბრუნდება.
ბავშვის ფანტაზიის დაპყრობით თქვენ იპყრობთ მის გულს. კომპანია „დისნეიმ“ მთელი იმპერია შექმნა იმის წყალობით, რომ ბავშვები უფროსების მიერ კონტროლირებად სამყაროში თავს უსუსურად გრძნობენ, ხოლო „დისნეის“ გმირების მოგზაურობა სიმბოლურად ასახავს მათ მიერ განცდილ სირთულეების და ცხოვრებისეულ გამოცდების გადალახვას. ამგვარად, „დისნეი“ იძენს ერთგულ მაყურებელს, მულტფილმები თვითიდენტიფიკაციის განუყრელი ნაწილი ხდება. დისნეის ლოგოს გახსენება უფროსებსაც კი ბავშურ მოგონებებს უღვიძებს, ბავშური უმანკოების განცდით.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

კლინიკური ფსიქოლოგი, დანტე ალიგიერის საქართველოს კომიტეტის არტ თერაპევტი.

Leave A Reply