დირექტორის არაჩვეულებრივი წერილი მოსწავლეებს

2

ორშაბათს, 14 ივლისს, ლანკაშირის სკოლის დირექტორმა, რეიჩელ ტომლინსონმა, სკოლის მოსწავლეებს წერილი მისწერა, რომელიც ამ რამოდენიმე დღეში ინტერნეტ-სენსაციად იქცა და მასზე ისეთმა ცნობილმა ჟურნალებმა დაწერეს, როგორებიცაა telegraph-ი, dailymail და bbc-ი. რეიჩელი 6 წელია, რაც აღნიშნულ სკოლას ხელმძღვანელობს.

ისწავლეთ რომ გიყვარდეთ, გიყვარდეთ, რომ ისწავლოთ.

“ძვირფასო ჩარლზ ოუენ,

წერილის ბოლოს KS2 ტესტის შედეგებს იხილავთ. ჩვენ ამაყები ვართ თქვენით, რადგან თქვენგან უდიდესი მონდომება დავინახეთ – თქვენ რაც შეგეძლოთ ყველაფერი გააკეთეთ ამ მძიმე კვირის განმავლობაში.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ტესტები ყოველთვის არ მოიცავს იმას, რაც თითოეულ თქვენგანს გამორჩეულ და უნიკალურ პიროვნებად აქცევს. ადამიანებმა, რომელთაც ეს ტესტი შექმნეს და აფასებენ მათ, არაფერი იციან თქვენს შესახებ. მათ არ იციან რას აკეთებენ თქვენი მასწავლებლები, არ იციან მე რისი იმედი მაქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ იციან თქვენი ოჯახების შესახებ. მათ არ იციან, რომ უმეტესი თქვენგანი ორ ენაზე საუბრობს. მათ არ იციან, რომ შეგიძლიათ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ცეკვა და ხატვა. მათ არ იციან, რომ მეგობრებს თქვენი იმედი აქვთ, არ იციან რომ თქვენ ღიმილს შეუძლია ყველაზე საშინელი დღეც გაანათოს. მათ არ იციან, რომ წერთ ლექსებს და სიმღერებს, თამაშობთ ან მონაწილეობას იღებთ სპორტულ სანახაობებში, ფიქრობთ თქვენს მომავალზე, ან ხოლმე საკუთარ პატარა დას ან ძმასაც უვლით სკოლის შემდეგ.

მათ არ იციან, როგორი ლამაზი ადგილები გაქვთ ნანახი, თუ როგორ გიყვართ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის ტარება – რომ შეგიძლიათ მოყვეთ არაჩვეულებრივი ისტორიები. მათ არ იციან, რომ სანდოები, კეთილები და გონიერები ხართ და ყოველდღიურად ცდილობთ საუკეთესოები იყოთ. შეფასებები, რომლებიც მიიღეთ შეიძლება მართლაც ნიშნავდეს რამეს, მაგრამ ის ყველაფერს არ ამბობს.

ასე რომ, ისიამოვნეთ თქვენი შედეგებით, იამაყეთ მათით, მაგრამ გახსოვდეთ, ცხოვრებაში ბევრი გზა არსებობს, რომ ჭკვიანი იყოთ.”

თარგმანი: 4motivi.com

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

  1. სამწუხაროდ და სავალალოდ სრულიად დაპირისპირო და საგანგაშოა დღევანდელი მოცემულობა საქართველოს საჯარო სკოლაში: მასწავლებელი შეშინებული(უფრო მეტი – დათრგუნული) თავისი უვიცობის გადასაფარად ყველაფერს რომ იკადრებს, მაგალითად:არაფრად დაგიდევს დააინტერესა თუ არა მოსწავლე საგნით, აღარაფერს ვამბობ მის(მოსწავლის) მიმართ სულიერების ამაღლების ვალდებულებაზე. დაზეპირების ხარჯზე ჩაბარებული უნარ-ჩვევებით მიღებული სერთიფიკატით , ფოკუსირებულია მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე. (ხელფასის არ დაკარგვაზე, რომლითაც უკმაყოფილოა და თან არ უნდა დაკარგოს) სამაგიეროდ იმ ენერგიას, რაცაც ბავშვებს უნდა ახარჯავდეს სკოლაში, სახლში კერძო გაკვეთილებზე დახარჯავს და იქიდან მიღებული ანაზღაურებით საკუთარ შვილს, “ეგღა აკლია საჯარო სკოლაში ასწავლოს”. ეს ჩვენც ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია, რომ ბავშვი კერძო მასწავლებელთან ვამეცადინოთ, ანუ ჩვენი ხელფასიდან საჯარო მასწავლებლის ხელფასიც ვიხადოთ და კერძო მასწავლებლისაც. რატომ? ანუ “გაგოიმებული ვართ ამ ეტაპზე”
    კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი….

  2. ყველას არ ვგულისხმობ, არიან გამონაკლისები. ანუ პედაგოგები (კარგი მასწავლებლები) ახლა უმცირესობაში დარჩნენ, ადრე პირიქით უმრავლესობაში იყვნენ, შედეგიც სახეზეა…

Leave A Reply