დილის პოზიტივი – ზღვის სანაპიროდან !

0
 დილის 7 საათია. ადრიანად გავიღვიძე, რადგან არ მინდა მზის ამოსვლა გამომეპაროს. ჩემი სასტუმროდან ულამაზესი ხედი იშლება. როგორც ფილმებში მინახავს სწორედ ისეთი ლამაზი და კამკამაა ზღვა. ტალღები ნაპირს ფრთხილად უახოვდებიან, მაგრამ ზღვა მაინც ჰგავს ოკეანეს თავისი სიღრმით და უსასრულობით.. ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა ჟურნალისთვის რეპორტაჟი ბათუმიდან. მაინტერესებდა როგორ იღვიძებდა ზღვის ქალაქი. ახლა აქ ვარ. რამდენიმე დღით ისე ვიცხოვრებ როგორც ფილმებში მინახავს. დავწერ წერილებს და გემებს გავატან ადამიანებთან. ისინი, ხომ ისე მომხიბვლელად დასცურავენ ზღვაში, სხვა გზა არ გაქვს აუცილებლად უნდა გააყოლო შენი სათქმელი. ნაპირზე დაფრინავან თოლიები. ვგიჟდები ისე მიყვარს მათი ყურება. ბედნიერი ვარ რომ ასეთი ლამაზი დილა გათენდა. მე ხომ ყოველთვის ვოცნებობდი მქონოდა პატარა სახლი ზღვის ნაპირას, მყოლოდა ჩემი ოჯახი და მათთან ერთად ვყოფილიყავი ბედნიერი.
ამოცურდა მზე და ქალაქმაც გაიღვიძა. აფუსფუსდნენ ადამიანები. საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი ქალები და ბავშვები გასაბერი რგოლებით სანაპიროსკენ მიიჩქარიან. ნაპირზე რამდენიმე ლაუნჯია, ზუსტად ისეთი როგორც ფილმებში მინახავს, მეც თეთრი სარაფანი მაცვია და ანანასის კოქტეილს მივირთმევ. მზეს ვცდილობ თვალებში ვუყურო, მაგრამ მზე ჩემზე გაცილებით მშვენიერია.
ყოველთვის ვოცნებობდი ზღვის ნაპირას წავსულიყავი და საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი. საკუთარი ყურით გამეგონა მართლა ჩურჩლებს ზღვა თუ უბრალოდ ასე ადამიანები ფიქრობენ.ვიპოვე კიდეც პაწაწინა ნიჟარა სანაპიროზე და შემდეგ ულამაზესი ხმები მოვისმინე. დიახ, მართლაც აქვს მოსაყოლი ზღვას. ამბობს რომ “სამყარო სილამაზისთვის არის გაჩენილი. ადამიანები კი სამყაროს კიდევ უფრო ალამაზებენ. ჩემზეც იგივეს თქმა შეიძლება, როცა ზამთარია მცივა, ზაფხულში კი როცა ადამიანები მოდიან ჩემს ნაპირას და ირუჯებიან, მეც ბედნიერი ვარ. თუმცა ცივ ამინდში თუ ვინმე მოისურვებს ჩემს ნაპირას ყოფნას, მისი სათქმელი ისე მხვდება გულზე, რომ არასდროს ვივიწყებ მათ ნათქვამს. ზამთარში მოწყენილები არიან ადამიანები, თუმცა ზაფხულში პირიქით – მხიარულობენ და ერთობიან. ასეთ დროს ადამიანები ძალიან კარგები და ლაღები არიან.”
  წერას ვამთავრებ. ძალიან ბევრ პოზიტივს გიგზავნით ნიჟარებთან ერთად ჩემო მკითხველებო. გაიღიმეთ,ცხოვრება ყველას თანაბრად გვჩუქნის ლამაზ დღეებს. ადამიანი ყველგან შეიძლება იყოს ბედნიერი. ზოგჯერ ზღვის ნაპირას,როცა სანაპიროს მიუყვება ფეხით.ზოგჯერ მთაში,როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებს,ზოგჯერ როცა საყვარელ ადამიანი ყავს გვერდით და უბრალოდ მაშინაც კი, როდესაც დილით მიირთმევს ყავას და ჩემს დღევანდელ პოსტს კითხულობს.
გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply