“დიდი ხუთეული“ ანუ პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი გოლდბერგისგან

0

პიროვნება – ეს არ არის რთულად აღსაქმელი ტერმინი, უმრავლესობისთვის გასაგებია. ის არის, რაც ჩვენ „ჩვენად“ გვაქცევს, მოიცავს ყველა თვისებას, დამახასიათებელ ფაქტორებს და ახირებებს, გამოგვარჩევს ყველა დანარჩენისგან. თუმცა მეცნიერების გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით რთულადაა. მოკლედ, პიროვნება – ეს არის თანმიმდევრული სურათი, მდგომარეობის, ცოდნისა და სურვილების (მიზნების), რომლებიც ასტიმულირებენ მოქმედებას. პიროვნება – ესაა ინდივიდუალური განსხვავებები აზროვნების, გრძნობებისა და ქმედებების ხასიათობრივ ფორმებში. ბევრი სხვა განმარტებაცაა, თუმცა რომელ მათგანსაც არ უნდა ვთვლიდეთ შედარებით ზუსტად, მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ რასაც ისინი აღწერენ, გვევლინება ადამიანის აუცილებელ დამახასიათებელ ფაქტორებად. სწორედ ამიტომ იმყოფება აღნიშნული საკითხი შემეცნების ცენტრში.

პიროვნების სხვადასხვა თეორიით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ცდილობენ დაადგინონ – პიროვნების რამდენი შტრიხი არსებობს რეალურად. ადრე გავრცელებილი იყო აიზენკის სამფაქტორიანი და კეტელის თექვსმეტფაქტორიანი თეორიები. თუმცა დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია გოლდბერგის „დიდი ხუთეული“ ანუ პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი.

„დიდი ხუთეული“

ლუის გოლდბერგი, ალბათ, ყველაზე ცნობილი მკვლევარია პიროვნების ფსიქოლოგიის დარგში. მისმა ნოვატორულმა კვლევებმა შეამცირა რაიმონდ კეტელის 16 „ფუნდამენტალური ფაქტორი“  5 ძირითად ფაქტორამდე, რომელიც ემთხვევა 1960-იან წლებში სხვა მეცნიერების მიერ აღმოჩენილ 5 ფაქტორს.

5 ფაქტორი, რომელიც გოლდბერგის აზრით ძირითადია:

  • ექსტრავერსია
  • კეთილმოსურნეობა
  • კეთილსინდისიერება
  • ნევროტიზმი
  • ინტელექტი/გახსნილობა

გოლდბერგის მოდელი პიროვნების შესახებ არ იძლევა ბოლომდე ამომწურავ განმარტებას, თუმცა მეტწილად მოიცავს მასთან დაკავშირებულ ასპექტებს. აუცილებელი არ არის, 5 ფაქტორი თავისთავად წარმოადგენდეს პიროვნების შტრიხებს, მაგრამ შესაძლოა შეესაბამებოდეს ბევრ ურთიერთდამოკიდებულ ნიშანსა და მახასიათებელს.

მაგალითად, დათანხმების კოეფიციენტი მოიცავს გულუხვობას, მეგობრულობას და სითბოს (გამოვლინებები დადებითი კუთხით), აგრესიულობას და გულგრილობას (უარყოფითი კუთხით).

ყველა ეს სახეობა და მახასიათებელი წარმოადგენს უფრო ფართო ფაქტორის “მიმღებლობის” ერთობლიობას, რომელიც მოქცეულია ორ დიამეტრალურად საპირისპირო წერტილს შორის. მაგალითად – ექსტრავერსია მოქცეულია უკიდურეს ინტრავერსიასა და უკიდურეს ექსტრავერსიას შორის დიაპაზონში. იმიტომაა, რომ ადამიანთა უმრავლესობა მოხვედრილია ამ ორ პოლარულ ნიშანს შორის სივრცეში.

ამ ყველაფრის გაგება ზედმეტად რთული საქმეა, ამიტომ განვიხილოთ ყოველი ფაქტორი უფრო დეტალურად. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პიროვნების ყოველი ტიპის აღწერა მცირედით წააგავს ჰოროსკოპს, თუმცა ისინი მიღებულია, მათ შორის პრაქტიკიდან და მისი თანმიმდევრული კვლევებიდან.

ექსტრავერსია

ამ ფაქტორს სპექტრში გააჩნია ჩვენთვის უკვე ნაცნობი ურთიერთსაწინააღმდეგო წერტილები: ექსტრავერსია და ინტროვერსია.

მოიაზრება ის, თუ როგორ იყენებს ადამიანი საკუთარ ენერგიას და როგორ ურთიერთქმედებს სოციუმთან. ექსტრავერტები მოიხმარენ ენერგიას და “ახდენენ გადატვირთვას” სხვებთან ურთიერთობაში, მაშინ როცა ინტროვერტები გარშემო წრესთან ურთიერთობით იღლებიან და მარტოობით ახდენენ ენერგიის აღდგენას.

ექსტრავერსიასთან დაკავშირებული მახასიათებლები (თეორიაში ისინი აღინიშნება ზედსართავი სახელებით): კომუნიკაბელური, დამაჯერებელი, თავშეკავებული, განმარტოებული, ენერგიული, მოლაპარაკე, თავდაჯერებული, მხიარული, მოსიყვარულე, მეგობრული, მშვიდი.

ექსტრავერსიის მაღალი დონის მქონე ადამიანები მიდრეკილნი არიან სოციალური ურთიერთობების ძიებისკენ, სადაც ისინი კამპანიის ცენტრში ექცევიან – ტკბებიან ყურადაღებით. გამოირჩევიან აგზნებადობით და ემოციური თვითგამოხატვის მაღალი დონით. მიდრეკილები არიან თავგადასავლებისა და შემოქმედებითობისკენ. ადამიანები, რომელთაც ექსტრავერსიის დაბალი დონე ახასიათებთ, არიან სიტყვაძუნწები, მშვიდები, ინტროსპექტიულები, თავშეკავებულები, ჩაფიქრებულები, უფრო ტრადიციონალისტები და საკუთარ თავში ებრძვიან აბსტრაქტულ აზროვნებას.

ვისაც ექსტრავერსიის მაღალი დონე აქვს, მეტად აფასებს მიღწევებს და სტიმულებს, ტრადიციებისადმი სიყვარული კი მისგან ნაკლებად სავარაუდოა. ექსტრავერტები ხშირად ჯინიანები, აქტიურები და კომუნიკალურები არიან. ისინი ვალდებულებებს და კეთილსინდისიერებას ერიდებიან მღელვარების და სიამოვნების მიღების ფასად.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაღალი ექსრტავერსია განაპირობებს ლიდერულ თვისებებს, წარმატებას მენეჯმენტსა და ვაჭრობაში. ასევე – პროფესიული გადამზადების ყველა დონეზე.

საზომთა სიმარტივისა და საერთო სტაბილურობის გამო, დროთა განმავლობაში, ექსტრავერსია გვევლინება ეფექტური ფუნქციონირების, კეთილდღეობის, დადებითი ემოციების მიღების და სამუშაოს შესრულებისას თავდაჯერებულობის ამაღლღების წინაპირობად.

კეთილმოსურნეობა 

ეს ფაქტორი ეხება მოვლენას, თუ რამდენად კარგად ამყარებენ ურთიერთობებს ერთმანეთში ადამიანები.

კეთილმოსურნეობასთან დაკავშირებული სახეები:

ალტრუისტული, მიმნდობი, მორიდებული, შემგუებელი, კეთილი, კონკურენტუნარიანი, მანიპულირებადი, მოსიყვარულე, ერთგული, ტაქტიანი, სარგებლის მომტანი, უანგარო, მგრძნობიარე.

მაღალი კეთილგანწყობის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, შეუძლიათ სიყვარული, არიან მგრძნობიარენი და პატივს სცემენ გარშემო წრის საჭიროებებს. ისინი ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში გამოხატავენ თანაგრძნობას, ასევე კეთილგანწყობილნი არიან უცნობებთან მიმართებაში.

 ადამიანები, რომლებიც კეთილმოსურნეობის სპექტრის დაბალ საფეხურზე იმყოფებიან, სხვების მიმართ ნაკლებად გამოხატავენ ნდობას და ნაკლებად უყვართ ისინი. მათ აქვთ მიდრეკილება გულცივობის, უხეშობის, ბრაზის, ანტაგონიზმისა და სარკაზმისკენ. თუმცა, ყველა, ვინც კეთილგანწყობის დაბალი დონით გამოირჩევა, არ არის სასტიკი, უბრალოდ ისინი თბილ გრძნობებს არ იწვევენ.

კეთილმოსურნეობა შეიძლება მოტივირებული იყოს სოციალური ვალდებულებების შესრულებით, დადგენილი ნორმების მიყოლით ან სხვებზე ჭეშმარიტი ზრუნვით.

მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მოტივაცია, ის იშვიათად იქნება გამოწვეული სისასტიკითა და შეუბრალებლობით.

კეთილგანწყობის მაღალი დონის მქონე ადამიანებს, დიდი ალბათობით, ეყოლებათ ბევრი ახლო მეგობარი და ოჯახის წევრებთან ექნებათ კარგი ურთიერთობა. თუმცა არსებობს მცირედი რისკი – გადაჭრით აყენებენ სხვებს საკუთარ თავზე მაღლა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა გაგვექცეს საკუთარი თავის განვითარების, განათლების და წარმატების მიღების შესაძლებლობა.

კეთილსინდისიერება 

კეთილსინდისიერება – ეს სიმპტომია, რომელსაც ახასიათებს საკუთარი იმპულსების კონტროლის ტენდენცია და მოქმედება სოციალურად მისაღები მეთოდებით, რომლებიც ხელს უწყობენ მიზნებისა და რეზულტატების მიღწევას.

კეთილსინდისიერების მახასიათებლებები:

შეუპოვარი, ამბიციური, საფუძვლიანი, დისციპლინირებული, თანმიმდევრული, პროგნოზირებადი, მართვადი, საიმედო, მოხერხებული, შრომისმოყვარე, მდგრადი, ენერგიული, შორსმჭვრეტელი.

ვინც კეთილსინდისიერების მაღალი შკალით განისაზღვრება, დიდი ალბათობით, სკოლასა და კარიერაში წარმატებულია. იკავებს წამყვან პოზიციებს, ჯიუტად აღწევს მიზნებს წინდახედულობისა და ეფექტური დაგეგმარების გზით. კეთილსინდისიერი ადამიანები მიდრეკილები არიან, ყურადღებით მოეკიდონ მცირე დეტალებსაც კი. ფიქრობენ, მათი ქცევა როგორ ზემოქმედებას ახდენს სხვა ადამიანებზე და ყოველთვის ახსოვთ ვადები.

დაბალი კეთილსინდისიერების მქონე ადამიანი მიდრეკილია საქმეების გადადებისკენ. განწყობილია, გაექცეს სიტუაციას, რომელიც პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, იმპულსურია. ეს ფაქტორი დაკავშირებულია უსაფრთხოების ძიებასა და მიღწევასთან, ასევე – ნეგატიურ დამოკიდებულებასთან სტიმულირებისა და შფოთვის გაზრდის საპასუხოდ.

კეთილსინდისიერებით გამორჩეული ადამიანები დადებითად აღიქვამენ წესრიგს, ვალდებულებას, მიღწევებს და თვითდისციპლინას. გააზრებულად განიხილავენ შექმნილ ვითარებას და მუშაობენ კომპეტენციის ასამაღლებლად.

ამ კორელაციის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ კეთილსინდისიერება მჭიდროდაა დაკავშირებული სწავლის შემდგომ სწავლებთან, ეფექტურ მუშაობასა და წარმატებულ კარიერასთან. კეთლსინდისიერება დადებითად არის დაკავშირებული ცხოვრებისეულ დავალებებთან ადაპტაციასთან და თავდაცვითი მოქმედებების გააზრებულობასთან. ზემოხსენებულს მოწმობს მზაობა ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახავად.

ეს ფაქტორი უარყოფით კორელაციაშია დეპრესიასთან, სიგარეტის მოწევასა და ფსიქოტროპული ნივთიერებების არადანიშნულებისამებრ მოხმარებასთან.

კეთილსინდისიერება ოდნავ უარყოფითად მოქმედებს ემოციურ ნევროტიზმთან და დადებითად ემთხვევა კეთილმოსურნეობას, თუმცა პიროვნების დანარჩენ ფაქტორებთან განსაკუთრებული კავშირი არ გააჩნია.

ნევროტიზმი

 ნევროტიზმი – ეს არის “დიდი ხუთეულის” ისეთი ფაქტორი, რომლის მაღალი მაჩვენებელი იწვევს უარყოფით ნიშნებს. ნევროტიზმი არ წარმოადგენს უღირსობის ან არაკომპეტენტურობის მაჩვენებელს, უბრალოდ განსაზღვრავს თავდაჯერებულობისა და ემოციური სტაბილურობის შეგრძნებას.

შტრიხები, რომლებიც ნევროტიზმს უკავშირდება: მოუხერხებელი, პესიმისტი, კაპრიზული, ეჭვიანი, ფეთქებადი, შეშინებული, ნერვიული, შეშფოთებული, მორცხვი, ფრთხილი, თვითკრიტიკული, თვითრწმენის ნაკლებობის მქონე, სახიფათო, არასტაბილური, ზემგრძნობიარე.

ვინც ნევროტიზმის შკალის მიხედვით მაღალ საფეხურზეა, როგორც წესი, განიცდის შფოთს, მოწყენილობას, შიშს და აქვს დაბალი თვითშეფასება.

შეიძლება იყოს ტემპერამენტული და ფეთქებადი. მიდრეკილია ემოციურად გაუწონასწორებლობისა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობისკენ. ნევროტიზმის დაბალ საფეხურზე მყოფი ხალხი, დიდი ალბათობით, თავდაჯერებულად და ენერგიულად გრძნობენ თავს. შესაძლოა იყვნენ გულადები, სტაბილურები და შფოთებისაგან გათავისუფლებულნი.

ნევროტიზმი უარყოფით კავშირშია თვითშეფასებასთან, ადამიანის მთლიან ეფექტურობასთან და დაკავშირებულია დაბალ მოტივაციასთან. გასაკვირი არ არის, რომ ემოციური გაუწონასწორებლობა და სტრესის მიმართ დაუცველობა უარყოფით გავლენას ახდენს სამსახურში წარმატების მიღწევაზე.

ნევროტიზმი ასევე ნეგატიურად მოქმედებს სიგარეტის მოწევის თავის დანებების მცდელობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის ადაპტაციის კუთხით, ნარკოდამოკიდებულების, ალკოჰოლიზმის და ფსიქიკური პრობლემების დროს.

აღმოჩნდა, რომ ნევროტიზმი უარყოფითად მოქმედებს კეთილმოსურნეობისა და კეთილსინდისიერების ფაქტორებთან. დამატებით, სუსტი და არახელსაყრელი ურთიერთკავშირი აქვს ექსტრავერსიისა და გახსნილობის ფაქტორებთან.

საერთო ჯამში, ნევროტიზმის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია ცხოვრებაში დამატებით სირთულეებთან, მავნე დამოკიდებულების, არასასურველი სამუშაოს და ცვლილებებისადმი არაჯანსაღი ადაპტაციის ჩათვლით.

ნევროტიზმის მაღალი დონე არ არის სასჯელი უბედური ცხოვრების სახით. თუმცა მათ, ვინც ამ ჯგუფში მოხვდა, უმჯობესი იქნება თავდაჯერებულობა აიმაღლონ, რთულ პერიოდებში გამოსაყენებალდ შექმნან დამატებითი რესურსები და მოერიდონ ისეთი ნივთიერებების მიღებას, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს.

გახსნილობა/ინტელექტი 

ახალი გამოცდილების მისაღებად გახსნილობა თავის თავში მოიცავს ადამიანის ფსიქოლოგიური ცხოვრების და გამოცდილების სიღრმესა და სირთულეს. ხანდახან ამ ფაქტორს უწოდებენ ინტელექტს ან წარმოსახვას.

ახალი მოვლენების თუ შეგრძნებების აღსაქმელად ღიაობა დაკავშირებულია ადამიანის მზაობასთან, აღიქვას და გაიგოს ახალი მოვლენები, ფლობდეს არასტანდარტული აზროვნების უნარს.

ამ ფაქტორთან დაკავშირებული საერთო მახასიათებლები: ცნობისმოყვარე, გამჭრიახე, მრავალმხრივი, ორიგინალური, ფიგურაციული, მამაცი,  შემოქმედებითი, საინტერესო, მგრძნობიარე, ინტელექტუალი, კომპლექსური.

ადამიანი, რომელსაც გახსნილობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს – ის არის, ვისაც სწავლის მიმართ სიყვარული გააჩნია, სიამოვნებას იღებს ხელოვნებისგან, მონაწილეობს შემოქმედებით ღონისძიებებში და დაკავებულია საკუთარი ჰობით. უყვარს ახალი ადამიანების გაცნობა. ადამიანი, რომელსაც აღნიშნული ფაქტორის დაბალი მაჩვენებელი აქვს, მრავალფროვნებასთან შედარებით უპირატესობას რუტინას ანიჭებს, ნაკლებად ინტერესდება ხელოვნებით და გართობით.

ახალი იდეებისა და არასტანდარტულად აზროვნების უნარის მეშვეობით, პიროვნების მეხუთე ფაქტორი ზრდის იმის ალბათობას, რომ პირი დაიკავებს ხელმძღვანელ თანამდებობას. დაკავშირებულია ისეთ უნივერსალურ ღირებულებებთან, როგორიც არის გარესამყაროსთან ურთიერთქმედება და ტოლერანტობა.

კორელირდება ფართო სპექტრის ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებთან და სიბრძნეებთან, რომელიც დროდადრო იზრდება, ასევე გავლენას ახდენს შემოქმედობითობასა და ორიგინალურ აზროვნებაზე. რაც შეეხება “დიდი ხუთეულის” სხვა ფაქტორებთან ურთიერთქმედებას, გახსნილობა სუსტ კავშირშია ნევროტიზმთან და ექსტრავერსიასთან და უმეტესეწილად არ აქვს კავშირი კეთილმოსურნეობასა და კეთილსინდისიერებასთან.

გახსნილობა/ინტელექტი – ეს არის სახე, რომელიც ნაკლებად სავარაუდოდ შეიცვლება დროთა განმავლობაში, თუმცა დიდი ალბათობით დაეხმარება ადამიანს პიროვნულ ზრდაში. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება აღნიშნული ფაქტორისკენ, უმჯობესია ისარგებლონ თავიანთი უპირატესობით გარესამყაროს კვლევისა და საკუთარი თავის ძიების კუთხით.

“დიდი ხუთეულის” შეფასების სისტემა 

“დიდი ხუთეულის” ფარგლებში არსებობს პიროვნების სახის განსაზღვრის რამდენიმე მეთოდი, თუმცა ყველაზე სანდო და საყოველთაოდ ცნობილი პიროვნების განსაზღვრის ტესტია NEO (NEO-PI-R) და ბოლო პერიოდში ყველაზე გავრცელებული – კითხვარი BIF. თავდაპირველად პიროვნების ტესტი NEO (NEO -PI-R) განიხილავდა 5-დან მხოლოდ 3 ფაქტორს, თუმცა დროთა განმავლობაში განიცადა სრულყოფა და დღესდღეობით პიროვნების ხუთივე ფაქტორს მოიცავს. ყოველ ფაქტორში შედის 6 ასპექტი. შედგება 240 კითხვისგან.

BIF-ისა და NEO-ს კითხვარებს შორის სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ პირველი იყენებს დამატებით მასტიმულირებელ-ფრაგმენტულ წინადადებებს, რომლებმაც თეორიაში ტექსტის ვალიდურობა უნდა გაზარდონ.

ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად საინტერესოა პიროვნების საკითხი ფსიქოლოგიური კვლევებისთვის და რა მარტივად გასაგები შეიძლება იყოს ყოველდღიურობის დონეზე.

კვლევები მეცნიერული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ბევრად რთული საკითხია. მიუხედავად ამისა, ისეთი მოდელები, როგორიც არის “დიდი ხუთეული” გვეხმარება, უფრო მეტი გავიგოთ საკუთარი შინაგანი სამყაროს უნიკალური საზღვრების შესახებ და მიგვითითებს განვითარების მიმართულებას, რა მხარეს მოვახდინოთ ენერგიის და ძალების კონცენტრაცია. საკუთარი ძალების ეფექტურად გამოყენებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის გაგება, თუ რომელია ჩვენი ძლიერი მხარე.

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply