დიდი ოცნების ძალა (ბრუკლინის ხიდის ისტორია)

1

1864 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ კრეატიულ ინჟინერს, სახელად ჯონ როუბლინგს აზრად მოუვიდა, რომ აეშენებინა ხიდი, რომელიც ბრუკლინსა და მანჰეტენს ერთმანეთთან დააკავშირებდა. ექსპერტების შეფასებით ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იყო და როუბლინგს ურჩევდნენ, რომ დაევიწყებინა ამ გიჟური ოცნების შესახებ.

თუმცა მეოცნებე ინჟინერს არაფრის გაგონება არ სურდა და მყარად იდგა საკუთარ აზრზე. მას ერთი ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც გვერდში დაუდგებოდა და მხარს დაუჭერდა. ბევრი იფიქრა,თუ ცოტა იფიქრა, როუბლინგმა თავის ვაჟზე შეაჩერა არჩევანი. ვაშინგტონი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც ინჟინერიაში კარგი განათლება ჰქონდა მიღებული და შესანიშნავ კანდიდატად შეიძლებოდა მიგეჩნიათ.
შვილი დასთანხმდა მამას და მათ ერთად დაიწყეს პროექტზე მუშაობა.მათ უდიდესი შრომისა და ენთუზიაზმის წყალობით მოახერხეს დაფინანსების მიღება და შეუდგნენ თავიანთი ოცნების ხიდის შენებას.

1869 წელი იდგა. პროექტი შესანიშნავად დაიწყო და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა,რომ არა ხიდის შენების პროცესში მოულოდნელად მომხდარი უბედური შემთხვევა, რომლის შედეგადაც მამა–შვილი როუბლინგები მძიმედ დაშავდნენ. ჯონ როუბლინგი მალევე გარდაიცვალა, ხოლო ვაშინგტონს ტვინის გარკვეული ნაწილი დაუზიანდა, რის გამოც აღარ შეეძლო საუბარი და სიარული.

“გიჟი ადამიანები და გიჟური ოცნებები” – ასეთი სათაურის სტატიებით აჭრელდა აშშ–ს ცნობილი ჟურნალ–გაზეთების გვერდები.

რადგან მხოლოდ მამა–შვილმა იცოდა ხიდის აშენების ზუსტი გეგმის შესახებ, ხალხი ფიქრობდა, რომ ეს პროცესი შეწყდებოდა, თუმცა ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ვიდრე ვაშინგტონი ცოცხალი იყო ეს არ მოხდებოდა.

მემგონი უკვე დროა დავუბრუნდეთ ვაშინგტონს. იგი საავადმყოფოს ლოგინზე თვალებგახელილი იწვა და ფიქრის მეტი არაფერი შეეძლო.

ფანჯრიდან მზის სხივებმა შემოანათეს, ნიავმა კი თეთრი ფარდები გვერდზე გასწია, ვაშინგტონმა კრიალა ცას შეავლო თვალი და პირისახეზე მოთამაშე მზის სხივები შეიგრძნო. ბუნების ამ უბრალო საოცრებამ მასში თითქოსდა მიმქრალი სიცოცხლის წყურვილი გააღვიძა და ვაშინგტონმა გაიფიქრა:

“მე ისევ ცოცხალი ვარ და არც არაფერია გვიან”.

გაანალიზა და მიხვდა, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც ფიზიკურად შეეძლო , ერთი თითის მოძრაობა იყო. მაშასადამე ეს თითი უნდა გამოეყენებინა საკუთარი ოცნების ასახდენად ! ამ დროს მისი ხელი მის მეუღლეს ემილის ეჭირა ხელში და ეფერებოდა. თითის ნელი მოძრაობით ვაშინგტონი ემილის ხელს შეეხო და რაღაც ანიშნა…

ძალიან მოკლე ხანში ემილიმ და ვაშინგტონმა კომუნიკაციის თავიანთი მეთოდი შეიმუშავეს და მეუღლის წყალობით ვაშინგტონი თავის ინჟინრებს მითითებებს აწვდიდა. ასევე ვაშინგტონის მითითებით ემილი სწავლობდა უმაღლეს მათემატიკას, ხიდის შენების თავისებურებებს და ა.შ

რაოდენ გიჟურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ინჟინრებიც ასრულებდნენ ვაშინგტონის მიერ ცოლის საშუალებით გადმოცემულ მითითებებს და საოცარია, ის ფაქტიც, რომ ეს პროცესი 11 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ვიდრე 1883 წელს ხიდის შენება საბოლოოდ არ დასრულდა…

დღეს ბრუკლინის ხიდი ამაყად დგას ბრუკლინსა და მანჰეტენს შორის ერთი ადამიანის შეუპოვრობისა და ბრძოლისუნარიანობის წყალობით, იმ ოცნების ტრიუმფის ნიშნად , რომლის ასრულების სურვილმა შეუძლებელი შესძლო, იმ კაცის რწმენის ნიშნად, რომელსაც ნახევარი მსოფლიო გიჟად მიიჩნევდა და იმ სიყვარულის ნიშნად, რის გამოც ერთგული ცოლი 11 წლის განმავლობაში მოთმინებით ასრულებდა ქმრის მიერ გაცემულ მითითებებს…
თემო ბერიშვილი

გაზიარება:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. araperia sheudzlebeli am qvekanaze. rasac vxedavt kvelaperi adamianis mier aris shekmnili, magram amas mxolod isini aketeben visac jeravs sakutari shesadzleblobebis da yovelgavri winaagmdegobis miuxedavat sheupovrad brdzoloben miznis shesasruleblad.

Leave A Reply