დიდი ლიდერის 7 თვისება

0

ალბათ ძალიან დიდი სია გამოგვივა, თუ ლიდერისათვის საჭირო თვისებების ჩამოთვლას დავიწყებთ, თუმცა დღეს მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ 7 უმნიშვნელოვანეს თვისებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც ყველა დიდ ლიდერში შეიძლება აღმოვაჩინოთ. ამასთან კარგი ამბავი ისაა, რომ ეს თვისებები ადამიანს დაბადებისას არ ეძლევა და თუ ფიქრობთ, რომ არ გაგაჩნიათ ისინი, შეგიძლიათ პრაქტიკული რეალიზაციის წყალობით შეიძინოთ.

1. მომავლის ხედვა
ყველა დიდ ლიდერს გააჩნია საკუთარი ხედვა. მათ მომავლის განჭვრეტისა და გაანალიზების შესაძლებლობა აქვთ – ფლობენ ნათელი გეგმას იმისა, თუ რისი მიღწევა სურთ და საით მიდიან.
2. გამბედაობა
გამბედაობა ნიშნავს, რომ გაქვს შესაძლებლობა გასწიო რისკი, იბრძოლო შენი მიზნისათვის, მიუხედავად იმისა, რომ არ იცი რა შედეგს მოგიტანს იგი. არ არსებობს გარანტიები ბიზნესსა და ცხოვრებაში. ყველა გადაწყვეტილებაში, რომელსაც ვიღებთ და ყველა ნაბიჯში, რომელსაც ვდგამთ გარკვეული რისკის ფაქტორი იმალება.
3. ადამიანთა ნდობა
ადამიანთა ნდობის დამსახურება ნებისმიერი ლიდერისთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ფაქტია, ყველა ურთიერთობა ნდობაზე იგება და იმისათვის,რომ ადამიანთა ნდობა მოიპოვოთ საჭიროა თავად ისწავლოთ მათი ნდობა, გულწფელად იზრუნოთ მათზე და იყოთ სამართლიანი მათ მიმართ.
4. თავმდაბლობა
დიდი ლიდერები თავმდაბლები არიან. თავმდაბლობა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხართ ან საკუთარი თავის რწმენა გაკლიათ. პირიქით ეს ნიშნავს,რომ გაქვთ დიდი შესაძლებლობა სხვა ადამიანებშიც დააფასოთ დადებითი თვისებები. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ აღიარება მაშინ როდესაც მტყუანი ხართ, შეგიძლიათ გაანალიზება იმისა, რომ ყველაფრის მცოდნე არა ხართ.
რაც უფრო მეტად თავმდაბალი ხართ, მით უფრო რეალისტური დამოკიდებულება გიყალიბდებათ საკუთარი ცხოვრებისა და პრობლემების მიმართ. ხვდებით, რომ შეგიძლიათ ბევრი რამ ისწავლოთ სხვა ადამიანებისაგან. სიამაყეს არ შეუძლია მოგიტანოთ ის შედეგები, რასაც თავმდაბლობა მოგიტანთ. ეცადეთ აირჩიოთ ეს გზა.
5. სტრატეგიული დაგეგმვა
დიდ ლიდერებს სტრატეგიული დაგეგმვის ჩვევა ახასიათებთ. მათ სიამოვნებთ მომავალზე ფიქრი და მისი დაგეგმვა. ისინი განუწყვეტლივ სვამენ კითხვას “დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რა მოგველის ხვალ?” “რა იქნება სამი, ექვსი და ცხრა თვის შემდეგ?” ალბათ დამეთანხმებით და დღევანდელი კონკურენციის პირობებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა.
6. კონცენტრაცია
ლიდერები მუდმივად ახდენენ კონცენტრაციას მიზნებზე, ადამიანებსა და სიტუაციებზე. მათ მიზანს შედეგის მიღწევა წარმოადგენს და ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ეს ძალა საკუთარ თავსა და სხვებში.
7.თანამშრომლობა
შესაძლებლობა იმისა, რომ ერთ მუშტად შეკრა ადამიანთა გუნდი და მიზნის მისაღწევად გაუძღვე, უდიდესი აქტივია ნებისმიერი მაღალი დონის ლიდერისთვის. ლიდერს ადამიანები მიჰყვებიან არა იმიტომ, რომ “ლიდერს სურს ეს”, არამედ იმიტომ, რომ მისი წამოწყებული საქმის ყველა მონაწილე გმირად გრძნობს თავს და თავად უნდა მისი გაკეთება – დიდი ლიდერის სურვილი სხვა ადამიანების სურვილიც ხდება.
4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply