დედის სიყვარული (შთამაგონებელი ისტორია)

0
ერთ დღეს დედამ თავის პატარა შვილს საოჯახო საქმეებში დახმარება სთხოვა. საღამო ხანს , როდესაც ისინი თითქმის ყველა საქმეს მორჩნენ, შვილი სამზარეულოში მოფუსფუსე დედას მიუახლოვდა და ხელში პატარა ქაღალდი მისცა, რომელშიც ეწერა:

ეზოს დასუფთავებისათვის – 5 ლარი

ოთახის დალაგებისათვის – 2 ლარი

მაღაზიაში საყიდლებზე წასვლისათვის – 0,5 ლარი

სკოლაში კარგი ნიშნების მიღებისათვის – 5 ლარი

პატარა ძმის მიხედვისათვის, მაშინ როდესაც შენ სხვა საქმეს აკეთებდი – 2 ლარი

სულ ჯამში: 14 ლარი და 50 თეთრი.

დედა ღრმად დაფიქრდა. ეტყობოდა, რომ მოგონებები მოაწვა.

რამოდენიმე წამის შემდეგ მან შვილის მიერ მოცემული ქაღალდი გადმოატრიალა და მის უკანა მხარეზე მიაწერა:

შვილო, იმ 9 თვისათვის, რომლის განმავლობაში მუცლით გატარე – არაფერი

იმ ღამეებისათვის, რომელიც შენს სასთუმალთან ლოცვაში მითენებია – არაფერი

თითოეული წვეთი ცრემლისათვის, რომელიც შენს გამო დამდენია – არაფერი

საკვების, ტანსაცმლისა და სათამაშოებისათვის, რომელიც არასოდეს მოგკლებია – არაფერი

შვილო, ჩვენ თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ გამოდის, რომ შენთვის ჩემი სიყვარულის საფასურად გადასახდელი არაფერია . . .

როდესაც შვილმა დედის დაწერილის კითხვა დაასრულა, ცრემლიანი თვალებით შეტრიალდა მისკენ და უთხრა:

დედა მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ და შენი სიყვარულის საფასურს ვერასოდეს გადავიხდი . . .

და ამის შემდეგ მან ფურცლის იმ მხარეს, სადაც მის მიერ ჩამოთვლილი სია ეწერა, დიდი ასოებით მიაწერა :

“სრულად გადახდილია.”

ორი გაკვეთილი, რომელიც ამ ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ

1. ჩვენ იქამდე ვერ გავაცნობიერებთ, თუ როგორი ძლიერია მშობლის სიყვარული, ვიდრე თავად არ გავხდებით მშობლები.

2. სიყვარული ყველაზე ძვირფასი რამ არის იმ ყველაფერს შორის, რისი გაცემაც კი ადამიანს შეუძლია… და ყველაზე ძლიერი და ჭეშმარიტია ის სიყვარული, რომლის გაცემის სანაცვლოდ არაფერს ველით…

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply