დედის მნიშვნელობა ბავშვის ცხოვრებაში!

0

ბავშვს დედა, ყავს თუ არა ყავს, მის ცხოვრებაში ეს მაინც სერიოზულ კვალს იქონიებს. როგორი დედა ეყოლება ეს კი საერთოდ გადამწყვეტია!

რატომ ამბობენ, რომ ქალზეა დამოკიდებული, როგორი ბავშვი აღიზრდება, როგორი გარემო იქნება ოჯახში?
შევთანხმდეთ იმაზე, რომ წყვილის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახური გარემოს შექმნაში. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ქართული მენტალიტეტი, ტრადიციები და ტენდენციები, რაც განაპირობებს დღევანდელი საზოადოების ფორმირებას. ჯერ კიდევ შემორჩა ყველაფრის კონტროლის, დედის კულტის, სხვაზე დამოკიდებულების, მიჯაჭვულობის ტრადიცია. პატივისცემა და ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი სხვადსხვა საკითხებია.

ბავშვის ცხოვრებაში დედა, თავისი პიროვნული თვისებებით, უნარ–ჩვევებით ტოვებს წაუშლელ კვალს, რაც მის სრულწლოვანებაში ვლინდება:

როდესაც დედა ბედნიერია–მას შეუძლია გასცეს მთელი სიყვარული, რაც შვილის მიმართ შეიძლება იქონიოს ქალმა. იგი გულისყურით ეპყრობა შვილს, ენდობა და ზრდის ისეთ გარემოში, რომელიც დადებით კვალს ტოვებს ბავშვის ცნობიერებაში. მას მომავალში ადამიანების პატივისცემა და სიყვარული მთელი გულით შეეძლება.

როცა დედა ჯანსაღია– იგი აძლევს მაგალითს შვილს, თავადაც იყოს ჯანმრთელი. ბავშვებს კარგად გამოსდით გამეორება / დუბლიცირება. ხედავენ, რომ თქვენ ვარჯიშობთ? თან ხალისობთ, ეთამაშებით მას და ისიც ეჩვევა ასეთ რიტმს. იკვებებით ჯანსაღად? თავადაც სურვილი აქვს გასინჯოს ის, რაც თქვენ ასე გსიამოვნებთ. უვლით სხეულის ფორმას თუ სისუფთავეს ასწავლით– ის თქვენი მაგალითით სწავლობს.

როდესაც დედა წარმატებულია – იგი ხდება წარმატებულობის ეტალონი შვილისთვის, თუ ეს წარმატებულობა არ ხდება შვილთან ურთიერთობის დეფიციტის ხარჯზე, მაშინ შვილი ხდება, წარმატებული დედის პირველი მხარდამჭერი და მომავალი პარტნიორი. უვითარდება ბრძოლისუნარიანობა, მიზნების დასახვის და მიღწევის ჩვევა. ლიდერობის და ენთუზიაზმის სურვილი.

როდესაც დედის აზროვნება “ეკოლოგიურია”–ანუ დადებით ფასეულობებზეა აგებული, ბავშვი მეტად სუფთა აზროვნების იზრდება.

როდესაც დედას ადეკვატური თვითშეფასება აქვს– შვილს უვითარდება ნორმალური თვითშეფასება და მომავალში არ იქნება დეპრესიული, ეჭვიანი, შეშინებული, მიჯაჭვული, ჩაკეტილი პიროვნება. მისი ბრძოლისუნარიანობა და გამძლეობა უფრო გააზრებული და მყარი იქნება.

როდესაც დედას ძლიერი რწმენის უნარი გააჩნია–ბავშვს თავადაც ძლიერი რწმენა უვითარდება, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ!

როდესაც დედა აქტიურია– შვილი მისი ქმედებებით ამაყობს და აღარ უჩნდება საზოგადოების შიში, მასებთან ურთიერთობის კომპლექსი. ხდება კომუნიკაბელური და შრომისმოყვარე.

როდესაც დედა თვითგანვითარებაზე ზრუნავს–მაშინ შვილიც ამ მიმართულებით გახსნილია. ის თავის იდენტურობას სხვებში არ ეძებს. სიახლეების ნაკლებად ეშინია, მეტად მოქნილი და სხარტი აზროვნების ხდება. მას უყვარს სწავლა და ცოდნის გაცემაც.თავისი აზრის გამოთქმა და სხვისი აზრის პატივისცემა.

როდესაც დედა პოზიტიურია– გარემო ოჯახში ყოველთვის დადებითი მუხტითაა გაჯერებული, ყველაფრის მიუხედავად ეს მუხტი ძლიერ კვალს ტოვებს ბავშვის აზროვნებაში.

როდესაც დედა კარგი დიასახლისია– ბავშვისთვის ეს ოჯახური სიმყუდროვის და წესრიგის მიმანიშნებელია, ისიც მონაწილეობს ამ იდილიის შექმნაში და უფრო აფასებს ოჯახურ გარემოს.

დიახ, ოჯახში მარტო დედა არ არის და ბავშვი, მარტო დედასთან არ იზრდება. მაგრამ დედა გადამწყვეტი პიროვნებაა ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში!

შეიძლება ეს ყველა თვისება, ერთ ქალში იყოს გაერთიანებული?

საიდან შეიძლება გვქონდეს ამდენი რამის ენერგია და მოთმინება?

– დიახ სავსებით შესაძლებელია! სუპერ ქალები არსებობენ!

ოღონდ ნუ გექნებათ ილუზია, რომ ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვის შედეგებს დღესვე დაინახავთ!

ყველაფერი გამოვლინდება მოგვიანებით, როდესაც ცხოვრება თქვენს შვილს კონკრეტული გამოცდის წინაშე დააყენებს. მის გონებაში ავტომატურად ამოტივტივდება წლების მანძილზე ჩადებული და დაგროვილი ცოდნა.

დედის არ ყოლის შემთხვევაში ბავშვი განიცდის სიყვარულის მწვავე დეფიციტს

– ყველას ჰყავს დედა, მას კი არა!

ეს უკვე სერიოზული ტკივილის კვალს ტოვებს ბავშვის აზროვნებაში.

იცოდეთ ყოველ სიტუაციას სხვადსხვა აღქმა აქვს, დაახლოებით იმდენი რამდენიც ადამიანია დედამიწაზე. მაგრამ არის მიმართულებები:

–ან ის გამოიყენებს ბავშვობაში დაგროვილ ემოციებს დადებითად და კარგი პიროვნება იქნება, რომელიც დაიცავს და გააძლიერებს მიღებულ სიყვარულს…

–ან იქნება “მსხვერპლის” პოზიციაში, მუდმივად მიზეზების ძიებაში, სუსტი. წინააღმდეგობები კი მხოლოდ უკან დაახევინებს უფსკრულში.

საინტერესოა, სად არის საფუძველი კარგი შედეგისა?

შემდეგი შეხვედრისას ერთად განვიხილოთ…

სიყვარულით ნ. გოგლიძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply