დედის ბრძნული დარიგება, რომელმაც ოჯახი დანგრევას გადაარჩინა

2

მინდა გაგანდოთ წერილი, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მსხვერპლის როლი, ადვილი მოსარგებია, მისგან განთავისუფლება კი ძალიან ძნელი. ხშირად არარეალურად ვაფასებთ სიტუაციას და რაც მთავარია პრობლემები გვექმნება ურთიერთობებში.

„ამ დღის დადგომამდე დიდხანს ვფიქრობდი, ხშირად ვერ ვბედავდი მაგრამ აი დადგა მომენტი როდესაც ჩემი ქმარი, ბილი სამსახურში წავიდა, მე კი შევაგროვე ყველა ნივთი, ხელში ავიყვანე ჩვენი ორი წლის შვილი და წამოვედით მშობლებთან. შეგებებისას დედამ მითხრა რომ ის და მამა მიუხედავად ყველაფრისა ჩემს გვერდით იქნებოდნენ და დამეხნარებოდნენ.

„მაგრამ მანამ სანამ საბოლოოდ გადაწყვეტ სახლიდან წამოსვლას, ჩემი ერთი თხოვნა შეასრულე“ – მითხრა დედამ. მან ჩემ წინ ქაღალდის ფურცელი დადო, რომელიც ვერტიკალური ხაზს გავლებით ორად გაყო. მთხოვა რომ პირველ განყოფილებაში ჩამომეწერა საგნები, მოვლენები, რაც მაღიზიანებდა ბილში და რაც მასთან თანაცხოვრებას შეუძლებლად ხდიდა. მე ჩავთვალე რომ მეორე განყოფილებაში ბილის დადებითი მხარეების ჩამოთვლას მთხოვდა და უკვე ზუსტად ვიცოდი რომ ის გაცილებით მოკლე იქნებოდა.

მოკლედ მე ვიცოდი რა უნდა დამეწერა პირველ სვეტში:

1) ბილი მუდმივად ყრის თავის ნივთებს;
2) არასდროს მეუბნება სად მიდის;
3) სუფრასთან მოქცევის წესები არ იცის, მიუღებლად იქცევა;
4) არასდროს არ მჩუქნის საჩუქრებს;
5) უჭირს ფულის მოცემა-ძუნწია;
6) არასდროს მეხმარება სახლის საქმეებში;
7) მუდამ ჩუმად არის და არ მესაუბრება.

სიის წერა დიდხანს გრძელდებოდა და ფურცელი ნელნელა ივსებოდა. ახლა მე მქონდა უტყუარი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ შეიძლება მასთან ერთად ცხოვრება და რომ არა მხოლოდ მე, არამედ არცერთი ქალი არ ისურვებდა ასეთ ადამინთან ერთად ყოფნას.

თვითკმაყოფილი ღიმილით მივმართე დედას: „შემდეგ სვეტში მისი დადებითი მხარეები ჩამოვწერო, არა?“ მაგრამ დედამ მითხრა რომ ბილის ძლიერი მხარეები ამის გარეშეც მშვენივრად იცის და მთხოვა ჩამომეწერა ჩემი რეაქციები ბილის თითოეული ქმედების დროს. ეს კი ნამდვილად უფრო რთული იყო, არ მეგონა თუ საუბარი ჩემზე იქნებოდა..

რას ვაკეთებდი ამ დროს?

1) ვბრაზობდი;
2) ვყვიროდი და ვტიროდი;
3) მრცხვენოდა მის გვერდით ყოფნა;
4) თავი ტანჯულად მიმაჩნდა;
5) დიდი სიამოვნებით გავყვებოდი ცოლად ვინმე სხვას;
6) ვთვლი რომ მეტის ღირსი ვარ;
7) და საერთოდ ის არ არის ჩემი ღირსი.

ეს სიაც უსასრულო იყო. დედამ აიღო ფურცელი და შუაზე გახია. ფურცლის ნაწილი სადაც ბილის ნაკლი იყო ჩამოთვლილი დახია და გადააგდო მე კი გადმომცა ნაწილი სადაც საუბარი ჩემზე იყო: „აიღე , დაფიქრდი ამაზედა თუ შენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება და მყარად იქნები დარწმუნებული მის ჭეშმარიტებაში გახსოვდეს, მე და მამა შენს გვერდით ვართ“

დავბრუნდი სახლში. შევხედე ჩემ სიას პირველი ნაწილის გარეშე ის უფრო საშიში ჩანდა. მე ვხედავდი საკუთარი საშინელი საქციელის გამოძახილს, ბილის დესტრუქციულ ქმედებებში. მხოლოდ ახლა მივხვდი რა ცუდად ვიქცეოდი მთელი ამ დროის განმავლობაში. ისე ბუნებრივად მქონდა მსხვერპლის როლი მორგებული რომ ვერც კი ვამჩნევდი, როგორ გამიმართლა მეუღლეში. ის იყო კარგი ადამიანი, არა იდეალური, მაგრამ კარგი.

დავბრუნდი მშობლებთან. გასაოცარია როგორ შემეცვალა ხედვა. ახლა მე ვრძნობდი სიმშვიდეს და მადლიერებას. 5 წლის წინ მე პირობა დავდე, რომ ვიქნებოდი ბილთან ერთად, ახლა კი მზად ვიყავი გააზრებულად და სიხარულით შემესრულებინა ეს. როდესაც ბილი სამსახურიდან დაბრუნდა, ჩვენ უკვე სახლში ველოდით.

მე შემეცვალა დამოკიდებულება ბილის ქმედებებისადმი. დღემდე მადლობელი ვარ დედის, რომელმაც თავისი ბრძნული რჩევით გადაარჩინა ჩვენი ქორწინება.“

გაზიარება:

კლინიკური ფსიქოლოგი, დანტე ალიგიერის საქართველოს კომიტეტის არტ თერაპევტი.

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

  1. Купить семена Era отличной генетики и высокого качества
    Производитель “Семечка Джа” занимается реализацией отборных семян коноплиэлитных видов и
    уже много лет занимает одну из первых
    позиций в этой области рынка. Наш интернет-магазин предлагаем Вам семена только наилучшего качества, которые имеют потрясающе
    высокий всхожесть. Кроме качества продукта, Вас без сомнения приятно удивят
    наши приятные цены. Это объясняется тем, что большая конкуренция среди
    компаний-реализаторов, продающих аналогичнуюпродукцию,
    заставляетбороться за максимально высокое качество
    продукта и обслуживания и при этом держать минимальные стоимость.
    Приобретая семена конопли у нас, Вы можете быть совершенно уверены, что получите именно тот самый сорт, что был
    Вами заказан. Наша фирма можем доставить
    семена канабиса как по Украине, так и по России. В случае, если по какой-либо причине заказчик не получаете свой
    товар, мы обещаем возврат всей суммы,
    уплаченной за товар. тут http://семечка-джа.com/ua/%D1%84%D0%B5%D0%BC%D0%B8%D0%BD%D0%B8%D0%B7%D0%B8%D1%80% D0%BE%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5/trainwreck_feminised.html купити якісне насіння марихуани за низькою ціною, Trainwreck Feminised
    И, наконец, касаемо конфиденциальности – наша компания уважает выбор своих покупателей, поэтому, при заказе семян конопли в нашей компании, Вы можете быть абсолютно полностью уверены, что любая инфа о покупателе и месте доставки останется сугубо конфиденциальной.
    мы в социалках
    https://ok.ru/profile/572871626215
    https://www.facebook.com/jah.seed.568
    https://twitter.com/?lang=ru
    https://www.instagram.com/semena_cannabisa/
    https://www.youtube.com/channel/UCN-p65XvEBa1HA_PeWoQ4bQ
    https://plus.google.com/communities/114289740677239650133
    т. +38(099)76-66-563

  2. Наша компания – EКO TEC делает проектирование эко – технологий в области агро промышлености, а так же благоустройства домов и т.д..  Мы приобрела большой опыт в этой сфере, который используем, в нашей работе. Благодоря этому наша продукция имеет отличное качество тут http://teplitca.kiev.ua/g1922900-otoplenie-teplits отопление теплиц.

Leave A Reply