დედა

0

   წაბლისფერ თმიანი გოგონა, ნაზი, ფარფატა, ტანად თხელი, დიდი ლურჯი, ღრმა და სველი თვალებით სევდიანი შეჰყურებდა გამვლელ გამომვლეს. მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო და ქალაქს ყვითელი ლამპიონები ანათებდა. ცაზე ღამის ბინდი, როგორც სტუმარს მასპინძელი, ცისკრამდე გამოსცილებია და წასვლას არ ანებებდა. ციოდა,როგორც ირგვლივ ისე,მასაც და შინაგან სიცივეს გრძნობდა, მაგრამ რა ექნა დანებებას არ აპირებდა, მიდიოდა და მიუყვებოდა მარტოსულად უსწორ-მასწორო ტროტუარს, თავ დახრილი, ნაზად და აუჩქარებლად. მას იმ სუსხიან დღეს  მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა. გუშინ საღამოდან გაეგო თანატოლ გოგონასგან რომ  ხვალ დედის დღე იყო და მამას მიჰყავდა ყველაზე საუკეთესო საჩუქრის ასარჩევად.  მას ორმაგი დარდი აწუხებდა,ის რომ მას მამა არ ჰყავდა და არც საშუალება ჰქონდა იმისა რომ მეგობრის მსგავსად დედისათვის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი აერჩია. მხოლოდ გააჩნდა სიყვარული და ის ურყევი მონდომება რომლითაც უნდოდა მისსავე თანატოლის მსგავსად დედა გაეხარებინა.

მზე ამოვიდა,ოქროსფრად აენთო გარემო, ყვავილების სურნელმა მოიცვა მთელი ქალაქი.სითბომც იმატა, მაგრამ მას ისევ ციოდა პატარა ხელებზე და ისე მაგრად ჰქონდა მოკეცილი ვეღარ შლიდა და ასე იდგა დიდხანს უძრავად, მორცხვად, შესცქეროდა გმვლელ გამომვლელს სანამ არ მოაგონდა ისევ დედა რომელიც გახარების მაგივრად არ გაენაწყენებინა და შინ რაც შეიძლება ადრე დაბრუნებულიყო, მაგრამ ხელცარიელი არ უნდოდა დაბრუნება.ისევ მოიკრიბა ძალა, ხელები პირზე მიიფარა და გულიდან ამოსული თბილი ჰაერით გაითბო პაწაწინა გათოშილი ხელები. იგრძნო რომ ისევ დედის სიყვარულმა დაეხმარა რადგან გულით ხომ დედის სიყვარულს ატარებდა. ეხლა უკვე ნაკლებად გაუჭირდა, მაგრამ თვალები მაინც დახუჭა, ხელის გული ფართოდ გაშალა და შორს გაიშვირა.მხოლოდ მაშინ დააპირა თვალის გახელა როცა ის ოქროს ფერი ისევ ყვითელმა არ შეცვალა და ხელის გული რამდენიმე რკინის ხურდამ არ დაუმძიმა. ისევ დაუყვა ყვითლად ანათებულ ტროტუარს სიფრიფანა გოგონა. რამდენიმე ხურდა ფულით ხელში და იმ იმედით რომ შეიძენდა მცირეს, მაგრამ დიდი სიყვარულით მიართმევდა დედას.ქუჩის ბოლოს დახვდა ყვავილების ბაზრიდან დაბრუნებული მოხუცი მეყვავილე და პატარა უსუსური ყვავილების კონა სთხოვა, მაგრამ მასზეც ხურდები დააკლდა, მაგრამ არ აწყენინა მოხუცმა გოგონას და მისცა ყვავილების მასავით პაწაწინა კონა. მან კი სურვილი აიხდინა და დედისაკენ გაეშურა.ბევრი იარა, მაგრამ მივიდა. ძველი ყვავილები ლარნაკიდან ამოიღო, წყალიც გამოცვალა ახალი ყვავილებისათვის და საქამო ნიავის მიუხედავად სანთელიც დაანთო, მის სურათს დიდხანს ეფერა. მართალია შინ აღარავინ ელოდა, მაგრამ ვეღარ მოიცდიდა  მეტად ღამდებოდა და დაღმართს დაუყვა.ნახევრად ცრემლიანმა და სევდიანმა.სანთელი კი დიდხანს ანათებდა ქვაზე დახატულ  სახეს და ისევ მზრუნველი დედის მზერა აცილებდა სანამ გოგონა არ მოსცილდა ჭვრეტის არეალს.

გოგიტა გიორგაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply