დარდი

0

ერთმა კრეატიულმა ადამიანმა დარდი ასე განმარტა: ” პროცენტი, რომელსაც პრობლემას ვუხდით, ვიდრე იგი რეალურად გვეწვევა.” მართლაცდა წუხილი ადამიანის უდიდესი მტერია, უამრავ ენერგიას გვართმევს და არც არაფერში გვადგება.

თქვენც დარდობთ? პრინციპში პასუხიც ნათელია, ალბათ იშვიათად არსებობს ნორმალური ადამიანი, რომელიც არაფერზე წუხს. დღესდღეობით ადამიანები ყოველდღიურად უამრავ წამალს იღებენ, რომ წუხილი დაივიწყონ, უამრავი ფული იხარჯება ნერვოპათოლოგებთან და ფსიქოლოგებთან კონსულტაციაზე. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. როგორც დოქტორი ჩარლ მაიო ამბობს,რომელიც სტრესის ერთ–ერთი წამყვანი სპეციალისტია ამერიკის შეერთებულ შტატებში ” დარდი ადამიანის მთელს ნერვულს სისტემაზე ახდენს გავლენას. „მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც შრომას მოუკლავს, მაგრამ მინახავს ადამიანები, რომლებიც დარდმა და ეჭვმა მოკლა. სწორედ ეჭვი ბადებს წუხილს, თავად კი შიშისა და ინფორმაციის ნაკლებობის პროდუქტია.”

მათემატიკური სიზუსტითაც, რომ განვსაჯოთ ჩვენს დარდს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფსიქოლოგები და მკვლევარები ამტკიცებენ,რომ იმ პრობლემების დაახლოებით 40% რაზეც ვწუხვართ საერთოდ არ ხდება, 30% კი უკვე მომხდარია. ამასთან ჩვენი წუხილის 22% ყოველდღიური წვრილმანი/უმნიშვნელო პრობლემის ნაყოფია. გამოდის რომ “ადამიანთა სევდის” 92% იხარჯება წვრილმანებზე, რომლებიც ან უმნიშვნელოა, ან უკვე მოხდა ან კი საერთოდაც არ მოხდება.და თუ დოქტორი მაიო მართალია გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ასე უაზროდ იღუპება.

ასე რომ, როგორც უკვე ხვდებით გადაწყვეტილება, რომელიც ყოველდღიურ დარდს შეგვიმსუბუქებს ასე გამოიყურება: ნუ ვიდარდებთ ბევრს იმაზე, რასაც ვეღარ შევცვლით და ნურც იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. სათქმელად ადვილიაო მეტყვით. მართალი ბრძანდებით, თუმცა ჩემი რჩევაც ნათელია: თუ არ მოგწონთ თქვენი ცხოვრება, წუხილს კი ნუ მიეცემით, არამედ ეცადეთ გააკეთოთ რამე, რაც არსებული მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. იდარდეთ ნაკლები და იმოქმედეთ მეტი – ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

4motivi.com

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply