დანაშაულისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ფსიქოლოგია

0

დანაშაულის განცდა ეს არის ადამიანზე ზემოქმედების უნიკალური შესაძლებლობა, მისი ჩამოყალიბება ძალიან იოლი და ადვილია. ბავშვობიდან, თითქმის ყველა ადამიანს მოუსმენია – „შენ დამნაშავე ხარ“ „შენი ბრალია“.

დანაშაულის გრძნობა იწვევს ბრაზს, წყენას, ნებისმიერი გზით საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების და უსამართლოდ მოპყრობის გამო – სხვისი დასჯის, ან დანაშაულის გამოსასყიდად, საკუთარი დასჯის სურვილს.

ადამიანები, რომლებიც იზრდებოდნენ დანაშაულის გრძნობით, ვირტუოზულად ფლობენ თავის გამართლების და სხვა დამნაშავეების პოვნის ტექნიკებს. ზრდასრულობისას, ყოველთვის შეუძლიათ დამნაშავის პოვნა. ნებისმიერ შენიშვნას აღიქვამენ, როგორც ბრალდებას და მოსმენის ნაცვლად, უმალ იწყებენ თავის მართლებას.

პასუხისმგებლობა სრულიად სხვა გრძნობაა. ეს არის საკუთარი ქმედების რეზულტატთან თვალის გასწორება. „დიახ, ეს მე გავაკეთე“ – სწორედ მე მომიწევს ამ ქმედების შედეგების გამოსწორება შესაძლებლობის ფარგლებში.

საკმაოდ რთულია ადამიანის აღზრდა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკუთარ ქმედებებზე, მისდამი მინდობილ საქმეზე, საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე. როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ რაღაცაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, არ წავა დამნაშავის საძიებლად. ის მხოლოდ დაიწყებს ფიქრს, თუ რატომ მოხდა ასე და რა შეუძლია გააკეთოს სიტუაციის გამოსასწორებლად.

****
ვთქვათ, ბავშვმა მიმოფანტა და არ აალაგა სათამაშოები. პასუხისმგებლობის გრძნობის გასაღვივებლად, საკმარისია, მას აუხსნათ, რომ ასე მოქცევა არ არის კარგი. ამის შემდეგ კი, დაჟინებით სთხოვოთ დალაგება და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ლაგება თავად. დაგდებულ სათამაშოს შეიძლება, ვინმემ ფეხი დააბიჯოს და გატეხოს. ეს არის სწორედ ის რეზულტატი, რომლის მიღებაც მოუწევს ბავშვს. სწორი უკუკავშირი კი, უნდა იყოს, არა – „შენი ბრალია, რაც მოხდა“ არამედ – „ხედავ, რა მოხდა?“, „მოდი, ვიფიქროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ შემდგომში იგივე არ განმეორდეს“.

ბავშვი

****
დამნაშავე ორ ურთიერთსაპირისპირო გრძნობას განიცდის: დასჯის შიშს და სურვილს, რომ დაისაჯოს. დასჯის შიში აიძულებს ადამიანს, დაიწყოს დამნაშავის ძიება, გადაბრალება, თავის მართლება, ტყუილი. სასჯელის მიღების შემდეგ კი, თითქოს თავისუფლებას იბრუნებს. შემდგომში, ის არ ცდილობს ქმედებების გამოსწორებას – „ხომ დავისაჯე, საკმარისია.“

პასუხისმგებლიან ადამიანს არ მოსწონს შედეგი და იწყებს გამოსასწორებლად მოქმედებას. დამნაშავე კი იბუტება, ბრაზობს და არაფერს აკეთებს.

მნიშვნელოვანია, მშობელმა სწორად მოახდინოს ამ ორი განცდის დიფერენცირება. მართალია, ბავშვის მართვა, რომელიც დანაშაულის გრძნობით იზრდება, ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე პასუხისმგებლიანი, მორალური ღირებულებების მქონე ბავშვის, (რადგან ის ჩენგანაც იგივე ქმედებებს მოითხოვს), მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ საბოლოო შედეგი, როგორი ადამიანის გაზრდა გვსურს სამომავლოდ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

კლინიკური ფსიქოლოგი, დანტე ალიგიერის საქართველოს კომიტეტის არტ თერაპევტი.

Leave A Reply