დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯები წარმატებისკენ და გზა უბრალო სამუშაოდან – კომერციულ დირექტორობამდე

0

მსურს შემოგთავაზოთ ინტერვიუ ბატონ როლანდ ერაძესთან –  ერთ -ერთი სამშენებლო ფირმის ტექნიკურ დირექტორთან, რომელმაც კარიერა პირველი საფეხურიდან დაიწყო, გაიარა რთული გზა –  აისრულა ბავშვობის ოცნება –  გახდა წარმატებული და მიეცა შესაძლებლობა  შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გარშემომყოფებს. მისთვის ყოველი სამუშაო დღე იწყება შთაგონებით – გააძლიეროს კომპანია, გადალახოს ყოველდღიური დაბრკოლება და  მოიპოვოს  წარმატება სამშენებლო ბაზარზე. თავისი საქმის მცოდნე, წარმატებული და ენერგიით სავსე პიროვნება  გვიზიარებს საკუთარ  წარმატების ფორმულას და მოტივაციას აძლევს  ადამიანებს,რომლებიც ცდილობენ  დამოუკიდებლად გზის გაკვალვას და საკუთარი ძალებით წარმატების მიღწევას.

კითხვა 1.  ბატონო როლანდ რა იყო თქვენთვის  მოტივაციის  წყარო,რომელმაც მოგცათ ძალა  გებრძოლათ და დასახული მიზნისთვის მიგეღწიათ?

 მე საჩხერის რაიონის სოფელ ბახიოთში ვიზრდებოდი. სკოლა სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ბუნებრივია, ფეხით მიწევდა  ყინვასა და სიცივეში სასწავლებელში სიარული. ქვეყანაშიც ცუდი ეკონომიური მდგომარეობა იყო.სკოლაში არ თბებოდა საკლასო ოთახები.არ მოგვეწოდებოდა ელექტროენერგია.  ვფიქრობდი, რადგან ამხელა გზის გავლა მიწევდა ყოველდღე ფეხით, აუცილებლად  კარგად უნდა მესწავლა.დავისახე მიზანი –  გავმხდარვიყავი წარმატებული  და მომავალში  გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებოდი.ამიტომ, ახლაც, როდესაც გაჭირვებულ ადამიანს ვხედავ,  ვცდილობ  შეძლებისდაგვარად დავეხმარო თითოეულ მათგანს.

 კითხვა 2.  საინტერესოა, როგორ დაიწყეთ დასახული მიზნისთვის ბრძოლა.გვიამბეთ როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?

როგორც ავღნიშნე ქვეყანაში ცუდი ეკონომიური მდგომარეობა იყო.არ მოგვეწოდებოდა ელექტრო ენერგია,არ თბებოდა  საცხოვრებელი სახლები.არ არსებობდა ბანკები,მიკორსაფინანსო ორგანიზაციები და სამშენებლო ფირმები.ჩემს ირგვლივ ადამიანებს ძალიან უჭირდათ. რადგან ჩემი პროფესიით მუშაობა ვერ დავიწყე,  სამშენებლო იარაღები ავიღე და რადგან  მეხერხებოდა ყველაფერი,რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდა,ხელოსანი გავხდი.პირველივე დღიდან უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი საქმეს.დამქირავებლებს მოსწონდათ ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო, ამიტომ ვცდილობდი იმედი არ გამეცრუებინა მათთვის.არასდროს ვიგვიანებდი სამსახურში და სარემონტო სამუშაოებს იდეალურად ვასრულებდი.ამიტომ მომხმარებლების ნდომა დავიმსახურე.მახსოვს, პირველი ხელფასი რომ ავიღე გაჭრვებულ ადამიანებს გავუწოდე დახმარების ხელი.სწორედ მაშინ მივხვდი, მე სხვებზე ზრუნვა მანიჭებდა ბედნიერებას.ამიტომ არ უნდა დამეყარა ფარ – ხმალი და დაუღალავად მეშრომა.

კითხვა 3. საინტერესოა, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები,კონკრეტულად  როგორ მიაღწიეთ წარმატებას  და  გახდით ერთერთი ფირმის ტექნიკური დირექტორი?

შეიძლება ახლა ეს სხვებისთვის დაუჯერებელია,რომ ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიე,მაგრამ ეს ნამდვილად ასე მოხდა. როდესაც სხვადასხვა  ობიექტზე ვმუშაობდი  ჩემს საქმიანობაში მთელ გულს ვდებდი.როგორც ვთქვი, ყველაფერს რუდუნებით ვაკეთებდი.ძალიან მინდოდა მიმეღწია წარმატებისთვის და ბოლომდე დავხარჯულიყავი, რადგან არ მინდოდა ცხოვრების ბოლოს უკმაყოფილო ვყოფილიყავი საკუთარი თავით.ყოველდღე ვაშენებდი ჩემს მომავალს – მაღალ დონეზე ვასრულებდი ჩემს სამუშაოს და ვიყავი ოპტიმიზმით სავსე. დროთა განვალობაში  ქვეყანაში ეკონომიური მდგომარეობა სტაბილური გახდა.მეც ერთ-ერთ  სამშენებლო ფირმასთან დავიწყე თანამშრომლობა და მათგან ვყიდულობდი სამშენებლო მასალებს.რამდენჯერმე სარემონტო  სამუშაოები შევასრულე მათთვის.ერთ დღეს, კი სწორედ ამ  კომპანიამ შემომთავაზა მათი ტექნიკური საკითხებისთვის მეხელმძღვანელა და  გავმხდარვიყავი სამშენებლო ფირმის ტექნიკური დირექტორი.ძალიან გამიხარდა,მაგრამ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ვფიქრობ,კომპანიის ნდობა გავამართლე.მადლობელი ვარ იმ ადამიანების,რომლებმაც  მომცეს შანსი მეკეთებინა საყვარელი საქმე და განმეხორციელებინა ჩემი მიზნები.

კითხვა 4. თქვენი აზრით რა არის  მთავარი   იმისათვის რომ  კომპანიამ მიაღწიოს წარმატებას და გახდეს  წარმატებული თავის  საქმიანობაში?

როდესაც კომპანიაში მოვხვდი  უამრავი საქმე დამხვდა გასაკეთებელი.მე ძალიან მიყვარს მუშაობა, ასევე ნებისმიერი საკითხის მიმართ ჩემი ხედვა მაქვს,თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებ კოლეგების აზრს. ჩვენ ხშირად ვმართავთ თათბირებს. ვიზიარებთ ერთმანეთის ცოდნას და გამოცდილებას.ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენს კომპანიაში თოთოეულ თანამშრომელს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება და ამასთანავე  კომპანიაში ხდება სწორი დელეგირება, რის შედეგადაც იზრდება მუშაობის ეფექტიანობა და თანამშრომლების მოტივაცია.თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გაფართოვდეს,რაც შეიძლება მეტი სამუშაო უნდა გადასცეთ სხვებს შესასრულებლად. უნდა გყავდეთ ისეთი გუნდი,რომელიც შესძლებს   გადალახოს  ნებისმიერი დაბრკოლება და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს კომპანიისთვის საჭირო  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად.

კითხვა 5. საინტერესო იქნება გავუზიაროთ მკითხველს  –  პირადად თქვენი წარმატების ფორმულა.

როდესაც სამშენებლო ბაზარზე დავიწყე მოღვაწეობა ჩემთვის მთავარი მიზანი იყო   შემეცვალა მომხმარებლის წარმოდგენა  სამშენებლო კომპანიების და ხელოსნების  საქმიანობის შესახებ.ალბათ თქვენ ხშირად გსმენიათ ახლობელი ადამიანებისგან, რომ ისინი ძალიან გაწვალდნენ რემონტის კეთების დროს,რადგან მათ მიერ დაქირავებული ოსტატები არ იყვნენ პასუხისმგებელი თავიანთ საქმიანობაზე.არ იყვნენ პუნქტუალურები და შედეგზე ორიენტირებული კლიენტები იმედგაცრუებული რჩებოდნენ.მე გადავწყვიტე ეს სტერეოტიპი დამემსხვრია და გავმხდარვიყავი მომხმარებლებისთვის ნდობით აღჭურვილი პირი.ამიტომ დღემდე პირადად დავდივარ ობიექტზე.ვამოწმებ როგორ მუშაობს ხელოსნებით დაკომპლექტებული ჩემი გუნდი. ხშირად ვუტარებ მათ ტრენინგებს,ვამოწმებ მათ შესრულებულ სამუშაოს და როდესაც კონკრეტული სამუშაო გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული ვიცვამ  სამუშაო ფორმას და  თავად ვერთვები მუშაობის პროცესში.ალბათ ეს არის ჩემი წარმატების მთავარი ფორმულა.მე არ ვზივარ მხოლოდ ოფისში,მე ყოველთვის ვარ ჩემი გუნდის გვერდით და ჩვენ ერთად ვასრულებთ  სამუშაოს.

გთხოვთ  რჩევა მისცეთ ადამიანებს,რომლებიც   წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დგანან და აქვთ წინსვლის და განვითარების სურვილი.

პირველ რიგში ადამიანებს ვურჩევ იმ საქმეში  მოსინჯონ ძალები,რომელიც მათი მთავარი გატაცებაა,რადგან საყვარელ საქმეზე  შეყვარებული ადამიანი აუცილებლად გახდება  წარმატებული, თუ ექნება შემართება და წინსვლის სურვილი.  ასევე არ დაკარგოთ არც ერთი დღე ცოდნის მიღების გარეშე.წაიკითხეთ,მოისმინეთ  სხვების გამოცდილება და შექმენით საკუთარიც,რომელსაც შემდეგ გულწრფელად გაუზიარებთ სხვებს და ასევე გჯეროდეთ,რომ სამყაროში დაუღალავი შრომა ნამდვილად არის წარმატების გარანტია.

ბიზნესში ჩართულ ადამიანებს კი  ვურჩევ, იკითხონ წიგნები ბიზნესის შესახებ. მოუსმინონ  სხვადასხვა ტრენინგს,რომელიც გააღრმავებს მათ ცოდნას ბიზნეს საქმიანობაში,რადგან განათლება  არის მთავარი კაპიტალი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ასევე  აუცილებლად უნდა მიიღოთ სხვადასხვა გამოწვევა ბიზნეს პარტნიორებისგან, არ შეეუშინდეთ სიახლეებს,რომლებიც ბაზარზე  სისტემატურად ინერგება.

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply