დამაფიქრებელი ცხოვრებისეული შემთხვევები

0

1. ცოტა ხნის წინ, ჩემი ბიძაშვილი დაიღუპა, ის მსახურობდა ჯარში, მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში, იბრძოდა თავის ქვეყნისთვის. რამდენიმე კვირის წინ, იგი მთვრალმა მძღოლმა იმსხვერპლა.

2. დილით ადრე, მე ვნახე უსახლკარო ხელში მუყაოთი, რომელზეც ნაცვლად -`დამეხმარეთ~, ეწერა – `მაჩუქე შენი ღიმილი~.

3. დიდი ხანი არ არის, რაც მშობლები დაშორდნენ. ამ საკითხზე ვესაუბრებოდი ჩემს ცამეტი წლის ძმას:

* მოწყენილი იმის გამო ხარ, რომ მათ ერთმანეთი აღარ უყვართ?!

მან მიპასუხა:

* მე ვფიქრობ, რომ მათ უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი ახლა, როდესაც ერთად აღარ არიან.

4. დღეს, როკ-კონცერტზე ვნახე ქალი, რომელიც შეხედულებით 80 წლისას ჰგავდა, მაგრამ ის ერთობოდა და ცეკვავდა, როგორც 18 წლის გოგონა.

5. დღეს, ქუჩაში სრულიად უცნობმა კაცმა დამკრა ბეჭზე ხელი და მითხრა: „წარმოგიდგენია?! შენ რომ არ დაბადებულიყავი, სამყარო სულ სხვანაირი იქნებოდა“.

6. დღეს, ჩემმა 85 წლის მეზობელმა მოისმინა, თუ როგორ ვწუწუნებდი ჩემი სახლისკენ მიმავალი ცუდი გზის გამო და დაფიქრებულმა მითხრა: `ნუთუ, ეს გზა ცუდია? მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, აქ გზა საერთოდ არ იყო~

7. დღეს ჩემი დაბადების დღეა, მე მივიღე კონვერტი, რომელშიც იყო რამდენიმე კვირის წინ დაკარგული ჩემი საფულე. ფულთან და საბუთებთან ერთად, მასში დამხვდა წერილი – `გილოცავ დაბადების დღეს~.

8. დღეს, `ფოტო გადაღების რიგში, შევხვდი 90 წლის ქალს. მას სჭირდებოდა სურათი პასპორტისთვის, რადგან 91-ე დაბადებისდღის აღნიშვნას აპირებდა აფრიკაში.

9. მე დღეს მივიღე წერილი ქმრისგან, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს. წერილში ეწერა: მე არ მენატრები შენ, მე მენატრება ჩვენ”. ადრე არასდროს მსმენია მსგავსი ფორმულირება, მაგრამ კარგად გავიგე, რასაც ის გრძნობს.

10. მე ვარ 22 წლის. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ვერასდროს შევძლებ შვილის გაჩენას. ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მინდოდა ვყოფილიყავი დედა, ეხლა კი ვტირი, როცა ვხედავ საბავშვო ნივთებს, რადგან მე აღარ მაქვს არჩევანი.

11. დღეს, მე და ჩემი შვილი ძლიერ წვიმაში მოვყევით. როდესაც გვეგონა, რომ დასველება არ აგვცდებოდა, გამვლელი მანქანიდან ბიჭმა ქოლგა მოგვაწოდა.

12. დღეს, როდესაც ვაცილებდი შვილს სკოლაში, გზაზე შემხვდა ყოფილი თანაკლასელი, რომელსაც მთელი ბავშვობა დავცინოდი. ჩემი დანახვა მას ძალიან გაეხარდა, მომეხვია და მითხრა, რომ დიდებულად გამოვიყურები.

13. დღეს, გზაზე საინტერესო სიტუაციას გადავეყარე – მანქანის მძღოლმა ფანჯრიდან გადმოყარა ნაგავი. მის უკან მიმავალმა მოტოციკლისტმა აიღო ეს ნაგავი, შუქნიშანთან დაეწია მანქანას და ფანჯრიდან მიაწოდა მძღოლს.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply