დათვი და ორი მოგზაური

0
ერთხელ ორი მეგობარი სამოგზაუროდ წავიდა. გზად ერთი უღრანი ტყე გაიარეს, სადაც მოულოდნელად მათკენ მომავალი დათვი შენიშნეს. ერთ–ერთი მათგანი სწრაფად აძვრა ხეზე და ხის ტოტებს შორის მიიმალა.მეორე კი, რომელიც მიხვდა, რომ უკვე გაქცევას ვეღარ ასწრებდა, მიწაზე დაწვა. როდესაც დათვი მწოლიარე კაცს მიუახლოვდა და მისი დაყნოსვა დაიწყო, კაცმა სუნთქვა შეიკრა და ცდილობდა დათვისთვის თავი გარდაცვლილად მოეჩვენებინა.
როგორც ნათქვამია “დათვი უსულო სხეულს არ ეხება” და ამ შემთხვევაშიც მხეცმა მალე მიატოვა “მკვდარი” კაცი და თავის გზა გააგრძელა.
როდესაც დათვი თვალს მიეფარა, მეორე კაცი ხიდან კანკალით ჩამოვიდა და თავის მწოლიარე მეგობარს ჰკითხა, თუ რა ჩასჩურჩულა დათვმა მას ყურში.
“მან ერთი რჩევა მომცა” – უთხრა მას თანამგზავრმა.
“არასოდეს იმოგზაურო მეგობართან ერთად, რომელიც განსაცდელის ჟამს მიგატოვებსო”.
ავტორი: ეზოპე; თარგმანი: 4motivi.com;

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply