დათა თუთაშხია სიყვარულსა და გატაცებაზე

0

– ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე?

– არ მყოლია

-სიყვარული?…ქალიგ ყვარებია?

-ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა,-მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ,-არცერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა.

-არ მესმის!სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება

-სიმღერაში.

-რატომ?არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?-მართლა არ მესმოდა, რას გულისხმობდა.

-ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.

-მაშ,რა არის?

-არ ვიცი,როგორ გითხრა… მოწონებაა, გატაცებაა, ალბათ. ხორციელია ეგ, სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს უერთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი, ამახვილებს სიყვარულს ეს.

-შეიძლება, ეგრეც იყოს, – დავეთანხმე და კვლავ ვკითხე: – არც სერიოზული გატაცება გქონია?

დათა თუთაშხია კარგა ხანს დუმდა,რაღაცაზე თუ ვიღაცაზე ფიქრობდა. უძილო, დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ თვალებში შუქი მაინც ჩაუდგა. მერე ისევ მოიღუშა და თქვა:

-ერთხელ… სიყვარული იყო, მგონია, ის, მაგრამ…ეჰ, დავიძინოთ შალვა.

გადაბრუნდა და აღარაფერი უთქვამს.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply