დაეხმარე ირგვლივმყოფებს წარმატები მიღწევაში – შთამაგონებელი ისტორია

1

ერთხელ რეპორტიორმა ფერმერს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას, თავისი სიმინდის საიდუმლოს გამხელა, რომელიც წლიდან წლამდე, ხარისხით, ყველა კონკურსს იგებს. ფერმერმა უპასუხა:

– მთელი საიდუმლო იმაში არის, რომ მე, ჩემს მიერ მოყვანილი სიმინდის საუკეთესო ტაროებს, ჩემს მეზობლებს ვაძლევ, სათესლედ.

– საუკეთესო მარცვლებს მეზობლებს რატომ აძლევთ? ისინი ხომ ყველა კონკურსში თქვენი კონკურენტები არიან?

– იცით საქმე რაშია? – გაიღიმა ფერმერმა – ქარს მცენარის მტვერი ჩემი ნაკვეთიდან მეზობლების ნაკვეთებში გადააქვს, ხოლო მათი მინდვრიდან, პირიქით – ჩემს მინდორში. თუ მეზობლებს ცუდი ჯიშის ნარგავები ექნებათ, მალე ჩემი სიმინდიც გაფუჭდება. თან ამ საქმეში, ნარგავების მოვლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას კი, ყველა თავისებურად აკეთებს.

ადამიანების ცხოვრებაშიც ასეა. ვისაც უნდა, რომ წარმატებული იყოს, ახლობლებს უნდა დაეხმაროს, წარმატების მოპოვებაში. იმიტომ რომ, რაც უფრო კარგად ცხოვრობენ ირგვლივმყოფები, მით უფრო კარგად გრძნობს თავს ადამიანი. ჩვენ, ყველანი ურთიერთკავშირში ვიმყოფებით ამ სამყაროში.

ლალი ადიკაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply