გურამ დოჩანაშვილის რჩევა, როგორ და რომელი ნაწარმოებით დავიწყოთ კითხვა?

1

„…ჟიულ ვერნით დაწყება ყველაფერს სჯობს. მთავარია, ჯერ მაგიდასთან დაჯდომა ისწავლოს, ფეხების ხან სკამქვეშ შეკეცვა, ხან კი – გაშლა. წიგნის გადაფურცვლა ისწავლოს, სარჩევის თვალიერება, მერე თანდათან მივაწვდით… აბა, კლიმ, ჰო, სამ მუშკეტერს, მარკ ტვენს, რომელიც რა ვქნა, მომკალი და არ მიყვარს, ო ჰენრის მერე წამოვიდოდნენ უფრო სერიოზული მწერლები. კლიმ, ორი კაცი მომაწოდე…მშვენიერია! ჯეკ ლონდონი, რომელიც ორმხრივ დააინტერესებს, და რა თქმა უნდა, შეიძლება ჰიუგოს პროზაც, რომანტიულს რომ ეძახიან, სწორედ ისაა, თან ოდნავ ძნელი წასაკითხი, მერე კი ცოტას ამოვასუნთქებდი,“უთავო მხედარი“,“აივენჰო“, ვთქვათ და, კლიმ…მოდი, ახლა მიბოძე ის მწერლები, რომლებიც საოცრად ადვილად იკითხებიან… ჰოო, მერიმე, ჩეხოვი…ერთიც! სწორია, სწორი! ესე იგი, მივცემდით მერიმეს, ჩეხოვსა და მოპასანს. შემდეგ კი რისკიც დროც დადგებოდა, რაიმე ძნელი, ოღონდ რომანი არა, ნამეტანი იქნება – ჯერ მოთხრობა შეუგდოთ, კლიმ…აჰ, არა, არა, რა დროს მაგის „სიკვდილი ვენეციაშია“, რას ამბობ კაცო… ჰოო, თუნდაც – დიკენსი.

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

  1. მე მისი ყველა ნაწარმოები მიყვარს და ბედნიერებაა ასეთი მწერლის ყოლა ყველა – დიდი თუ პატარა ერისთვის, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ბატონო გურამ და გაგეხარებინოთ თქვენი მკითხველთა გულები…

Leave A Reply