გულისხმიერი მძარცველები

0

ნიუ იორკში, ერთ–ერთი ორგანიზაციის ოფისი გაქურდეს და ათასობით დოლარის ღირებულების აქსესუარები და ტექნიკა მოიპარეს. სააგენტო სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებით არის დაკავებული. როგორც ჩანს ქურდებმა გაიგეს თავიანთი “მსხვერპლის” საქმიანობის შესახებ და მოპარული ნივთები უკან დააბრუნეს. ნივთებს თან წერილიც ახლდა:

“წარმოდგენაც არ გვქონდა რას ვიპარავდით. ყველაფერს უკან გიბრუნებთ. ვიმედოვნებთ, კვლავ შეძლებთ სხვა ადამიანთა ცხოვრებაზე დადებითი გავლენის მოხდენას. ღმერთმა დაგლოცოთ!”

წერილებიროგორც შემდგომ გაირკვა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობას პოლიციაში ძარცვის შესახებ განაცხადი არ შეუტანია. ნაცვლად ამისა, სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდებარე ქუჩებში უსახლკაროებს ბარათები დაურიგეს, რომელშიაც ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ეწერა. დირექტორის აზრით, სწორედ ამ ნაბიჯმა განაპირობა  მძარცველების ქმედება.

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply