გოგონა დისკების მაღაზიაში

0

ამბავი ერთ ბიჭზეა, რომელსაც უკურნებელი სიმსივნე ჰქონდა. ის მხოლოდ 18 წლის იყო, თუმცა ნებისმეირ დროს შეიძლებოდა სიცოცხლეს გამოთხოვებოდა. მთელი ცხოვრება სახლში ჰქონდა გატერებული, სადაც დედამისი უვლიდა. გარეთ არასდროს გადიოდა, მაგრამ ერთხელაც მობეზრდა სულ შინ ყოფნა და გასეირნება მოინდომა. მან დედამისს ნებართვა სთხოვა და ისიც დათანხმდა.

ბიჭი გავიდა გარეთ და არაერთი საინტერესო მაღაზია აღმოაჩინა. დისკების მაღაზიის ჩავლისას ინსტიქტურად კარში შეიხედა. უცებ გაჩერდა, და უკან დაბრუნდა რომ კიდევ ერთხელ შეეთვალიერებინა. მან ახალგაზრდა გოგონა დაინახა, დაახლობით მისი ასაკის იქნებოდა, მაშინვე გააცნობიერა რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ნელ-ნელა უფრო და უფრო წინ მიიწევდა, მანამ, სანამ ამ გოგონას მერხის წინ არ აღმოჩნდა. გოგონამ შეხედა და ჰკითხა: – რით დაგეხმაროთ?

მან გაიღიმა, ბიჭი ფიქრობდა რომ ყველაზე ლამაზი ღიმილი იყო რაც კი ოდესმე უნახავს, უნდოდა რომ ეკოცნა მისთვის. უთხრა:

– დდიი…დიახ…დისკის ყიდვა მინდა.- და ფული ამოიღო და მიაწოდა.

– შეფუთვა გნებავთ? – ისევ იმ მომხიბვლელი ღიმილით იღიმებოდა.

ბიჭმა თავი დაუქნია და უკან გაბრუნდა.

გოგონა შეფუთული დისკით დაბრუნდა და ბიჭს მიაწოდა. მანაც გამოართვა და გამოვიდა მაღაზიიდან. მას შემდეგ ეს ბიჭი ყოველდღე მიდიოდა ამ მაღაზიაში და თითო დისკს ყიდულობდა და კარადაში ინახავდა, გოგონა კი უფუთავდა და ისე ატანდა. ბიჭს ჯერ კიდევ ძალიან ერიდებოდა რომ სადმე დაეპატიჟა იგი, ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. როდესაც დედამისმა შეიტყო ამ ამბის შესახებ, თავის შვილს ურჩია რომ გადაედგა ეს ნაბიჯი.

ამიტომაც, შემდეგ დღეს, გამბედაობა მოიკრიბა და კიდევ ერთხელ წავიდა მაღაზიაში. მან კვლავ შეიძინა დისკი, შეაფუთინა და უკან გამობრუნდა. როდესაც გოგონა არ იყურებოდა, მან მერხზე თავისი ნომერი დაუტოვა და გამოიქცა.

ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.

დედამ უპასუხა: – გისმენთ.

გოგონას ხმა იყო. მას იმ ბიჭთან საუბარი სურდა, რომელმაც ნომერი დაუტოვა. დედამ ტირილი დაიწყო და უთხრა: „არ იცოდი? ის გუშინ გარდაიცვალა…“

ტელეფონში მხოლოდ ბიჭის დედის ტირილის ხმა ისმოდა. მოგვიანებით, დედა თავისი შვილის ოთახში შევიდა, მის ნივთებს ალაგებდა როდესაც კარადა გამოაღო და უცებ უამრავი შეფუთული დისკის წინ აღმოჩნდა პირისპირ. ძალიან გაუკვირდა, ერთ-ერთი აიღო, გახსნა და იქიდან ფურცელი გადმოვარდა, წარწერით: „გამარჯობა… ძალიან მომწონხარ. გინდა სადმე წავიდეთ? სიყვარულით, ჯეისლინი.“

დედამ მეორეც გახსნა, იგივე ტექსტიანი ფურცელი აღმოაჩინა იქაც. შემდეგშიც, და იმის შემდეგშიც…

სიყვარულია..როდესაც ბრძოლა გიწევს მისთვის, მერე კი გადაწყვეტ რომ გადაუხვიო შენი ეგოდან, ძალა მოიკრიბო და თქვა: „მიყვარხარ“.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply