გიყვართ თუ არა თავის მართლება?

0

ყველა ხელმოცარული ერთი ნიშნით ჰგავს ერთმანეთს: მათ კარგად იციან წარუმატებლობის მიზეზები და წარმოგიდგენენ მტკიცე ალიბს, თუ თვითონ რატომ ვერ მიაღწიეს ვერაფერში წარმატებას. ზოგიერთი ეს განმარტება გონებამახვილურია, ხოლო ზოგიერთი ფაქტებითაც მტკიცდება, მაგრამ არც ერთი ალიბი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მარცხი განიცადეთ. სამყაროს მხოლოდ წარმატება აინტერესებს!

არსებობს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ალიბთა სია, რომელიც ფსიქოლოგთა მიერ არის შედგენილი. დაუკვირდით მას ყურადღებით და დაფიქრდით, თუ რამდენი მათგანით სარგებლობთ თვითონ, მიგაჩნიათ რა თქვენს გამოგონებად.

მაშ ასე დავიწყოთ ჩამოთვლა:

1. რომ არ მყავდეს ცოლი და ოჯახი;
2. ფული რომ მქონდეს..
3. კარგი განათლება რომ მქონდეს..
4. სამუშაო რომ ვიპოვნო…
5. ჯანმრთელი რომ ვიყო..
6. დრო რომ მქონდეს..
7. ამ დროში რომ არ ვცხოვრობდე..
8. რომ მიგებდნენ..
9. სხვა პირობებში რომ მიწევდეს ცხოვრება…
10. თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება..
11. სხვისი აზრის შიში რომ არ მქონდეს..
12. შანსი რომ მქონდეს/მქონოდა..
13. სხვები რომ არ მიშლიდნენ ხელს..
14. უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო..
15. რომ შემეძლოს იმის კეთება, რაც მინდა..
16. მდიდარი რომ დავბადებულიყავი…
17. სხვებივით ნიჭიერი რომ ვყოფილიყავი..
18. გამბედავი/შეუპოვარი რომ ვიყო..
19. დროზე რომ გამომეყენებინა შესაძლებლობა..
20. ნერვებს რომ არ მიშლიდნენ..
21. რომ შემეძლოს ცოტაოდენი თანხის გადადება..
22. უფროსს რომ მოვწონდე..
23. ვინმე რომ მეხმარებოდეს..
24. ოჯახი რომ მიგებდეს..
25. დიდ ქალაქში რომ ვცხოვრობდე..
26. დაწყება რომ შემეძლოს..
27. თავისუფალი რომ ვიყო..
28. მსუქანი რომ არ ვიყო..
29. ადამიანებმა რომ იცოდნენ რა შემიძლია..
30. რომ შემეძლოს ვალების გასტუმრება..
31. ის მარცხი რომ არ ყოფილიყო..
32. რომ ვიცოდე როგორ..
33. სხვები რომ გონებაჩლუნგები არ იყვნენ..
34. ცხოვრება რომ სამართლიანი იყოს..
35. უფრო ადვილი სამუშაო რომ იყოს..

(თუ სია არასრულად გეჩვენათ, შეგიძლიათ თქვენც დაამატოთ);

რომ… და ეს ყველაზე არსებითი „რომ“ – მქონდეს გამბედაობა დავინახო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ, მივხვდებოდი, რომ რაღაც ისე არ არის და გამოვასწორებდი მას. მაშინ კი გამიჩნდებოდა რეალური შანსი საკუთარი შეცდომებიდან გაკვეთილის გამოტანისა, და სხვათა მაგალითზეც ვისწავლიდი. მეცოდინებოდა, თუ რა გამომესწორებინა ჩემში, საბოლოოდ კი დავიკავდებდი იმ მდგომარეობას, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მეტი თვითანალიზის საშუალებით და არა თავის მართლებით..

კომენტარები

შეთავაზებები

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Leave A Reply