გიყვარდეს, ეს უდიდესი ნიჭი და შესაძლებლობაა

0

არ ვიცი, რატომ მომინდა ეს აქ დამეწერა, შეიძლება მინდოდა წაკითხვის საგანი გამხდარიყო და მოსალოდნელი აზრები გამეგო. ჩემი ნაწერიდან ერთ-ერთი მონაკვეთია, უბრალოა, მაგრამ იმედია აზრი გასაგებია.

დღეს როცა ის ჩემგან მიდიოდა და მემშვიდობებოდა ჩემთან გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ, თითქოს ჩემი ნაწილი წაიღო, შიში დამიტოვა რომ მასთან ეს რამოდენიმე საათიანი განშორება დიდი ხნის აღმოჩნდებოდა. ეს იყო შიში იმისა, რომ მას ვეღარ შევიგრძნობდი, მის თვალებს ვეღარ შევეჭიდებოდი და მის მშვენიერ ჩაღიმებას ვერ დავინახავდი. როგორ შეიძლება ადამიანი შენში ისე შემოიყვანო, რომ მცირე დანაკლისის გრძნობაც არ დაგიტოვოს, ვერ შევძლებ, ვცდილობ მაგრამ ყოველთვის როცა მის სრულყოფილად შეგრძნებას ვლამობ, მაინც ვერ ვიგდებ ხელთ. ვერ ვხვდები ალბათ იმდენად ეგოისტი ვარ რომ მისი ფიქრების ჩემად გასაღებაც კი მინდა, მინდა მისი თითოეული ფიქრის საწყისი და ბოლო ვიცოდე, მინდა ყველანაირად ჩემი იყოს, თუმცა ამის მიხედვით რომ ვიმსჯელო, ასე სრულყოფილად ჩემი თავიც კი არ მეკუთვნის.

მასთან გატარებული დრო ჩემი ცხოვრების ყველაზე რისკიანი და გრძნობებით აღსავსეა. ხოლო ეხლა, ამ დროის მერე მასთან ყოფნა ყველაზე საინტერესო და უცნაურია, როცა ერთად ჩვენ ისტორიას ვყვებით, ეტაპობრივად განვითარებას და მეხსიერებაში მყარად ფესვგადგმულ მოგონებებს ვიხსენებთ, სასიამოვნოდ სასაცილო და ზოგჯერ მძიმედ ემოციურიც კი არის. ერთმანეთით გაზრდილები, ერთმანეთით ნაცხოვრები. როცა ვუფიქრდები რამდენი დღე, წამი და წუთი გავატარეთ ერთად, რამდენი რამ გავიარეთ და დღეს ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ და ერთობლივ ცვლილებას ვუყურებთ, უცნაურად სასიამოვნო შეგრძნებაა. ადამიანთან რაღაც დროის გატარება, დროის რომელიც მნიშვნელოვანზე მეტია, ადამიანთან რომელიც ადამიანზე და მეორე ნახევარზე უფრო მეტია, ეს ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდი მიღწევა და აღმოჩენაა, როცა შეგიძლია ესეთი ურთიერთობა შექმნა, განავითარო, გამოწრთვნა და დიდება მოუპოვო. ეს ნიჭია, ადამიანისთვის მინიჭებული და აღმოჩენილი, თუმცა ამას ვერასდროს მიხვდები თუ სათანადოდ არ დააფასე და გაანალიზე გარკვეული მოვლენებისა და დროის შემდეგ. ეხლა ვხვდები, რომ ეს უდიდესი ნიჭი და შესაძლებლობაა, როცა ადამიანის სახელს ადამიანურობას მატებ და ცხოვრებას ლაფში კი არ სვრი, არამედ აღმატებულ მნიშვნელობას ანიჭებ.

ავტორი: თეონა ჩოჩიშვილი

ქალი არის გამოხატულება ქმრის სიყვარულისა

პირველი ,,მის მსოფლიოს“- ეკატერინე თარხან-მოურავის ცხოვრებისა და სიყვარულის ამბავი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply