გილოცავთ ახალ 2013 წელს!

0

“ყველამ მოვინანიოთ წარსული წლის შეცოდებანი და ახალ წელს მივეგებოთ ახალი ძალითა და მხნეობით. გულწრფელად და ღრმად ჩავიჭედოთ  გულში ეს მცნება: სადაც ვცხოვრობთ და რომელი ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლითა და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამე. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ვიქნებით კარგნი და ჩვენ საკუთარ შინაურ საქმესაც წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით” – ილია ჭავჭავაძე

რა არის ახალი წელი? ალბათ არც რაიმეს დასაწყისი და არც დასასრული, უბრალოდ გაგრძელება იმისა, რაც უკვე დავიწყეთ – გაგრძელება ახალი ოცნებებით, ძალებით, შესაძლებლობებითა და იმედებით. ზოგისთვის სავსე ჭიქა, ზოგისთვის ნახევრად სავსე ან სულაც ცარიელი, ზოგისთვის სავსე სუფრა, ზოგისთვის კი მშიერი კუჭი, მაგრამ მაინც ახალი, პოზიტიური და იმედისმომცემი…
გვსურს მადლობა გადაგიხადოთ, გასულ წელს თქვენს მიერ გამოჩენილი თანადგომისათვის, თითოეული წამისათვის, რომელიც ჩვენს გვერდზე გაატარეთ და თითოეული პოსტისათვის, რომელიც გაიზიარეთ..
გილოცავთ 2013 წელს, გვსურს მომავლის იმედით, სიყვარულით და ბედნიერებით სავსე ახალი წელი გისურვოთ! გისურვებთ წარმატებებს კარიერასა და პირად ცხოვრებაში, ამასთან რწმენა, მოტივაცია, მონდომება და ცოტაოდენი გამართლებაც გვინდა გისურვოთ, რადგანაც როგორც წესი, მხოლოდ კეთილი სურვილები საკმარისი არ არის.
ჩვენ ვქნით საკუთარ რეალობას, მიიღეთ გადაწყვეტილება უკეთესობისკენ შეცვალოთ იგი! გაუფრთხილდით შესაძლებლობებს, არ დაივიწყოთ მადლიერების, ღვთის რწმენის, სიყვარულის, მეგობრობისა და მარადისობის კანონის შესახებ… ეცადეთ ისწავლოთ წარსულისგან, იცხოვროთ დღევანდელი დღით და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი!
“ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” – ამ სიტყვებით ასრულებს ერისადმი წერილად მიძღვნილ მისალოც სიტყვას, 1987 წელს, ილია ჭავჭავაძე და ჩვენც მისი სიტყვებით გვსურს დავასრულოთ..
გილოცავთ!
პატივისცემითა და სიყვარულით,
4 მოტივის გუნდი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply