გთავაზობთ რამდენიმე რჩევას,რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს,   განიტვიროთოთ და  დაისვენოთ ქალაქიდან გაუსვლელად

0

ქალაქში  ზაფხულის თაკარა  დღეები გრძელდება  და შესაბამისად თითოეულ ჩვენთაგანს სურს გავექცეთ ზაფხულის სიცხეს, განვიტვირთოთ და გავატაროთ ზაფხული  სასიამოვნოდ, თუმცა  ზოგჯერ ხდება  დატვირთული რეჟიმის გამო ვერ ვახერხებთ ქალაქიდან გასვლას, ბევრს ვწუწუნებთ აღნიშნული მიზეზის გამო და ზაფხულის მშვენიერი დღეებიც  თვალისდახამხამებაში ქრება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას,რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს,   განიტვიროთოთ და  დაისვენოთ ქალაქიდან გაუსვლელად.

 1.შეინარჩუნეთ პოზიტივი

პირველ რიგში არ უნდა გაიფუჭოთ ხასიათი იმის გამო,რომ ვერ ახერხებთ ქალაქიდან გასვლას. არ უნდა იწუწუნოთ  რომ ადამიანების უმეტესობა ისვენებს თქვენ კი ყელამდე საქმეში ხართ ჩაფლული.გაიხსენეთ რამდენი ადამიანი ოცნებობს ჰქონდეს სამსახური.ისინი მზად არიან ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი იმუშაონ და აკეთოთ საყვარელი საქმე. ასე რომ  დააფასეთ ის,რაც გაქვთ და შეინარჩუნეთ ენთუზიამი და    პოზიტივი.

2.წესი მეორე – გაიღვიძეთ 20 წუთით  ადრე.გაიმზადეთ ფინჯანი ყავა და  ჯადოსნური სითხე  მიირთვით აივანზე. ცოტაოდენი თავისუფალი დრო,სუფთა ჰაერი,ჩიტების ჭიკჭიკი დადებითად იმოქედებს  თქვენზე და  დილა  დაიწყება კიდეც  ნამდვილი პოზიტივით. 

3.დროის სწორი მენეჯმენტი

მთელი წლის მანძილზე მუშაობდით და გადაიღალეთ. გჭირდებათ დასვენება,ნამზეური,ბუნებაში ყოფნა და  თავგადასავლები,თუმცა შესაძლებელია   ქალაქიდან გაუსვლელადაც კი განიტვირთოთ,ამისათვის საჭიროა შეადგინოთ დროის სწორი მენეჯმენტი და გამოყოთ დრო დასვენებისთვის. კარგი იქნება თუ შემოიკრებთ იმ ადამიანებს რომლებიც  თქვენთან ერთად ქალაქში „ჩარჩნენ“ და გაატარებთ თავისუფალ დროს მათთან ერთად.

4.მიიღეთ ნამზეური,ირბინეთ,დალიეთ  გამაგრილებელი სასმელები

სამსახურის შემდეგ დაღლილობის მიუხედავად  შეგიძლიათ ახვიდეთ თბილისის რომელიმე ტბაზე.ისეირნოთ,გაგრილდეთ გამაგრილებელი სასმელებით. ასევე შეგიძლიათ განმარტოვდეთ და დატკბეთ ბუნებაში ყოფნით. დახუჭოთ თვალები,იფიქროთ,დაგეგმოთ მომავალი და  იგრძნოთ თავი პოზიტიურად. შეგიძლიათ შაბათ-კვირას მიიღოთ ნამზეური საცურაო აუზსა თუ თბილისის ზღვაზე.მერწუმეთ, ასეთი განტვირთვის  შემდეგ სამსახურში მომდევნო  დღეს  უფრო მხნედ იგრძნობთ თავს და იქნებით   მეტად პოზიტიური.

5.შეგიძლიათ მოაწყოთ ექსკურსია ან პიკნიკი და გახვიდეთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ. მოინახულოთ რომელიმე ისტორიული ძეგლი.გადაიღოთ უამრავი სელფი .შესაძლოა  მოხაერხოთ და შაბათ კვირას  წახვიდეთ კიდეც ბათუმში. ზოგჯერ  დასვენება ორი დღით უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდება ხოლმე    ვიდრე ორკვირიანი შვებულება.რადგან  როდესაც დრო ცოტა გვაქვს უფრო მეტად ვცდილობთ  თითოეული წუთი გამოვიყენოთ და ცხოვრებით დავტკბეთ.

6.გახსოვდეს როდესაც დროს გამონახავ დასვენებისთვის არ დაგავიწყდეთ თან წაიღო წიგნები.სწორად შერჩეული ლიტერატურა  გაგილამაზებთ ზაფხულის დღეებს. შეგიძლია ბავშვობა გაიხსენო და აწარმოო დღიური. ამ გზით შესძლებ დაბრუნებას ბავშობაში და დღიურში ჩაწერილი განცდები დაგეხმარება განიტვირთო და იგრძნო უკეთესად თავი.

ზაფხული მართლაც  საუკეთესო დროა დასვენებისთვის,ასე რომ გამოიყენეთ ყოველი დღე.აკეთეთ ის რაც გსურთ,რაზეც ოცნებობდით მთელი წლის მანძილზე და მერწმუნეთ ქალაქიდან გაუსვლელადაც შეძლებთ დასვენებას.დაგიგროვდებათ უამრავი ლამაზი მოგონება, რომლის გახსენებაც ყოველთვის ღიმილს მოგვრით  და აგავსებთ პოზიტივით.

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply