გზა ოცნებიდან რეალობადმე

0
 იმასათვის, რომ გარდაქმნათ თქვენი გადაწყვეტილებები რეალობად მიჰყევით ქვემოთმოცემული მოქმედების გეგმებს. ეს არის მოქმედების მარტივი სტრატეგიები, მაგრამ მისი ცხოვრებაში დანერგვის შემთხვევაში გაოცებული დარჩებით თქვენივე მიღწევებით.
• გადაიტანეთ ქაღალდზე მიზნები. შეიძლება გსმენიათ ამის შესახებ აქამდეც, მაგრამ სიმართლე არის ის, რომ მიზნების დაწერის პროცესი „გაიძულებთ“გაარკვიოთ რისი მიღწევა გსურთ ზუსტად. გამოიყენეთ ფანქარი და ფურცელი(შეგიძლიათ ქაღალდზე დაწერის შემდგომ გადაიტანოთ ის კომპიუტერში). ეს ერთი შეხედვით მარტივი ფიზიკური მოქმედება დაგეხმარებათ თქვენი სურვილების გონებაში ღრმად ჩაბეჭდვაში;
• მოუყევით სხვებს. თქვენი მიზნების შესახებ საუბარი(მაშინაც კი თუ ის ძალიან დიდი და შეუძლებელი გეჩვენებათ) საშუალებას აძლევს სხვებს, რომ გაგამხნეონ და დაგეხმარონ იმ ინფორმაციის მოცემით, რომელიც შეიძლება გამოგადგეს. ამასთან, თქვენი მიზნების სხვებისათვის გაზიარება მეტ პასუხისმგებლობას გაგრძნობინებთ, რომ მისდიოთ დასახულ მიზნებს (წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ თქვენი სიტყვა მნიშვნელობას დაკარგავს მათ თვალში).
• გადადგით ბავშვის ნაბიჯები ყოველდღე. თუნდაც მცირედი ნაბიჯები თქვენი მიზნის მიმართულებით, რომელსაც მუდმივი ხასიათი ექნება, საშუალებას მოგცემთ იაროთ სწორი მიმართულებით. მას შემდეგ, რაც მიაღწევთ მცირედ გამარჯვებას, დიდი ნაბიჯების გადადგმა ადვილი გახდება თქვენთვის;
• გადადგით დიდი ნაბიჯები. არ მოანდომოთ ერთი წელიწადი იმის მიღწევას, რისი გაკეთებაც შეიძლება ერთ დღეში. მას შემდეგ რაც ჩამოწერთ მიზნებს მთელი წლისათვის, გადახედეთ მათ და გაანალიზეთ რისი მიღწევა შეიძლება ერთ თვეში და რისი თუნდაც დღეს;
• გადაწყვიტე და იმოქმედე. მენტალური სირთულეები შეიძლება გაბრკოლებდეთ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედებისაგან. უნდა დაძლიოთ ეს გამოწვევა. ჩამოწერეთ მიზეზები რატომაც გსურთ თქვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევა. გადახედეთ მიზეზების ამ სიას,როდესაც გადაწყვეტილების სირთულე ან უმოქმედობის საფრთხე დაგემუქრებათ;
• შექმენი გუნდი. თუნდაც არ გქონდეთ საერთო მიზანი „წარმატების მეგობარის“ ყოლა დაგეხმარებათ ანგარიშვალდებულების შენარჩუნებაში. შეხვდით ყოველკვირაობით (პირადად ან ტელეფონით), რომ გადაამოწმოთ თქვენი გეგმები და გაამხნეოთ ერთმანეთი;
• იზეიმეთ წარმატება. ყოველთვის, როდესაც მნიშვნელოვანი მიღწევა გექნებათ ცხოვრებაში აუცილებლად მიუდექით მას დადებითად, ანუ დააჯილდოვეთ საკუთარი თავი. მაგალითად, თუ იპოვეთ საქმე რომლის კეთებაც გსიამოვნებთ, აღნიშნეთ ეს ფაქტი თქვენს მეგობართან ერთად; თუ იპოვეთ ახალი ბიზნესპარტნიორი, აუცილებლად დანიშნეთ ვახშამი თქვენს მენტორთან(ასეთის არსებობის შემთხვევაში). ყოველი წარმატების ზეიმი დაგეხმარებათ, რომ შეინარჩუნოთ ფოკუსი უფრო დიდ მიზნებზე.

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply