ჟურნალის შექმნის 4 მოტივი

მოტივი 1: მოტივაცია

“ერთადერთი რამ რაც ადამიანსა და მის მიერ დასახულ მიზანს შორის დგას არის სურვილი იმისა,რომ სცადოს და რწმენა იმისა,რომ ეს შესაძლებელია”. რიჩ დევოსი.

ყველა ადამიანს სჭირდება მოტივაცია. იგი ფსიქოლოგიური პროცესია,რომელიც გვაძლევს გადაწყვეტილებათა მიღების სტიმულს და მოქმედებისაკენ გვიბიძგებს.

ცხოვრება უამრავი პრობლემითაა სავსე და ყველას სჭირდება ოპტიმისტი ადამიანების გვერდში დგომა,ლამაზი სიტყვები და ჭკვიანური რჩევები. ზიგ ზიგლარი, ჯიმ რონი,დეილ კარნეგი,რობერტ კიოსაკი, ნაპოლენ ჰილი,სტეფან ქოვი,ენტონი რობინსი და ბრაიან ტრეისი, ეს იმ ცნობილი მოტივაციური მრჩეველებისა და ორატორების არასრული ჩამონათვალია,რომელთა ნაშრომებისა და გამოცდილების გათვალისწინებით 4motivi.com თავის ერთგულ მკითხველებს ჰპირდება,რომ მისცემს მათ, ცხოვრების უკეთესობისაკენ გარდაქმნის სტიმულს და დაეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მოპოვებაში .

 

მოტივი 2: წარმატება

,,წარმატებული ადამიანები, წარმატების მიღწევის ერთსადაიმავე სტრატეგიებს იყენებენ”– საათის მასტერკლასი.

სწორედ, ეს სტრატეგიები იქნება განხილული ბლოგზე ,,4 მოტივი.” როგორ მივაღწიოთ წარმატებას? რა გვჭირდება ამისათვის? რას ნიშნავს იყო წარმატებული? როგორ მიაღწიეს ცნობილმა ადამიანებმა დიდ წარმატებებს? და კიდევ სხვა უმრავი კითხვა,რომელიც შეიძლება წარმატების მსურველ ადამიანს გაუჩნდეს და რომლის პასუხსაც მხოლოდ www.4motivi.com –ზე იპოვით!

 

მოტივი 3: ბედნიერება

“მახსოვს ერთხელ დავფიქრდი , თუ რატომ წერს თომას ჯეფერსონი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში,რომ ადამიანს აქვს 3 ხელშეუხებელი უფლება: სიცოცხლის,თავისუფლებისა და ბედნიერების დევნის და მაშინ გავიფიქრე, თუ როგორ მიხვდა და მოახერხა მან დაეწერა ,,ბედნიერების დევნა” ჩვენს უფლებებში. მართლაცდა , შეიძლება ბედნიერება ისეთი რამეა,რასაც შეიძლება მხოლოდ სდიო და საერთო ჯამში არასოდეს გქონდეს იგი”  – ქრისტოფერ გარდნერი (ფილმიდან “ბედნიერების დევნაში”)

მართლაც, შეიძლება ადამიანი მუდამ ბედნიერი ვერასოდეს იყოს,მაგრამ არსებობს სტრატეგიები,რომელთა გათვალისწინებით შეიძლება ადამიანმა სამყაროს უფრო ნათელ ფერებში უყუროს და ყოველი დღისაგან მეტი სიამოვნება მიიღოს. სწორედ ამ სტრატეგიების გადმოცემით შეეცდება ბლოგი თქვენს ბედნიერებაში,თუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანას.

 

მოტივი 4: სიყვარული

ცხოვრებაში, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არსებობს: რწმენა, იმედი და სიყვარული და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია … (პავლე მოციქული, კორინთელთა მიმართ ეპისტოლე )

რა იწვევს სიყვარულში წარუმატებლობას? როგორ შეიძლება ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბება წყვილთა შორის? იდეალური სიყვარულის მაგალითები, ცნობილი და გამოცდილი ადამიანების რჩევები, გამონათქვამები და აზრები სიყვარულზე, ლამაზი ისტორიები და ვიდეოები – ძლიერი მოტივირება და შთაგონბება იმისათვის,რომ ურთიერთობებში წარმატებებს მიაღწიოთ.

ეს ის 4 მოტივია,რის გამოც შეიქმნა ჟურნალი და რის გამოც თქვენ უნდა ესტუმროთ მას. “ოთხი მოტივი” კი შეეცდება პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობა და წინ გაგიძღვეთ თქვენი წარმატების,ბედნიერებისა და სიყვარულისაკენ.

პატივისცემით,

ოთხი მოტივის გუნდი

გაზიარება: