გაუცხოება…

1

უცნაური შეგრძნებით გამეღვიძა,- გადმოცემაც კი მიჭირს. თითქოს ამ ქვეყანას არ ვეკუთვნი, დედამიწაზე კი არა, სადღაც, სხვა განზომილებაში ვარ და რაც ახლა ჩემ ირგვლივ ხდება, ჩემი ცხოვრებაკი  არ არის, უბრალოდ, სიზმარია… და მე აუცილებლად ჩემს სამყაროს უნდა დავუბრუნდე.

ეს არ ყოფილა შეუცნობლისკენ სწრაფვა, ამ შეგრძნებას არც არარეალურობასთან ჰქონდა რამე საერთო; მით უმეტეს, არც ჰალუცინაციასთან. ერთი მარტივი სახელი აქვს ამ ყველაფერს – გაუცხოება.

ერთი შეხედვით ნეგატიურმა შეგრძნებამ დროთა განმავლობაში შვება მომგვარა, ვინაიდან გამათავისუფლა ყალბი და ცარიელი ურთიერთობებისაგან.

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება გარდამტეხი მოვლენა, რაც ყველაფრის გადაფასებაში ეხმარება – ეს ან ძალიან დიდი ტკივილია, ან სიხარული. ამას არა აქვს ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა. მთავარი ერთი რამ არის – ჰარმონიაში ყოფნა საკუთარ თავთან ნებისმიერ სიტუაციაში. ამის მიღწევა კი შეუძლებელია მაშინ, როდესაც ფარისევლებით გარშემორტყმული შინაგანად იფიტები. ამ სიცარიელეს შენი ცხოვრების გადამწყვეტ ეტაპზე გრძნობ, როდესაც სხვა სამყაროში გეღვიძება.

ეს ტრაგედია არ არის… ჩვენ ვერავის შევცვლით, ამის უნარი არ შეგვწევს. მხოლოდ სამყაროს მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა შეგვიძლია და მომავლისკენ სვლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც გვავსებს და სასიცოცხლო ძალას გვმატებს.

რატომ არასდროს ვიღლები შენით?  ამ კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს: დრო არ მრჩება, რომ დავიღალო… ბედნიერებაც სწორედ ეს არის და გაუცხოების საფრთხეც ამიტომ არ გვემუქრება.

ზოგადად, ბედნიერება საკმაოდ მარტივი ცნებაა …

სალომე ჭკადუა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply