გაუფრთხილდით ძლიერ ადამიანებს!

0
ძლიერი ადამიანები სუსტებზე ბევრად უფრო დაუცველნი არიან ხოლმე. ქარიშხლის დროს სიფრიფანა ლერწამი იზნიქება და შრიალებს, ფიჭვი კი იმტვრევა და კვდება – ამბობენ ჩინელები და მათ კარგად იციან, რასაც ამბობენ.ძლიერი ადამიანები საკუთარ თავზე სულაც არ არიან პასუხისმგებელნი. არც მხოლოდ ახლობლებზე. ისინი მთელ სამყაროზე აგებენ პასუხს – ყველაფერზე, რაც მათ ორბიტაზე მოხვდება, რადგან ძალა ყველაფერს იზიდავს – ასე ამბობენ ფიზიკოსები და იმათაც კარგად იციან, რასაც ამბობენ.

ძლიერი ადამიანები სულაც არ არიან სხვებზე უფრო გამძლე და ჯანმრთელები. უბრალოდ მათ ზუსტად იციან, რომ სანამ მათზე ვინმეა დამოკიდებული, მათ გონების დაკარგვის, ან სიკვდილის უფლება არა აქვთ. მათ შეიძლება ინფარქტი ჰქონდეთ, მაგრამ მაინც გადახტნენ წყალში ბავშვის გადასარჩენად, გამოიყვანონ ნაპირზე და როცა უკვე მის სიცოცხლეს აღარაფერი ემუქრება, მხოლოდ მაშინ დაკარგონ გონება. ასე ამბობენ მედიკოსები და მედიკოსებს კი თავის ცხოვრებაში ბევრად მეტი რამ აქვთ ნანახი, ვიდრე ჩინელებსა და ფიზიკოსებს ერთად აღებულთ.

და კიდევ: ძლიერი ადამიანები მარტონი არიან არა იმიტომ, რომ გვერდით ვერავის იტანენ, უბრალოდ… ისინი ხომ ძლიერები არიან და არავის არ მოსდის თავში აზრად, რომ მათაც სტკივათ, ეშინიათ, მარტოდ გრძნობენ თავს, ან უბრალოდ მოიწყინეს, ან დასევდიანდნენ.

ჰოდა, დადიან დედამიწაზე ჩუმად ძლიერი ადამიანები. მათთან ყოფნა ყოველთვის ადვილი არ არის, არც ყოველთვის სასიამოვნო და კომფორტულია – სამაგიეროდ საიმედოა. ეს სწორედ ის მეომრები არიან, რომლებიც ყოველთვის ბოლო მომენტში გამოჩნდებიან ხოლმე საშველად.

გაუფრთხილდით ძლიერ ადამიანებს!

სანდრა მეი; თარგმანი: ზურა პირველი;

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply