გარემო და მემკვიდრეობითი ფაქტორები ადამიანის განვითარებაში

0
“მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?”
– ოტია იოსელიანი..
განვითარების საკითხების შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ბიოლოგიური, სოციოლოგიური და ისტორიული მეცნიერებებისათვისაც.
ადამიანების განვითარების ფსიქოლოგიის შესწავლა გვეხმარება უკეთესად გავიაზროთ, თუ როგორ იზრდებიან, ვითარდებიან და იცვლებიან ადამიანები. როგორ ახერხებენ შეძენილი და თანდაყოლილი თვისებებისა და ცოდნის ცხოვრებაში რეალიზებას და საიდან და როგორ აქვთ ეს თვისებები შეძენილი თუ თანდაყოლილი.
თანდაყოლილი თვისებები, თუ აღზრდა ?
გარემოსა და მემკვიდრეობის ფენომენი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საკამათო საკითხია ფსიქოლოგიურ მეცნიერებათათვის. მათ განიხილავდნენ ისეთი ცნობილი და გამორჩეული მოაზროვნეები,როგორებიც იყვნენ ზიგმუდ ფროიდი, ჩარლზ დარვინი,პლატონი და ჯონ ლოკი.
ტრადიციულად, ამ სადაო საკითზე ადამიანთა შეხედულებები ორ ჯგუფად იყოფა: პირველთ სჯერათ, რომ ადამიანის ბუნება და შესაძლებლობები მემკვიდრეობითი (ბიოლოგიური) ფაქტორებით განისაზღვრება. ასეთი ადამიანებისგან შეიძლება მოისმინოთ „ყველაფერი თანდაყოლილია“ „ადამიანები არ იცვლებიან“, „რაც მშობლები, ის შვილი“ და სხვა მრავალი წინადადება, რომელიც შეიძლება თქვენც ხშირად გსმენიათ და ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, მათ მოსაზრებას, ნათლად უსვამს ხაზს.
მეორე ჯგუფში კი შედიან ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ გარემო ფაქტორები ადამიანის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ . ესენი არიან კარგი აღზრდისა და პიროვნული განვითარების აგიტატორები. მათგან ხშირად მოისმენთ ფრაზებს „გარემო აყალიბებს პიროვნებას“, „კარგი ოჯახიდანაა გამოსული“ „თუ გსურთ იმაზე მეტი ვიდრე გაქვთ, გახდით იმაზე ძლიერი ვიდრე ხართ.“
ძნელია გადაჭრით თქვა რომელი მოსაზრება უფროა ახლოსაა სიმართლესთან, შეიძლება ისინი არც კი გამორიცხავდნენ ერთმანეთს.
მაგალითისათვის, თუ ადამიანმა დიდ წარმატებას მიაღწია აკადემიურ დონეზე, რას შეიძლება ეს მიეწეროს? გარემო ფაქტორებს, თუ მემკვიდრეობით მიღებულ ნიჭს? დღევანდელ ექსპერტთა უმეტესობა თვლის, რომ ამ შემთხვევაში ორივე ფაქტორი გარკვეულ როლს თამაშობს.
ფაქტია, დღეს არავინ დაობს, რომ ადამიანის თვისებები როგორიცაა კანის, თმის ფერი, სიმაღლე და სახის მოყვანილობა გენეტიკური ფაქტორებით გადაეცემა თაობიდან თაობას. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ისეთი თვისებები როგორიცაა ქცევა, პიროვნული თვისებები, და აზროვნება დავის საგანია და ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ განპირობებულია ისეთი გარემო ფაქტორების ზემოქმედებით როგორიცაა, ოჯახური კლიმატი, მშობლების მზრუნველობა და მოპყრობა, ვიტამინებისა და ჯანსაღი საკვების მიღების შესაძლებლობა.
რაც შეეხება ადრეულ მოსაზრებებს. პლატონი ფიქრობდა, რომ არსებობს ბევრი რამ რაც შეუძლებელია ადამიანს დაბადებიდანვე თან დაჰყვეს, ისინი შედეგია ბუნებრივი და გარემო ფაქტორების ზემოქმედებისა. ჯონ ლოკი ამბობდა, რომ გონება თავის არსებობას სიცარიელიდან იწყებს. მისი აზრით ყველაფერი, რაც ვიცით და გაგვაჩნია ჩვენი გამოცდილებიდან მომდინარეობს. ფროიდი თვლიდა რომ ადამიანის პიროვნების ფუნდამენტი 5 წლამდე ასაკში ყალიბდება.
საბოლოოდ, მაინც ყველა მაგალითი ინდივიდუალურია, მაგალითად ვერავინ იტყვის რომ ბიტლზებმა მხოლოდ საკუთარი ნიჭის წყალობით მიაღწიეს წარმატებას. მჯერა, გუნდურობის, შრომისმოყვარეობის და საქმის სიყვარულის პრინციპები მათ განვითარებასა და წარმატებაში არანაკლებ როლს თამაშობდა.
“რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?!”
– ჯორჯ ბერნარდ შოუ
ვფიქრობ, შეიძლება უამრავი ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ, რაც საბოლოოდ იმ აზრამდე მიგვიყვანს, რომ ადამიანის პიროვნული განვითარება, დამოკიდებულია როგორც მემკვიდრეობით ისე გარემო ფაქტორებზე. გენეტიკა და გარემო ფაქტორები ურთიერთქმედებენ და ქმნიან შედეგებს რომელთაც ჩვენ ვხედავთ. ვგულისხმობ რომ გენების მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემო ფაქტორებზე, რომელშიაც ისინი ვლინდებიან.
გამოგზავნი/ავტორი: თათია ჯანჯღავა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply